17.09.2021

მიუხედავად იმისა, რომ ხავერდოვანი სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება და თბილი ამინდებით გვანებივრებს, ფაქტია, რომ ზაფხული აგვისტოს მიწურულს გვტოვებს და ჩვენი სხეულიც სრულ დეტოქსს მოითხოვს. 

მაგალითად,  შეგიმჩნევიათ, რომ ფოთოლცვენასთან ერთად, თმის ცვენა იწყება? ალბათ გიფიქრიათ, რომ სიმბოლური დამთხვევაა, თუმცა პირიქით, ეს ყველაზე მარტივად ახსნადი მოვლენაა, რომელსაც ევოლუციური განვითარების ნარჩენს უწოდებენ. მაშინ, როცა არც ქუდი არსებობდა და არც ქოლგა, პირველყოფილ ადამიანს სკალპის მზის სხივებისგან დასაცავად ზაფხულში სქელი თმა სჭირდებოდა, აი შემოდგომის დადგომასთან ერთად კი იკლებდა თავის კანზე სტრესული ზემოქმედება და თმაც თხელდებოდა. დამეთანხმებით, რომ ლოგიკა ნამდვილად არის.  

სხეულის დამცველობითი ფუნქცია დღემდე გვახსენებს თავს, თუმცა მიუხედავად მოვლენების ასეთი დრამატული განვითარებისა, აბსოლუტურად ნორმალურია შემოდგომის პერიოდში კარგავდეთ 4-ჯერ მეტ თმის ღერს, ვიდრე წელიწადის სხვა სეზონზე. შესაძლოა ეს ზედმეტადაც  განიცადოთ, მაგრამ თქვენს დასამშვიდებლად არაჩვეულებრივი ამბავი გვაქვს, რომელსაც სტატიის მეორე ნაწილში გაგაცნობთ.

რაც შეეხება ზაფხულის სხვა არტეფაქტებს, მაგალითად გამომშრალ კანს, პიგმენტურ ლაქებს თუ აქერცლილ სხეულს, ამის მიზეზი პრეისტორიულ პერიოდში არ უნდა ვეძებოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ კარგი გართობა, ქლორიანი თუ მარილიანი წყალი და მზის სხივების გადაჭარბებული აბაზანები „ძვირად გვიჯდება“. 

იმისთვის, რომ ორგანიზმი დროულად გადავაწყოთ და დამსახურებელი დეტოქსი ვაჩუქოთ სწორად შერჩეული რუტინაა საჭირო.

PSP-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე ახლახანს გამოჩნდა ესპანური ბრენდი მარტიდერმი, რომელიც თავის მოვლის ენთუზიასტებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება. 

#ფაქტები

ბრენდი 1952 წელს, ესპანელი ფარმაცევტის, მარტის მიერ დაარსდა. 31 წლის წინ კი, ინოვაციური, ნამდვილი რევოლუციური სიტყვა თქვა კანის მოვლის ინდუსტრიაში და პროდუქტი ამპულის სახით გამოუშვა. ფორმულის ასეთი გადაწყვეტა მეტ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს სუფთა სახით და ადვილად შეიწოვება კანის შრეებში, რის გამოც შედეგი მოკლე დროშია თვალშისაცემი.

ზაფხულის რუჯის შემდგომ განსაკუთრებით აქტუალური ხდება პიგმენტურ ლაქებთან და კანის გაუწყლოვებასთან ბრძოლა, თან შედეგი რაც შეიძლება სწრაფად გვსურს მივიღოთ, ამიტომ იდეალური ამპულა უნდა შევარჩიოთ.

როგორც ცნობილია, პიგმენტური თუ ასაკობრივი ლაქები, მელაზმა, ფოტოდაბერების ნიშნები თავს იჩენს მაშინ, როცა უჯრედები მელანინის ზედმეტ რაოდენობას გამოიმუშავებენ, C ვიტამინი აფერხებს აღნიშნულ პროცესს, აღიავებს მუქ ლაქებს და ათანაბრებს კანის ფერს. 

MA021210 Proteos Hydra Plus  MD/ORIGIN Prot   N10 5013 ჰიდრა

დამატენიანებელი და გამამკვრივებელი ფორმულა ვიტამინი C და პროტეოგლიკანის შემცველობით ატენიანებს ასხივოსნებს კანს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.  

შემადგენლობა :

სუფთა ვიტამინი C 5% – ინტენსიური ანტიოქსიდანტი

„მარტიდერმ“-მა, მშრალი კანისთვის იდეალური დამატენიანებელი და გამამკვრივებელი ფორმულა ერთ ამპულაში გააერთიანა- ვიტამინი C და პროტეოგლიკანის შემცველობით.  ინტენსიური ანტიოქსიდანტი ვიტამინი C, 5% სუფთა სახითაა წარმოდგენილი. გამოიყენება დღეში 1-ჯერ, ნახევარი ამპულა. შეგიძლიათ გაურიოთ საყვარელ დამატენიანებელ საცხს ან უბრალოდ გადაინაწილოთ ყელისა და სახის ზონაზე. შედეგი არ დააყოვნებს, გამკვრივებული და გასხივოსნებული კანი სულ მალე იქნება თვალშისაცემი.

მსგავსი ტიპის ამპულები შეგიძლიათ შეარჩიოთ თვალის გარშემო ზონისთვის ან მოშვებული, არათანაბარი ფერისა თუ ასაკობრივი ნიშნების მქონე კანისთვის. მოკლედ, ნებისმიერი პრობლემისთვის, რომელიც გაწუხებთ და გსურთ კოსმეტოლოგის კაბინეტში ვიზიტის გარეშე, რამდენიმე კვირაში მოაგვაროთ. 

#თმა 

თმა ცოცხალი სუბსტანციაა, ამიტომ მას საკუთარი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია, საიდანაც 85% აქტიური ზრდის, 1% მოსვენების და 14% ცვენის ფაზაა. თქვენ წარმოიდგინეთ, მანამ სანამ გარშემომყოფები თქვენი თმის დათხელებას შენიშნავენ, ფოლიკულები გააქტიურდებიან და ვარცხნილობას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებენ. ამ პროცესების დაჩქარება და სტიმულირება კი თქვენც შეგიძლიათ. მარტიდერმის თმის მოვლის ხაზის მთავარი კომპონენტი  3GF თმის ზრდის ფაქტორია, კომპლექსი, რომელიც დაპატენტებულია ბრენდის მიერ. 3GF სინერგიულად მოქმედებს თმის ზრდის ფაზის აქტივაციაზე, შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ძლიერი ფოლეკულებიდან ჯანსაღი თმა სწრაფად იზრდება და დაბალია მისი მოწყვეტის ალბათობა.

მარტიდერმის პროდუქციის რიგებში შეხვდებით არც მეტი და არც ნაკლები თმის ცვენისა და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედების შამპუნს, რომელიც ნებისმიერი ტიპის თმას შესძენს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს. 3GF კომპლექსთან ერთად, წამყვანი ინგრედიენტი ჰიალურონის მჟავაა, რომელიც ბუნებრივ შემავსებელს წარმოადგენს და ატენიანებს თავის კანს, ამავდროულად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,  გამოკვებილი ფოლეკულები ძლიერდება და თმის ზრდის პროცესი აქტიურდება. 

ეჭვი მაქვს, მარტიდერმის მომხარებელთა რიგებში მამაკაცებსაც ვიხილავთ, რადგან თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები ანდროგენულ ალოპეციაზე გამოყენებისას 68%-იან ეფექტურობას ავლენს. მოკლედ, ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახდება ის ფაქტი, რომ 14 დღიანი ინტენსიური კურსის ჩატარების შემდგომ თმის ცვენა საგრძნობლად იკლებს, ღერების სიმტკიცე და სიძლიერე კი 80%-ით უმჯობესდება. 

ხავერდოვანი სეზონი ორგანიზმის დეტოქსისა და ახალი პროდუქტების აღმოსაჩენად იდეალური პერიოდია. ნუ დაისტრესებით იმ ბუნებრივი მოვლენებით, რომელიც სექტემბრის მოსვლას ახლავს თავს. გაანებივრეთ საკუთარი თავი სასიამოვნო პროცედურებით და გახსოვდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top