30.06.2023
სამდღიანი სასიამოვნო აურზაური დასრულდა და უკვე თამამად შეგვიძლია PSP Beauty Fair 2023-ს წლის მთავარი სილამაზის დღესასწაული ვუწოდოთ. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მასშტაბურმა პროექტმა შექმნა უცხოური პრაქტიკის საქართველოში გადმოტანის არაჩვეულებრივი პრეცედენტი, თან ისე, რომ ადგილობრივი მომხმარებლის სურვილებს უპასუხა. მათთვის, ვინც ეწვია ექსპო-ჯორჯიას, ან ვერ მოახერხა მისვლა ამარტა მთავარ მომენტებს აღწერს. მაშ ასე, დავიწყოთ:
რეგისტრაცია – მომხმარებელზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი გამარტივებული პროცედურებია. თანამედროვე ადამიანი იმდენად დაკავებულია, რომ შესაძლებელია ერთი შეხედვით რუტინული, რამდენიმე საფეხურიანი რეგისტრაციის პროცესიც კი გამორჩეს, ან მიღებული ბილეთი სულაც დაკარგოს. ღონისძიების ორგანიზატორებმა როგორც ჩანს მსგავს დეტალებზე წინასწარ იზრუნეს და მისულ მომხმარებელს ადგილზევე სთავაზობდნენ რეგისტრაციას. სულ რამდენიმე წამი და თქვენი ღონისძიებაზე დაშვების საშვი – მზადაა.
სივრცე – ექსპო-ჯორჯია საქართველოში ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელმა სპეციალურად ღონისძიებისთვის დამახასიათებელი ბრენდული ელემენტებით მოაწყო. მე-11 პავილიონის ზღურბლის გადაკვეთის შემდგომ „სილამაზის ეგზოტიკურ ბაღში“ ან „თავის მოვლის ოაზისში“ ხვდებოდით. გრძნობები ინდივიდუალურია, ამიტომ მწვანე მცენარეებითა და ფერადი ყვავილებით დაფარული სივრცე ვისთვის რა ემოციას აღძრავდა – სუბიექტურია, თუმცა სივრცე რომ კომფორტული, სასიამოვნო და ესთეტიკური იყო – ფაქტია.
ფასდაკლებები – განსაკუთრებული შეთავაზებები ფაქტობრივად ყველა ბრენდზე ვრცელდებოდა. განახევრებული ფასები ყველასთვის საყვარელ Caudalie, SVR-სა თუ Institut Esthederm-ზე, სასწაული საჩუქრები კონკრეტული შენაძენებისას და რა თქმა უნდა – ჩეკი, რომელიც ძალიან ბევრ კარს აღებდა.
ჩეკი – დერმატო-კოსმეტოლოგთან კონსულტაცია? იქნებ სახის მასაჟი? ან პლასტიკურ ქირურგთან გასაუბრება? შესაძლოა რომელიმე სხვა პროცედურას ანიჭებთ უპირატესობას, 50 და 100 ლარიანი ჩეკებით სწორედ იმ სიამოვნების მიღება შეგეძლოთ, რომელიც თქვენ გსურდათ.
თმის ვირტუოზები იტალიიდან – ხანდახან აფიშა ძალიან ხმამაღალია, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია! სილამაზის ფესტივალს პირდაპირ იტალიიდან, მილანისა და სხვა ცნობილი მოდის კვირეულების ვირტუოზები ესტუმრნენ. ენერგეტიკა, რომელიც თმის მოვლის სივრცეში ტრიალებდა ტოსკანური ჰანგების და ლომბარდიის ელეგენტურობის სინთეზს წარმოადგენდა. კოლორისტები ცეკვავდნენ თავად და აცეკვებდნენ მათ, ვისაც მაღალი სიხშირის მუხტის მიღება შეუძლია, ქმნიდნენ სასწაულ ვარცხნილობებსა და სასიამოვნო ფერებს.. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიების არცერთ ვიზიტორს არ გამორჩენია აღნიშნული სივრცე. ქართველი ვიზაჟისტების მასტერკლასები – ცოდნა ღირებული აქტივია და რა მშვენიერია ის ფაქტი, რომ მისი გაზიარებით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ქმნი რამე ღირებულს? ათობით ან იქნებ ასობით ანთებული თვალი აკვირდებოდა თეკო შენკენის, თაკო საზინას, თინა შალიკაშვილის და კესო არახამიას მასტერკლასებს.
ჩაის რიტუალი – პავილიონის მარჯვენა სივრცის ჰარმონიულობას ადგილზე მოხვედრილი ვიზიტორი შესვლისთანავე გრძნობდა. უშუალო და მეგობრულ გარემოში mylunarstories საინტერესო თემებს შლიდა. წარმოიდგინეთ გრძნობები, რომელსაც ჩაიზე მეგობრის დაპატიჟება იწვევს, სასიამოვნო საუბრები, სპირიტუალური გამოცდილება, მოკლედ ყველაფერი რაც სრული სიმშვიდისთვის არის საჭირო.
ღვინის დეგუსტაცია – საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთს ყველაზე მეტად სწორედ ღვინის სიყვარულში უნდა ჰგავდნენ, ამიტომ ფრანგული ბრენდი „კოდალი“ „ვისმინოსთან“ დამეგობრდა და გემრიელი ღვინით გაუმასპინძლდა სტუმრებს.
კონცერტები – ნამდვილ ფესტივალს მუსიკა უხდება, ამიტომ ყველასთვის საყვარელი თიკა ბალანჩინი და New One აუდიტორიის წინაშე პირველ, ხოლო სტეფანე დახურვის დღეს წარსდგნენ. ‘გაიღიმე’..
ფერადი მოგონებების მთავარი გასაღები სასიამოვნო გამოცდილებაშია, ამიტომ ყველაფერს საინტერესო მომენტებში ვერ მოვაქცევთ. სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, თუ რა სასიამოვნო პრეცედენტი შეიქმნა საქართველოში სილამაზის პირველი ფესტივალის სახით და დავიტოვებთ იმედს, რომ კიდევ გაგვანებივრებენ მსგავსი ღონისძიებებით.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი