საახალწლო საჩუქრები

21.12.2021

საახალწლო საყიდლების პროცესი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და აუცილებელი ხდება სწრაფად, მარტივად და რაც შეიძლება ეფექტურად გავაკეთოთ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი – შევუძინოთ საჩუქარი ოჯახის წევრს, საყვარელ ადამიანს თუ კოლეგას. საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზაზე ზრუნვა ნებისმიერ ასაკში, თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომ, PSP-ს სააფთიაქო ქსელში ვიზიტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ამარტა გიზიარებთ პრემიუმ კლასის სასაჩუქრე ნაკრებების შესახებ ინფორმაციას და მთელი გულით იმედოვნებს, რომ გაგიმარტივებთ სადღესასწაულო შოპინგს.

ფრანგული, დახვეწილი ლუქს ბრენდი  CAUDALIE  არც წელს ღალატობს ტრადიციას და ყველაზე ფერადი, მდიდრული, სადღესასწაულო შეფუთვებით არის წარმოდგენილი დახლებზე. სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებით დაკომპლექტებული ნაკრებები ნებისმიერი ასაკისა და საჭიროების მქონე ქალბატონის გულს მოიგებს. პროდუქტების სხვადასხვა კომბინაციები გაძლევთ საშუალებას ზუსტად მოერგოთ ადრესატის სურვილებს და მეტად პერსონალიზირებული გახადოთ თქვენი შენაძენი.

ჯინჯერის ხაზი მომხარებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ვარიაციით რამდენიმე ყუთში შეგხვდებათ. სუნამოს მოტკბო, თუმცა ეგზოტიკური სურნელი სხეულს უცხო და სასიამოვნო ნოტებს სძენს, არ აქვს შემაწუხებელი სიმძაფრე, თუმცა საკმაოდ გამყოლია, რაც ფრანგული ხარისხის იდეალური გამოხატულებაა. სურნელის პერიოდული განახლებისთვის ყველაზე მოსახერხებელი, მინი ფორმატის როლ-ონის ჩანთით ტარებაა შესაძლებელი. ამავე ნაკრებში შეხვდებით 96% ნატურალური შემადგენლობის მქონე THÉ DES VIGNES-ის შხაპის გელს, რომელიც იდეალურად ასუფთავებს კანს და  სხეულზე ნაზ სურნელს ტოვებს.

სასაჩუქრე შეფუთვებისას CAUDALIE თავის „კოსმ-ეთიკურ“ ღირებულებებს არ ღალატობს და ეკომეგობრული მასალებით ქმნის მიმზიდველ დიზაინებს. არ გამოიყენება პლასტმასას, შეფუთვა ბიოდეგრადირებადია, წარწერები კი მცენარეული მელნითაა გაკეთებული. რა თქმა უნდა, ყუთში მოთავსებული პროდუქტები არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, მინერალურ ზეთებს და სილიკონს.

ლიმიტირებული გამოშვების სასაჩუქრე ნაკრებებში შეხვდებით ლეგენდარულ VINOSOURCE ხაზსაც, რომელიც დამატენიანებელი საცხის, შრატისა და ნიღბის სახით არის წარმოდგენილი. ეს ყუთი ზამთრის სეზონზე იდეალური გადაწყვეტილებაა, SOS INTENSE HYDRATION BOX – ის კომპონენტები მომენტალურად ამშვიდებს ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი და აღადგენს მის ჰიდრატაციის დონეს.

თუ თქვენი ადრესატი სხეულის მოვლას ანიჭებს უპირატესობას, VINOSCULPT LIFT & FIRMNESS BODY SET აუცილებლად მოეწონება. ეს დუო აერთიანებს The Vinosculpt 250mL Lift & Firmness Body Balm-სა და + A 75mL Gourmet Hand and Nail Cream-ს. ბალმი პოლიფენოლითაა მდიდარი, რაც უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა ზონის სიმკვრივეს, ზრუნავს კანის სიმტკიცესა და ერთგვაროვან სტრუქტურაზე. ხელისა და ფრთხილის კრემი კი, შიისა და ავოკადოს ცხიმითაა მდიდარი, რაც ზამთრის ცივი ამინდებისგან გამომშრალ ხელებზე ზრუნვის იდეალურ გამოცდილებას გპირდებათ.

შობის ღამეს, ნაძვის ხის ქვეშ აღმოჩენილი „კოდალი“-ს სასაჩუქრე ნაკრებების ხილვის შემდეგ, თქვენი ოჯახის წევრები აუცილებლად ირწმუნებენ სანტა-კლაუსის განუზომელ შესაძლებლობებს, რადგან ასეთი სიზუსტით, მზრუნველობითა და სიყვარულით შერჩეულ საჩუქრებს, განსაკუთრებული ჯადოსნობა სჭირდება.

სასაჩუქრე შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი, ასევე, მეტი კომფორტისთვის #იშოპინგეთონლაინ www.psp.ge-ზე.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap