ისტორია 1743 წლიდან
Every bottle tells a story. What’s Yours?
29.12.2021
30 დეკემბერს, 18:00 საათზე Moët & Chandon-ის შამპანურის სახლი თბილისში გლობალური კამპანიის Moët & Chandon Effervescence-ის ფარგლებში Pop-up სივრცეს, სადღესასწაულო ინსტალაციას და შამპანურის საახალწლო ბარს ხსნის.
თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ალექსანდრეს ბაღში (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში) შამპანურის ბარი 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ, 30 დეკემბერს „ახალგაზრდული კამერული ორკესტრის“, 7 იანვარს კი რეტრო ბენდ „ჯორჯიას“ კონცერტიც გაიმართება.
MAKE A WISH! ამ დევიზით გაიხსნა წელს ლეგენდარული შამპანურის ბარები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში: Moët & Chandon-ის ბარის სტუმრებს შეუძლიათ თავიანთი ყველაზე სანუკვარი სურვილები ჩაიფიქრონ და ბარში სპეციალურად მოწყობილ ჯადოსნურ ყუთში მოათავსონ. Moët & Chandon-ის ბარი საყვარელ და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრებისათვის, ახალი წლის ატმოსფეროს შეგრძნებისათვის საუკეთესო ადგილი იქნება.
***
მე-18 საუკუნეში ფრანგი მეღვინე კლოდ მოეტი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ შექმნილი ცქრიალა ღვინო სათავეს დაუდებდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს შამპანურის მწარმოებელ კორპორაციას სახელწოდებით Moët & Chandon. 1743 წელს დაარსებული შამპანურის სახლი დღეს 3000 ჰექტარ სავენახე მიწას ფლობს და ყოველწლიურად საშუალოდ 28 000 000 ბოთლს უშვებს.
ყველა დღესასწაულს თავის სიმბოლო აქვს: იქნება ეს კერძი, ალკოჰოლური სასმელი, მუსიკალური ნაწარმოები თუ უბრალო დეტალი, რომელიც მის განუყოფელ ნაწილად იქცევა ხოლმე. ახალი წელიც ასეა, შამპანური Moët & Chandon კი ყველგან და ყოველთვის ამ სადღესასწაულო მუხტის და განწყობის განუყოფელი ნაწილია.
თუკი საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას, ახალი წლის წვეულებაზე რას მიართმევთ ძვირფას ადამიანს, ოჯახის წევრებს… პასუხი მარტივია – ყველას გონებაში ისევ შამპანური გაიელვებს. სადღესასწაულო განწყობის გადმოსაცემად და აღსაბეჭდად შამპანური ხომ უპირობო მოცემულობაა.
სადღესასწაულო მემკვიდრეობის შექმნა 1743 წლიდან იწყება, სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში უნიკალური, არაერთგვაროვანი პერსონები კი დროდადრო მის წარმატებას განაპირობებდნენ.
ჟანა ანტუანეტა პუასონი – მარკიზა დე პომპადური, იგივე მადამ დე პომპადური, ლუი XV-ის სამეფო საყვარელი იყო 1745 წლიდან. ამ დროს Moët & Chandon-ი სულ რაღაც ორი წლის შექმნილი გახლდათ და სწორედ ამ შამპანურს მიაწერენ პომპადურის მიერ საფრანგეთის მეფის ცდუნებას. მე-18 საუკუნეში დაწყებული ლეგენდა წლებთან ერთად გრძელდებოდა.
1977 წელს ნიუ-იორკში ეპოქალური ღამის კლუბი Studio 54 გაიხსნა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა სწორედ ამ შამპანურით შესვეს იმ ქალაქის სადღეგრძელო, რომელსაც „არასდროს სძინავს“. ამ კონკრეტული მოვლენის ამსახველ ფოტომასალაზე ადვილად ამოვიცნობთ ე.წ. ექსკლუზიურ სიაში წარმოდგენილ პერსონებს, რომელთაც ამერიკის (კერძოდ ნიუ-იორკის) და, ზოგადად, დასავლური ხელოვნების დღის წესრიგი განსაზღვრეს. სწორედ Studio 54-ში გადაღებულ 1985 წლით დათარიღებულ ფოტოსურათში, Moët & Chandon-თან ერთად, ამერიკული პოპ-არტის მამა ენდი უორჰოლია აღბეჭდილი.
1990-იან წლებში Moët&Chandon-ის 250 წლის იუბილეს დღესასწაულის სიმბოლოდ ოქროსფერი საჰაერო ბუშტი იქცა, რომელიც ბოლოს საფრანგეთში, ვერსალის შატოში აღმოჩნდა. 2006 წელს ბრენდი ისევ ამერიკას ესტუმრა და ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება გაანათა, ხოლო 2017 წელს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში Moët & Chandon-ის მიერ ოქროსფრად განათებული ნაძვის ხე დღემდე არ კარგავს ეფექტურობას.
Moët&Chandon-ის გეოგრაფია, ისტორია, უნიკალურობა და მასშტაბურობა ყველა ეპოქაში მოწოდების სიმაღლეზეა! მნიშვნელოვანია, რომ შამპანური Moët Impérial უკვე 150 წელზე მეტია ამ განწყობის სიმბოლოა!
2022 წელს ამ უნიკალური მემკვიდრეობის ახალი თავი დაიწერება. ყველა ლოკალური დღესასწაულის ცენტრში კი მოექცევა ერთი კონკრეტული შამპანური და წლის მთავარი გმირი: პრემიუმ ხარისხის Moët Impérial-ი, სიმბოლო იმ დელიკატური და დახვეწილი ნაზავისა, რომელიც Moët&Chandon-ის მარნის ოსტატმა ბენუა გუესმა (Benoît Gouez) შექმნა.
Moët&Chandon-ის უნიკალურ ისტორიაში ფაქტები, ადამიანები, მოვლენები საუკუნეებთან ერთად იყრიან თავს, ერთიანდებიან და თავიანთ უნიკალურ შტრიხს მატებენ შამპანურის თითოეულ ბოთლს. სწორედ ამის გამომხატველია ბრენდის წლევანდელი სლოგანიც: Together is a wonderful place to be! ერთად ყოფნა, როგორც ყველაზე დიდი დღესასწაული, რომელსაც წელს Moët ოცზე მეტ ქალაქს შესთავაზებს. სიდნეი, ჰონგ კონგი, იოჰანესბურგი, ლონდონი, მილანი, მადრიდი, ამსტერდამი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, პარიზი, მეხიკო… ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც 2022 წლის დამდეგს Moët&Chandon-ი დაანთებს სადღესასწაულო ცეცხლს. 30 დეკემბერს ამ სიას თბილისიც უერთდება. ახალი წლის საზეიმოდ შესახვედრად Moët&Chandon-ის შამპანურის სახლი თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ალექსანდრეს ბაღში (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში) Pop-up სივრცესა და ლეგენდარული შამპანურის საახალწლო ბარს გახსნის.
Moët & Chandon-ის შამპანურის ბარის გახსნა
30 დეკემბერი, 18:00 საათი
თბილისი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ალექსანდრეს ბაღში
(ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში)
Moët&Chandon-ის შამპანურის ბარი იმუშავებს 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით.