ცხიმიანი კანის მოვლა

30.01.2022

არსებობს კანის მოვლა და ცალკე ხელოვნება „ცხიმიანი კანის მოვლა“. რამდენჯერაც არ უნდა ვცადოთ, ამ ორი ერთმანეთის მომცველი ცნების გაერთიანება, მაინც სხვადასხვა მოცემულობას მივიღებთ. ამას ყველაზე უკეთ ისინი გაიგებენ, ვინც ბუნებამ მუდმივად კაშკაშა, მბზინავი, ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანით დააჯილდოვა. 

ტიპის განსაზღვრა:

ნაცადი და დროში გამოცდილი მეთოდით მარტივად დაადგენთ როგორი ტიპის კანი გაქვთ. დილას სახე ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნუ წაისვამთ მოვლის საშუალებას. დაელოდეთ 40 წუთი და მშრალი ხელსახოცი გადაისვით ღაწვებზე, T ზონასა და ლოყებზე: თუ ხელსახოცზე ცხიმის კვალი ვერ შენიშნეთ, ყველაფერი ნათელია, თუმცა თუ დანოტივება იგრძნობა – თქვენ ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი უნდა გქონდეთ.

თავისებურება:

ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, მათ შორის იმ ფაქტსაც, რომ ცხიმიანი კანი გაქვთ და რუტინის ჯეროვნად  შესრულების გარეშე, შესაძლოა დისკომფორტის გრძნობას განიცდიდეთ. რეალურად, ცხიმიანი კანი რთულად ნაოჭდება, არ არის მიდრეკილი მიმიკური და ასაკობრივი ხაზებისკენ, შესაბამისად, გვიან ბერდება. 

#ამარტაგირჩევთ

რუტინის აწყობისას მთავარი აქცენტი გაწმენდის და ტონირების ეტაპზე უნდა გააკეთოთ. შემოდგომა საუკეთესო დროა მოვლის ახალი საშუალებების დასატესტად. 

რადგან რეკომენდებულია ორმაგი წმენდის მეთოდი, სადაც ჯერ ზეთოვანი, შემდეგ კი ქაფის ან გელისებრი საშუალებით დაიბანთ სახეს #ამარტაგირჩევთ:

CAUDALIE – INSTANT FOAMING CLEANSER 

ქაფი, რომელიც ყველაზე მგრძობიარე კანსაც კი, დელიკატურად მოაშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, ჭუჭყსა და ცხიმს. ყურძნის წიპწისა და გვირილის ექსტრაქტი გარდა დამამშვიდებელი თვისებებისა, ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია. შესაბამისად, არაერთგვაროვანი  სტრუქტურის და ფერის კანისთვისაც ეფექტურად მიიჩნევა. ვეგანური, cruelty-free, საპნის გარეშე ფორმულა – მეტი რა შეიძლება გვჭირდებოდეს?

MIZON – SNAIL REPAIRING FOAM CLEANSER

თუ კორეული რუტინა გაქვთ და ქაფისებრი დასაბანიც აზიიდან გსურთ,

მიზონის ლოკოკინის სერია მოინიშნეთ. პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ ლოკოკინის მუცინის მაღალი შემცველობის გამო, სერია – აღმდგენ კატეგორიას მიეკუთვნება. შესაბამისად, გამწმენდს მრავალფუნქციური ფორმულა აქვს. კრემისებრი მასა წყალთან შეხებისას ქაფდება, არ აცლის კანს აუცილებელ ცხიმებს, არ აშრობს, იდეალურად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ბონუსად კანის სირბილის შეგრძნებასაც ტოვებს.

SVR – SEBIACLEAR FOAMING GEL

და ისევ საფრანგეთში ვბრუნდებით. SVR ქაფისებრი გელი შექმნილია მგრძნობიარე, ცხიმიანი კანისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კატეგორია მიდრეკილია გამონაყარისა და შავი წერტილებისკენ, საშუალება ექსფოლიაციასა და სებორეგულაციას გვპირდება. გარდა მატირებისა, კანი ერთგვაროვან ფერს და სტრუქტურას იღებს. 

PHARMACERIS – SEBOSTATIC  DEEPLY CLEANSING FOAM

ბიუჯეტთან მეგობრულ ვარიანტებში თვალთახედვის არიდან არ უნდა გამოგრჩეთ ფარმაცერისი. ენთუზიასტი დერმატო-კოსმეტოლოგის შექმნილი ბრენდი, რომელიც სხვადასხვა საჭიროების კანისთვის სპეციალიზირებულ საშუალებებს მოიცავს. ანტიბაქტერიული ქაფისებრი დასაბანი საშუალება ათავისუფლებს ფორებს, აშორებს ზედმეტ ცხიმსა და აკნეს გამომწვევ ბაქტერიას, ეფექტური მჟავების შემცველობის გამო უზრუნველყოფს ჰიგიენის ჯეროვან დაცვას და გამონაყარის პრევენციას. 

ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები გაწმენდის საფეხურზე ერთიანდება და საპატიო ადგილს დაიკავებს, როგორც დღის, ასევე ღამის რუტინაში. არ დაგავიწყდეთ, ცხიმიან კანთან დამეგობრებით, მისი მოსმენითა და საჭირო მოვლით – მარადიული ახალგაზრდობის გასაღებს დაიჭერთ ხელში. 

AMARTA-ს შერჩეული პროდუქტების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით, PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap