ახალი შემავსებელი დანადგარები

მორიგი ეკო-მეგობრული ინიციატივა The Body Shop-სგან

25.10.2021

ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ვსაუბრობთ მოდისა და სილამაზის ინდუსტრიების მიერ შექმნილი ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ. გამალებით ვითვლით პროდუქციის წარმოებისას ქარხნების გამონაბოლქვისა თუ გამოყენებული პლასტმასას მავნე ზეგავლენის პროცენტულობას, მაგრამ დადგა  მოქმედების დრო!

იმ ერთეულ კომპანიებს შორის, რომელთაც ლაპარაკს საქმე არჩიეს და გადადგეს ქმედითი ნაბიჯები მოწინავე – The Body Shop-ია, აქტივისტური იდეოლოგიის ბრენდი, რომელიც დაარსების მომენტიდან დღევანდელ დღემდე არ ღალატობს გარემოზე და ადამიანებზე ზრუნვის იდეოლოგიას. ინოვაციური კამპანიის ლოზუნგია „შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ მოვაწესრიგოთ პლანეტა“ და  სრულიად ახალ, როგორც ამ ბრენდს სჩვევია, რევოლუციურ მიდგომას გულისხმობს. 

რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით The Body Shop-ისა და ორგანიზაცია Plastic For Change-ის თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან, კომპანია საჯარო ვაჭრობის პლატფორმის საშუალებით ინდოეთის ქალაქ ბენგალურუს მაცხოვრებლებს ეხმარება. ნარჩენების ამკრეფი ადამიანები ასუფთავებენ საკუთარ ქალაქს და საცხოვრებელ გარემოს პლასტმასასგან, „ბოდი შოპი“ კი, უზრუნველყოფს მათ ჰიგიენურ სამუშაო პირობებს, პატივს სცემს დასაქმებულთა შრომას და სანაცვლოდ მათ სრულფასოვან ანაზღაურებას სთავაზობს. ეთიკური პოლიტიკის ეს აქტი არის ადამიანებზე და პლანეტაზე ზრუნვის არაჩვეულებრივი მაგალითი სხვა ორგანიზაციებისთვის.

ყველაფერი დაიწყო იდეით

1976 წელს ანიტა როდიკმა The Body Shop-ის პირველი მაღაზია გახსნა ქალაქ ბრაიტონში. ბევრი გამოწვევის პარალელურად, მთავარი პრობლემა შეფუთვების ფაქტობრივი არარსებობა იყო, ამიტომ ანიტამ პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღო და მომხმარებლის მოწოდებული შეფუთვების პროდუქციით შევსება დაიწყო. ჩემი აზრით, ყველა დიდებული იდეა და მოძრაობა ზუსტად ასე, ძალიან მარტივად იწყება.

დღეს

დღეს, 45 წლის შემდეგ, „ბოდი შოპი“ რევოლუციურ გადაწყვეტილებას იღებს და პლასტმასას შემცირების მიზნით საკუთარ მაღაზიებში ახალ შემავსებელ დანადგარებს დგამს. 2021 წლის აპრილიდან სტენდები მსოფლიოს 500-მდე ქვეყანაში განთავსდა, ხოლო 2022 წელს კიდევ 300 მაღაზიაში განხორციელდება აღნიშნული ინიციატივა.

შედეგები

რას უნდა ველოდოთ ამ კამპანიით? პირველ რიგში, უკვე კარგად ჩანს, რომ სილამაზის ინდუსტრიას მყისიერი გარდაქმნა და საკუთარ ეკო-პოლიტიკაზე დაფიქრება სჭირდება. ყოველწლიურად მილიონობით ან იქნებ მილიარდობით დამზადებული პლასტმასას შეფუთვა ხვდება ნაგავსაყრელებსა თუ ოკეანეში. რამდენჯერ შეგვხვედრია დახოცილი ზღვის მცხოვრებლების ფოტოები ინტერნეტ სივრცეში? რამდენჯერ გვიფიქრია, რომ არაფერი არ არის ჩვენი ბრალი? არადა ნებით, თუ უნებლიედ, ჩვენს მიერ გამოყენებული პლასტმასა აბინძურებს გარემოს, ვერ გადამუშავდება და ართმევს მომავალს პლანეტას, რომელზეც ვცხოვრობთ.

ბოდი შოპის ტრანსფორმაციული გადაწყვეტილება უნდა იქცეს მაგალითად სხვა ბრენდებისთვის. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები უნდა დაფიქრდნენ მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ეკო-მეგობრული ინიციატივების ხელშეწყობაზე, რაც ყველაზე მთავარია, მომხარებელმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და გადაიხადოს თანხა იმ პროდუქტებში, რომელთა მწარმოებლების მხრიდან ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვა ეჭვქვეშ არ დგება. 

დღეს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა შევამციროთ პლასტმასას მოხმარება, რათა სილამაზის ინდუსტრიის მიერ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს. „ბოდი შოპი“ უნდა გახდეს ჩვენი შთაგონების წყარო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ქართველ მომხმარებელსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს აღნიშნული სერვისი თბილისში, „სითი მოლის“  ან ბათუმის  „ბოდი შოპის“ ფილიალებში. შეიძინეთ მაღაზიაში ალუმინის ბოთლი ერთჯერადად, პროდუქტის სრულად გამოყენების შემდეგ მიიტანეთ ზემოთ აღნიშნულ ფილიალებში და შეავსეთ ის ახალი პროდუქტით. ეს ერთდროულად მარტივი და სასიამოვნო პროცესია. 

ჩვენი, როგორც მომხმარებლის ქცევის პოზიტიური ცვლილება, აუცილებლად გახდება რაღაც დიდი, ნამდვილად რევოლუციური მოძრაობის დასაწყისი!

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap