„მეამა ქოლექთი“ ზღვაზე

ყავის უნიკალური ცივი კოქტეილები ბათუმის სანაპიროზე

11.08.2021

„მეამა ქოლექთი“-ს ბათუმურმა თავგადასავალმა ზღვის სანაპიროზე გადაინაცვლა და ის მთელი ზაფხულის განმავლობაში, შავ ზღვასთან, დაისისა და აისის ფონზე გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს ბათუმის საზაფხულო სეზონი დანარჩენებისგან განსხვავებული – უფრო არომატული და განსაკუთრებული იქნება. 

მეამა ქოლექთმა სანაპიროს სტუმრებისთვის სრულად ახალი და განსხვავებული ობიექტები შექმნა და ამ თავგადასავალს შესაფერისი სახელი – „მეამა ქოლექთი ზღვაზე“ დაარქვა.

ვინ იცის, რამდენჯერ მოგვნდომებია ცივი და არომატული ყავის კოქტეილი ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ცხელი მზის ქვეშ წამოწოლილს. ახლა კი მარტივად შეგიძლია იქვე, სანაპიროსთან, „მეამა ქოლექთ“-ში შეიარო და ან ადგილზე, ახალ და გამორჩეული ესთეტიკის ბარში ისიამოვნო საყვარელი კოქტეილით, ან სულაც სანაპიროსთან წაიღო და ყავით ხელში,  მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის ფონზე დატკბე განსაკუთრებული მომენტებით.

მეამა ქოლექთის ახალი ობიექტების ვიზუალური კონცეფცია არქიტექტორი გიორგი ხმალაძის შექმნილია, ხოლო ბარისტების სამოსზე SITUATIONIST-ის კრეატიულმა დირექტორმა, ირაკლი რუსაძემ იზრუნა. ბარის კონსტრუქციის დეტალები და ბარისტების უნიფორმები თეთრ ფერში არის გადაწყვეტილი, რაც სანაპირო ესთეტიკას იდეალურად ერწყმის. ასევე, რთულია ყურადღება არ მიაქციო ლამაზ თეთრ ფარდებს, რომლებიც ზღვის ბრიზის მიმართულებით მოძრაობენ და „მეამა ქოლექთ“-ში მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიან.

ახალი და განსხვავებულია არამხოლოდ არქიტექტურა, არამედ ყავისა და ჩაის ცივი სასმელების არჩევანიც – „მეამა ქოლექთი“-ს არსებული კოქტეილების გარდა, საზღვაო კონცეფციისთვის ბევრი ახალი და უნიკალური კოქტეილი შეიქმნა. თითოეული სასმელი მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით, მრავალთვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. 

სანამ „მეამა ქოლექთი“-ს ბარისტა ყავის არომატულ კოქტეილს მოგიმზადებს, შეგიძლია ბარში სხვადასხვა გასართობი საშუალებები აღმოაჩინო და თავი შეიქციო იქამდე, სანამ ერთი ყლუპით სიყვარულს გამოცდი. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ შეაგროვო ემოციების ნაკრები შენს მეგობრებთან ერთად და დატკბე ბათუმში გატარებული დღეებით, შემდეგ კი ეს განსაკუთრებული მომენტები სხვებსაც გაუზიარო „მეამა ქოლექთი“-ს საზაფხულო კამპანიის ვებპლატფორმის მეშვეობით – https://emotions.meamacollect.ge

ბათუმში წელს მეამა ქოლექთის სანაპიროს 2 ობიექტი გაიხსნა, 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ (სასტუმრო „შერატონ“-თან) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მიმდებარედ (სასტუმრო „კოლიზეუმ“-თან). 

ბათუმში მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი – სანაპირო ობიექტის გარდა უკვე გაიხსნა  მეამას ბრენდული სივრცე და „მეამა ქოლექთი“-ს 4 ფილიალი.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top