მელატონინი

15.08.2023

ჰორმონს, რომელსაც მელატონინი ეწოდება, პასუხისმგებელია ჩვენს ძილზე და მას თავის ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი ეპიფიზი ყოველდღიურად გამოიმუშავებს. თუმცა, ის საკვები დანამატის სახითაც იყიდება როგორც ძილის დამხმარე საშუალება და მისი შეძენა PSP-ს აფთიაქების ქსელში ტაბლეტების ან თხევადი სახით რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში მელატონინის დონე დღის განმავლობაში დაბალია, ის დღის მეორე ნახევარში თანდათან იმატებს და პიკს შუაღამისას აღწევს. სინათლე თრგუნავს მელატონინის გამოყოფას, სწორედ ამიტომაა, რომ დაღლილობას დაბნელებისას უფრო ვგრძნობთ. მელატონინი ძრავის გასაღებს მოგვაგონებს, რომელიც ორგანიზმს ძილისთვის ამზადებს. სხეულის ტემპერატურის დაწევის საპასუხოდ, მისი გამომუშავება პირველი ნაბიჯია, რომელსაც ტვინი დგამს. ეს პროცესი გარკვეულ სიგნალს აძლევს სხვა ჰორმონებს ძილის პროცესის დასაწყებად.

მელატონინი მოზრდილებისთვის

მოზრდილები მელატონინს ძილის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად იღებენ:

  • უძილობა:  უძილობა ჰქვია მდგომარეობას, როდესაც ადამიანს უჭირს დაძინება და/ან უჭირს ძილი მთელი ღამის განმავლობაში. თუმცა, ქრონიკული უძილობის მქონე ადამიანებში, მან შეიძლება სასურველი შედეგი არ გამოიღოს.
  • ე.წ. ჯეტ-ლეგი:  ეს მდგომარეობა დამახასიათებელია მოგზაურობისას, მაშინ როდესაც ბიორითმის დარღვევა ხდება საათობრივი სარტყლების გადაფრენის შედეგად. მელატონინის დანამატებმა შეიძლება შეამსუბუქოს ამით გამოწვეული სიმპტომები.
  • ცვლაში მუშაობა:  ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ღამით ან მონაცვლეობითი განრიგით, ხშირად უჭირთ სამსახურში სიფხიზლის შენარჩუნება და ძილი, როცა სურთ. კვლევებმა გამოავლინა არაერთგვაროვანი შედეგები მელატონინის დანამატების ეფექტურობის შესახებ ცვლაში მომუშავე ადამიანებისთვის.
  • ძილ-ღვიძილის აშლილობა (Delayed sleep-wake phase disorder DSWPD):  ამ ადამიანებს აქვთ ძილის უჩვეულო განრიგი. ისინი ძალიან გვიანობამდე რჩებიან ფეხზე, ხოლო  გაღვიძების დრო შეიძლება მეორე დღის შუადღეც კი იყოს. მელატონინის დანამატებმა შეიძლება დაეხმაროს ამ ადამიანებს ადრეული ძილის დროზე გადასვლაში.

მკვლევარები აგრძელებენ მელატონინის დანამატის ეფექტის შესწავლას სხვა დარღვევებსა და დაავადებების დროს, როგორიცაა სიმსივნე, გულის პრობლემები, საჭმლის მონელების პრობლემები  და ფსიქიკური აშლილობა.

მელატონინი ბავშვებისთვის

მკვლევარებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას მელატონინის დანამატების გამოყენებაში ძილის პრობლემების სამკურნალოდ ბავშვებში, განსაკუთრებით მათი თანმხლები მდგომარეობის დროს, როგორიცაა აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (იგივე ADHD) ან ეგზემა. კვლევებმა აჩვენა, რომ მელატონინის მიღება ძილის წინ შეიძლება დაეხმაროს ამ ბავშვებს უფრო სწრაფად და დიდი ხნით დაძინებაში. თუმცა მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მშობლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია პედიატრთან, სანამ ისინი გადაწყვიტავენ მელატონინის მიცემას მათი შვილებისთვის.

მელატონინის გვერდითი მოვლენები

მელატონინის მიღება ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება მოკლევადიანი გამოყენებისას და არ წარმოადგენს სერიოზული გვერდითი მოვლენების მაღალ რისკს. ყველაზე ხშირი დადასტურებული  გვერდითი მოვლენებია:

  • დღის ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • სიცივის შეგრძნება
  • გულისრევა

მეტი კვლევაა საჭირო მელატონინის მეტი სავარაუდო გვერდითი მოვლენების უფრო მკაფიო სურათის მისაღებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რაც შეეხება მელატონინის დამატებების გამოყენებას ბავშვებში, არსებობს გარკვეული აზრი, რომ მელატონინმა შეიძლება ხელი შეუშალოს სქესობრივ მომწიფებას, რადგან ის არის ჰორმონი.

ურთიერთქმედებს თუ არა მელატონინი დანიშნულ მედიკამენტებთან?

როგორც ნებისმიერ დანამატს, მელატონინსაც აქვს თავისი „ურთიერთობები“ გარკვეული მედიკამენტებთან. მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან მანამ, სანამ  თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ახალი დანამატის ან მედიკამენტის შემოტანას გადაწყვეტთ.

  • ანტიდეპრესანტები:  სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs) არის მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. კვლევამ აჩვენა, რომ მელატონინის მიღებამ გარკვეულ SSRI-ებთან ერთად შეიძლება გააძლიეროს დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომი, მათ შორის დაღლილობა და ძილიანობა. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ზრდის მელატონინის ბუნებრივ დონეს ორგანიზმში და მელატონინის დანამატების შეყვანამ შესაძლოა გააძლიეროს ჰორმონის სედატიური ეფექტი.
  • კონტრაცეფტული აბებიზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ მელატონინი ნაკლებად მოქმედებს კონტრაცეპტულ საშუალებებზე, თუმცა ამ მტკიცების გასამყარებლად საჭიროა მეტი კვლევა. ორალურ კონტრაცეპტივებს პროგესტინთან ერთად აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ მელატონინის ბუნებრივი დონე ორგანიზმში, ამიტომ  მელატონინის დანამატების შეყვანამ შეიძლება გააძლიეროს ძილიანობა.
  • დიაბეტის წამალი:  დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს სხვადასხვა გვერდითო მოვლენა აქვთ. ამას თუ დავუმატებთ პაციენტის ბიოლოგიურ მდგომარეობას, ეს გაართულებს იმის დადგენას, იმოქმედებს თუ არა დიაბეტის სპეციფიკური პრეპარატი მელატონინთან. უძილობის მქონე დიაბეტის მქონე პაციენტებში მელატონინის დანამატების გამოყენებაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მელატონინი შეიძლება იყოს ძილის შედეგიანი დამხმარე მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის, მაგრამ მეტი კვლევაა საჭირო მელატონინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონის დასადგენად.

მელატონინის დოზა

მელატონინის სწორი დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანის ბიოლოგიიდან გამომდინარე. ექსპერტები ზოგადად გვირჩევენ 1-დან 5 მილიგრამამდე მიღებას ღამით, დაძინებამდე დაახლოებით 90 წუთით ადრე, თუ ის მიიღება აბის სახით. უმჯობესია მისი მიღება დაიწყოს უფრო დაბალი დოზით და თანდათან გაზარდოთ ექიმის რჩევით.

მიუხედავად იმისა, რომ მელატონინის დოზის გადაჭარბება იშვიათია, დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გვერდითი მოვლენები. მელატონინის დოზის გადაჭარბების ზოგიერთი ნიშანია:

  • თავის ტკივილი
  • არტერიული წნევის მერყეობა
  • გულისრევა
  • თავბრუსხვევა
  • გამაღიზიანებელი სიზმრები
  • გამოყოლილი დაღლილობა გაღვიძებისა

როდის უნდა ესაუბროთ ექიმს

მიუხედავად იმისა, რომ მელატონინის დანამატები ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე, თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს ამ დანამატების პირველად გამოყენებამდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:

  • ამჟამად იღებთ სხვა მედიკამენტებს
  • ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
  • თქვენ გაქვთ სხვა სამედიცინო მდგომარეობა ან დაავადება
  • გაინტერესებთ მიცეთ თუ არა თქვენს შვილს მელატონინი
  • ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ძილის სწერიოზული დარღვევა

თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ რჩევა იმის შესახებ, არის თუ არა უსაფრთხო მელატონინის მიღება თქვენთვის. მათ ასევე შეუძლიათ დაგეხმარონ ძილის ნებისმიერი ძირითადი დარღვევების ან სხვა მდგომარეობის იდენტიფიცირებაში და მკურნალობაში, რომლებიც შეიძლება ხელი შეუშალონ თქვენს ძილს.

PSP

ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის ექიმთა ასოციაციის წევრების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს

Scroll To Top