ორგანული თუ ნატურალური?

გაიცანით GAMARDE

20.05.2025

როდის იწყება ადამიანის სწრაფვა ესთეტიკისადმი? როდიდან გვჯერა, რომ „ლამაზ სხეულში, ლამაზი სულია“, შესაბამისად, სხეულის მოვლა მხოლოდ აუცილებლობა კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვაცაა? ამბობენ, რომ ეგვიპტელები რძესა და თაფლს იყენებდნენ რბილი, მბზინავი კანისთვის, მათ შორის – კლეოპატრაც მათ აბაზანებში ბანაობდა. ზეითუნის ზეთი ძველ საბერძნეთში სილამაზის მთავარი ინგრედიენტი იყო, რომელსაც თმის ბზინვარებისა და კანის სიჯანსაღისთვის იყენებდნენ, აი კურკუმა კი ინდურ რწმენა-წარმოდგენებში სიკაშკაშის და სისუფთავის სიმბოლოდ გვევლინება და აიუვერდას რიტუალებშიც საპატიო ადგილს იკავებს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი ათასწლეულებია, რაც ჯანმრთელობისა და სილამაზის რეცეპტებს ბუნებაში ეძებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ნატურალური ინგრედიენტები დღემდე პოპულარულია და ბევრი ადამიანი სწორედ ორგანულ დერმატო-კოსმეტიკას ანიჭებს უპირატესობას.

რა განსხვავებაა ორგანულ და ნატურალურ ბრენდებს შორის?

წარწერა ორგანული მკაცრად არის განსაზღვრული იმ ბრენდებისთვის, რომელთა შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტებიც არ არის GMO და გაიზარდა სინთეზური სასუქების, პესტიციდების ან სხვა ქიმიკატების გამოყენების გარეშე. კანის მოვლის პროდუქტების შემთხვევაში, ეს პროდუქტები არ შეიცავს პარაბენებსა და სულფატებს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორგანულ პროდუქტს 95-დან 100%-მდე ბუნებრივი  შემადგენლობა აქვს.  ეტიკეტზე ბუნებრივი მაშინ ჩნდება, როცა ინგრედიენტების 50-70% ბუნებრივი წარმოშობისაა და არ იტესტება ცხოველებზე.

რომელია უკეთესი?

ის, რომელიც თქვენს კანს უხდება. მითია, თითქოს პარაბენები, სულფატები, სტაბილიზატორები მავნეა და მათი სრულად ამოღება ჯობს რუტინიდან. თანამედროვე ბრენდების უკან მეცნიერები, მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები და კვლევები დგას, ამიტომ მაღალი რეპუტაციის მქონე პროდუქტების შეძენისას, მსგავსი რისკებისგან დაზღვეული ხართ. სწორედ ამიტომ, ის ფორმულა ჯობს, რომელზეც თქვენი კანი საუკეთესოდ რეაგირებს.

 გაიცანით, Gamarde

რადგან სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდებზე ჩამოვარდა საუბარი, “გამაღდე” -ს გაგაცნობთ – ფრანგულ ბრენდს, რომელიც 1993 წელს დაარსდა და ცნობილი თავისი ორგანული კოსმეტიკური პროდუქტებით გახდა. კომპანიის მიზანია, რომ მისი პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, ეფექტური და მომხმარებელს ფიზიკური და ემოციური კომფორტი შეუქმნას.

 Hydrating Elixir

რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ მულტიმოქმედების პროდუქტი გჭირდებათ? “გამაღდეს” დამატენიანებელი ელექსირი დამოუკიდებლად გამოყენებისას თქვენს კანს ხავერდოვნებას მიანიჭებს და ხანგრძლივი დროით დაატენიანებს, ხოლო სხვა საცხებთან შერევისას – ბუსტერი ხდება და ზრდის დამატენიანებელი ინგრედიენტების მოქმედებას. განსაკუთრებით რეკომენდებულია დეჰიდრირებულ, დელიკატურ კანზე გამოყენებისთვის, რადგან მცენარეული ჰიალურონის მჟავის გარდა ალოე ვერას შეიცავს და ხსნის მომატებულ მგრძნობელობასა და დისკომფორტს.

Light fluid

ზაფხულის მოსვლასთან ერთად სულ უფრო იზრდება მოთხოვნა თხელ, ფლუიდისებრ საცხებზე, რომლებიც ერთის მხრივ, სრულყოფილად ატენიანებენ კანს, მეორეს მხრივ კი, მალე შეიწოვება და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. სწორედ ასეთ პროდუქტს გვთავაზობს “გამაღდე”. მის შემადგენლობაში ვხვდებით: ორგანულ არგანის ზეთს, მზესუმზირის ზეთს და ჟოჟობას ეთერებს, ასევე Gamarde-les-Bains თერმულ წყალს და ალოე ვერას მგრძნობიარე კანის დასამშვიდებლად.

Rich Crème

თუმცა თუ უფრო მსუყე საცხზე აჩერებთ არჩევანს, თითქმის იგივე შემადგენლობით, თუმცა მეტი ორგანული ცხიმით არის გაჯერებული Rich Crème, რომელიც იდეალურია როგორც დამოუკიდებლად, ასევე მაკიაჟის ბაზად გამოსაყენებლად.

Gamarde water

და ბოლოს, შეუძლებელია Must try/აუცილებლად გამოსაყენებელი პროდუქტების ჩამონათვალი დასრულდეს თერმული წყლის გარეშე, რომელიც ზაფხულში თქვენს განუყოფელ მეგობრად იქცევა. ხსნის დაჭიმულობას, დისკომფორტს, ამშვიდებს გამომშრალი ჰაერისგან ან სიცხისგან გაღიზიანებულ კანს. გამოიყენება როგორც კანის რუტინის ეტაპზე, ასევე მაკიაჟის ზემოდან, მის გასაახლებლად.

თუ ახალი ბრენდის აღმოჩენა გსურთ, PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე, ან ონლაინ PSP.GE-ზე GAMARDE  გელოდებათ!

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top