21.06.2021

ერთი შეხედვით შეუძლებელია არ გიყვარდეთ ზაფხული: თბილი ამინდი, დამსახურებული უქმეები და მზის სხივების სასიამოვნო აბაზანები; თუმცა არსებობს ერთი მაგრამ, რომელიც კანის მოვლის მოყვარულებს განსაკუთრებულ საფიქრალს გვიჩენს. აუცილებელია რუტინის სეზონთან ადაპტაცია და მომატებული გამაღიზიანებლების მოქმედების დათრგუნვა, საინტერესოა როგორ?!

თანამედროვე გარემო ისედაც სავსეა სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლით, იქნება ეს გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი, მტვრის ნაწილაკები თუ ისეთი სტრესული ფაქტორები, როგორიც ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებაა. აღნიშნული ტოქსინების ხანგრძლივი ზემოქმედებით ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები ჩნდებიან. მოუსვენარი ქიმიური ერთეულები, რომლებიც კანს უჯრედულ დონეზე აზიანებენ, აქვეითებენ მის დამცველობით ფუნქციას, არღვევენ კანის ერთგვაროვან ფერსა და სტრუქტურას. აღნიშნული პროცესების განეიტრალება მხოლოდ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ. ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს სტრესისგან, აძლიერებენ კანის დამცავ ფუნქციას და აფერხებენ დაბერების პროცესს.

ცალსახაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სტრესული ფაქტორები ზაფხულში კიდევ უფრო აქტიურდება. ჩვენ კი მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური რუტინა გვჭირდება. დღეს, სწორედ აღნიშნულის მიღწევაში დაგეხმარებით და კორეული ბრენდის, Missha-ს ახალ ხაზს გაგაცნობთ.

იცოდით, რომ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი Missha ახალი პროდუქტის წარმოების დაწყებამდე 10 მლნ მომხარებლის უკუკავშირს იკვლევს? შესაბამისად, იღებს ზუსტ მონაცემებს ჩვენი საჭიროებებისა და კანის პრობლემების შესახებ. 

სწორედ ასეთი კვლევით გამოიკვეთა ძლიერი ანტიოქსიდანტური ხაზის შექმნის  აუცილებლობა. MISSHA TIME REVOLUTION RED ALGAE – წითელი ალგაეს ხაზია. ეს განსაკუთრებული წყალმცენარე მინერალებისა და პროტეინების უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ეფექტური დამცველობითი მოქმედებისა და მაღალი ანტიოქსიდანტური ენერგიის წყალობით ალგაე მალე მოექცა მეცნიერების ყურადღების ცენტრში და დამსახურებული ადგილი დაიკავა კანის მოვლის ფორმულებში.

MISSHA TIME REVOLUTION RED ხაზი მოეწონებათ დაღლილი, დასტრესილი, მგრძნობიარე, ნორმალური და აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებსაც კი. პროდუქციას გააჩნია აღმდგენი, დამამშვიდებელი, ენერჯეიზერი და ანტი-ასაკობრივი მოქმედება, ამავდროულად არ შეიცავს ალკოჰოლს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. 

ახალი ხაზი, კორეული რუტინისთვის საჭირო თითქმის ყველა პროდუქტით არის წარმოდგენილი. ორმაგი წმენდის მოყვარულებისთვის (და იმედია ასეთი ბევრი ვართ) განსაკუთრებით სასიამოვნო  აღმოჩენა იქნება MISSHA TIME REVOLUTION RED ALGAE O2 BUBBLE CLEANSER. დაბალი pH-ის ფორმულისა და  მიცელარული თვისებების მქონე ანტიოქსიდანტური გამწმენდი, რომელიც აშორებს კანს დამაბინძურებელ ნაწილაკებს და იდეალური სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. შემდეგი ნაბიჯი ესენციაა. სქელი, წყლის მსგავსი Time Revolution Red Algae Treatment Essence – როგორც ხელით (ტაპ,ტაპ,ტაპ) ასევე ბამბის დისკითაც ადვილად ნაწილდება. თუ ასაკობრივი ნიშნების გაჩენის მაქსიმალური გადავადება და მარადიული ახალგაზრდობა გსურთ, ამავე ხაზის სხვა პროდუქტებიც არ დაგტოვებთ გულგრილს. 

და რადგან იდეალურად მოვლილ კანს ნაზი, მსუბუქი, საზაფხულო მაკიაჟი უხდება, შეგახსენებთ, რომ კორეული თავის მოვლის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი დეკორატიული კოსმეტიკითაც ანებივრებს მომხარებელს. 

Missha-ს BB კრემი ერთ-ერთი ბესტსელერია ბაზარზე და დიდი ხანია წარდგენას აღარ საჭიროებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს საცხი ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით გამოგადგებათ, რადგან SPF42-ით, მზისგან დაცვის ფუნქციასაც ითავსებს.

თუ კიდევ უფრო ჰაეროვანი პროდუქტი გჭირდებათ, მისშას კუშონი მოიძიეთ. კუშონი არის თხევადი, გლოუი, კომპაქტური ტონალური, რომელიც იდეალურია ჩანთით სატარებლად და მაკიაჟის პერიოდულად გასაახლებლად. 

თუ თბილ ამინდებში მთავარი პრობლემა არა მაკიაჟის ტარება, არამედ მისი მდგრადობის შენარჩუნებაა, ნუ გამოტოვებთ პრაიმინგის საფეხურს. გახსოვდეთ, Not to prime is a crime. სწორად მომზადებული კანი და ეფექტური ბაზა, მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ მაკიაჟს.

და ბოლოს, არ არსებობს მოვლენა და გარემოება, რომელსაც წითელი ტუჩსაცხი არ მოუხდება და არ არსებობს ქალი, რომელიც მას ვერ მოირგებს! იბრწყინეთ, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap