NANOREVIT BY PAESE

10.05.2021

თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქალს გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური გზები საკუთარი პიროვნების გამოსახატად. ხშირად, სიტყვები არ არის საჭირო იმისთვის, რომ გარეშე პირი მიხვდეს როგორ განწყობაზე ვართ, ან ემოციების როგორ ტალღას განვიცდით. საკუთარი წილი დღესასწაულის შესაქმნელად შესაბამისი მაკიაჟიც საკმარისია. მაშინაც კი, თუ გარეთ კოვიდპანდემიაა, ფიზიონომიის უმეტეს წილს პირბადე გვიფარავს და ჩვენი წითელი ტუჩსაცხიც, მხოლოდ ზუმის შეხვედრებზე იქცევს ყურდღებას. მთავარია, რომ გვისვია, მთავარია, რომ ჩვენ ასე მოგვწონს.

ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, მეტად პრაქტიკული აზროვნება და დროში გადაფასებული ღირებულებები – თავის მოვლისა თუ მაკიაჟის მიმართულებით ახალ ტენდენციებს ბადებს. 

სწორედ ამ თემის გარშემო არსებულ ორ მნიშვნელოვან „მონაპოვარზე“ მსურს ყურადღების გამახვილება. პირველი, მართლაც პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს შეეხება, კერძოდ, რაც უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვისაა პროდუქტი, მით მეტად სარგებლიანი შეიძლება იყოს ჩვენთვის. მეორე – რაც უფრო ლოიალურია ბრენდის მარკეტინგული გზავნილები, მით უფრო მეტად იმსახურებს მომხარებლის კეთილგანწყობას. 

პირველი შემთხვევის ჩასაშლელად მაგალითს მოგიყვანთ. პირობითად, დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც კანის მოვლის ბენეფიტებს გვთავაზობს, აუცილებლად აღემატება ფუნქციური დატვირთვითა და სარგებლიანობით იმ პროდუქტებს, რომელთაც ასეთი „სუპერძალები“ არ აქვთ. მსგავსი ხაზების შესაქმნელად ბრენდები წლების მანძილზე მუშაობენ, ატარებენ დამოუკიდებელ ლაბორატორიულ კვლევებს და საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებენ იმაში, რომ მომხარებელს ჯანმრთელი, მოვლილი კანის შენიღბვის ნაცვლად ინდივიდუალური სილამაზის გამოკვეთა შესთავაზონ.

იმედია პირველ პუნქტზე შევჯერდით, ახლა „ნამდვილი კომპანიების“ სიყვარულზე მინდა მოგიყვეთ. დიდი ხნის მანძილზე, ქალებს ყველაფერს გვკარნახობდნენ მარკეტინგული პოლიტიკით, დეკორატიული კოსმეტიკისა თუ სხვა პროდუქტების მთავარ დატვირთვას სილამაზის შექმნაში ხედავდნენ, გვთავაზობდნენ დაგვეფარა ჩვენი გარეგნული ნაკლოვანებები და კარგად შეგვენიღბა ის, რაც ისევ მათი ნაკარნახევი სტანდარტისგან გადახრა იყო. 

დროა დავაფასოთ ბრენდები, რომლებიც ქალებს შთაგვაგონებს, ჩვენს ინდივიდუალიზმს სცემს პატივს და მარკეტინგულ გზავნილადაც „ახალ სახესა და იდენტობას“ არ გვთავაზობს.  ათეული წელია არსებობენ სილამაზის ინდუსტრიის დადებითი მოთამაშეები, დიდი ბრენდები, საუკეთესო პროდუქტებით და გულდასმით შერჩეული მარკეტინგული გზავნილებით. მაგალითისთვის, თავად როზაცეის პრობლემის შენიღბვით დაღლილმა ტელეწამყვანმა, ჯეიმი კერნ ლიმამ IT COSMETICS დაარსა, ეფექტური პროდუქტებისგან შემდგარი ბრენდი, რომელიც ნეიმინგისას არასდროს ამახვილებს ყურადღებას პრობლემაზე, პირიქით, შენი სახის/კანის/თვალის – საუკეთესო ვერსიას გპირდება. ისტორიას ახსოვს მერი ქეი, გლოსიერი და ბევრი ისეთი კომპანია, რომლის ამომავალი წერტილიც არა მხოლოდ ქალების მხარდაჭერა, არამედ რეალური მოქმედება იყო. 

 ბოლო წლებია, მსოფლიოსა და საქართველოში, განსაკუთრებით დადებითი ტენდენციაა კანის მოვლის მიმართულები.  შესაბამისად, აქტიურად ვეძებთ დეკორატიულ პროდუქტებს, რომელიც კანის მოვლის მიმართულებით იქნება, ან როგორც მინიმუმ არ ავნებს ჩვენი საათიანი რუტინებისა და პროცედურების შედეგს. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი საინტერესო და სასარგებლო ბრენდი აფთიაქის თაროზე შეგხვდებათ. თუ არ იცნობთ, სიამოვნებით წარმოგიდგენთ „პაეზე“-ს, კერძოდ კი, ნანორევიტ ხაზს. გარდა იმისა, რომ ბრენდი ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებზე დაყრდნობით შეიქმნა, მის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ ქალების სიყვარულით არის შთაგონებული (მოგვწონს და გვიყვარს ეს მესიჯი). 

კომპანიის ყველა პროდუქტი დამოუკიდებელ კვლევით ლაბორატორიებში გადის შემოწმებას, რაც დამატებით განსაზღვრავს ფორმულის სანდოობას (მინი ოვაცია). არც რომი აშენებულა ერთ დღეში და არც ნანორევიტის ხაზი შეიქმნა ერთ საათში. ჯანმრთელი კანის და იდეალური მაკიაჟის ფორმულაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. შეიქმნა შავი მოცხრის, ანუ სუპერფუდზე დაფუძნებული ფორმულა, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს და ამშვიდებს კანს. ვინც მოცხარი ახლა გაიცანით, საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. აღნიშნული ინგრედიენტი მდიდარია ვიტამინებით, ასე ცნობილი ომეგა-3-ით და ანტიოქსიდანტებით.  ცხიმოვანი მჟავის მაღალი კონცენტრაციის გამო, აღმდგენი ფუნქციაც აქვს და დაბერების პროცესის შემაფერხებელიც უნდა იყოს. 

ნანორევიტ ხაზში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს თავისთვის საყვარელ პროდუქტს, რადგან დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი.

ყველაფერ ზემოთ თქმულზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო, ამაღლევებელ და თავის მოვლის მიმართულებით გარდამტეხ ეპოქაში ვცხოვრობთ. რაც უფრო მეტად იზრდება მრავალფეროვნება ბაზარზე, მით მეტად იმატებს ჩვენი მოთხოვნები ბრენდების მიმართ. პროდუქტების შერჩევისას მნიშვნელოვანი აღარ არის ლამაზი შეფუთვა ან ბრენდის სარეკლამო სახე. ჩვენ ვართ რეალური ადამიანები, რეალური საჭიროებებით და არჩევანს ვაკეთებთ ისეთი კომპანიების მხარდაჭერაზე, რომელიც მრავალმხრივ ბენეფიტებს გვთავაზობს. #აირჩიესასარგებლო

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top