MartiDerm – ამპულები vs ინექციური კოსმეტოლოგია

15.08.2022

ყველა ზაფხულს თავის ისტორია აქვს. დანაშაულის გრძნობამ არ უნდა შეგვაწუხოს თუ მთელი წლის აწყობილ კანის მოვლის რუტინას ზღვის სანაპიროზე, მზის სხივებთან ვუღალატეთ. საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური პროცედურები და პროდუქტები, რომლებსაც ‘დროის უკან დაბრუნება’ ან უკვე დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუძლია.

მარტიდერმი #რაცშენსკანსსჭირდება

Farmacia Marti Tor  ბარსელონაში 1952 წელს ერთი დიდებული მიზნით დაარსდა – შეექმნა ეფექტური ფორმულა ნებისმიერი ტიპის კანის საჭიროებისთვის. ამ იდეის უკან ჟოზეფ მარტი, თანამედროვე ფარმაციის პიონერი იდგა, რომლისთვისაც ვიტამინი C-სა და პროტეოგლიკანის ეფექტური სინერგია იქცა შთაგონების წყაროდ. ის, რაც წარმოუდგენლად ჟღერდა სხვებისთვის, მარტიდერმის ლაბორატორიებში მუშავდებოდა და ფართო მასებისთვის ხდებოდა ხელმისაწვდომი.  სწორედ ასე ჩამოყალიბდა კანის მოვლის პროდუქტების არასტანდარტულად წარმოდგენის პრაქტიკა ესპანეთში და დღეს 50, 000-მდე ამპულა იყიდება მთელ მსოფლიოში.

უინექციო  მეზოთერაპია

გსმენიათ ტრიპანოფობიის შესახებ?  ლათინურად ყველაფერი პოეზიაა, მაგრამ ეს კონკრეტული სახელწოდება ნემსების შიშს აღნიშნავს და მსოფლიოს მოსახლეობის 16%-მდე ზრდასრულს ტანჯავს. ეს ადამიანები ერიდებიან ნებისმიერი ტიპის ინექციას, ვაქცინაციას და ანალიზს, რომელსაც ნემსი სჭირდება. ლოგიკურია, რომ მათ მითუმეტეს არ სურთ ეზიარონ ინექციურ კოსმეტოლოგიას, რომელიც თანამედროვე კანის მოვლის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. მაშინაც კი, თუ ტრიპანოფობია არ გაწუხებთ, შესაძლებელია კოსმეტოლოგის სავარძელში მოკალათება ზედმეტ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, ან იქ მიღებული შედეგების კიდევ უფრო გახანგრძლივება გსურდეთ. ამიტომ, „მარტიდერმი“ უინექციო მეზოთერაპიის მთელ კომპლექსს გთავაზობთ, როგორც სახის კანის, ასევე სკალპის ჯანმრთელობისთვის.

ტოპაზის ამპულების საიდუმლო

რა რეაქცია გექნებათ, თუ გეტყვით რომ ყველაზე ძვირადღირებული საცხის გამოყენებებისას, კანში სასარგებლო ნივთიერებების მხოლოდ 5-10% აღწევს? მინერალებისა თუ ვიტამინების მოლეკულები დიდი ზომის გამო ვერ გადალახავენ დამცავ ბარიერს, სასურველი შედეგის მიღება ჭიანურდება, თუმცა ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა არსებობს.

ამპულა ფრანგულად პატარა შეფუთვას გულისხმობს, რომელშიც სამკურნალო სითხეა მოთავსებული. კანის მოვლის ინდუსტრიისთვის ის დაახლოებით იგივე დანიშნულებას ატარებს. ეს ძლიერ კონცენტრირებული სითხე ისეთი მასალის (მინა, ტოპაზი) შეფუთვაშია მოთავსებული, რომელიც მაქსიმალურად უნარჩუნებს  ფორმულას ეფექტურობას, გამორიცხავს ჰაერის მოხვედრას სინჯარაში და იცავს პროდუქტს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. ამპულების ძლიერ კონცენტრირებული, დაბალი მოლეკულური წონის შემადგენლობის გამო, მათი გამოყენება სამკურნალო კურსების სახით არის რეკომენდებული; რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში იყენებთ პროდუქტს, რის შემდეგაც დგება სასურველი შედეგი. შესანარჩუნებლად კი, პერიოდულად იტარებთ იმავე ან სხვა ტიპის კურსებს. კიდევ უფრო გასამარტივებლად, რეალური მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ.

მიზანი:         თმის ცვენის შეჩერება (მათ შორის – ანდროგენული ალოპეციის);

შედეგი:         დაბალანსებული სკალპის მიკროფლორა, გაძლიერებული თმის ფოლეკულები და გაუმჯობესებული სისხლმომარაგება;

კურსის ხანგრძლივობა:    პრობლემის სირთულის მიხედვით 14 – 21 დღე;

გამოყენების წესი:  დაივარცხნეთ თმა 2 წუთის განმავლობაში. ამპულაზე მოათავსეთ აპლიკატორი და მთლიანი შემადგენლობა შეიზილეთ თმის ძირებში. თითის ბალიშების მსუბუქი მასაჟის მოძრაობით უზრუნველყავით პროდუქტის სრული შეწოვა; 

რატომ?         ფორმულის მთავარი საიდუმლო – 3GF თმის ზრდის ფაქტორია, რომელიც დაპატენტებულია ბრენდის მიერ. 3GF ვიტამინების, ამინომჟავებისა და სასარგებლო ნივთერებების კომპლექსია, რომელიც მოქმედებს თმის ზრდის ფაზის აქტივაციაზე, შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე. ამ ეფექტის მიღება ინგრედიენტების ფოლეკულებში პენეტრაციის მაღალ დონეს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, არჩევანი მეზოთერაპიასა და ამპულებით მკურნალობას შორის უნდა გააკეთოთ. ორივე შემთხვევაში, დაბალი მოლეკულური წონის მქონე ნივთიერებები ადვილად გადალახავს თავის კანის დამცავ ბარიერს, ღრმად აღწევს ქვედა შრეებში და კვებავს თმის ძირებს. როგორ ვიქცევით კურსის ჩატარების შემდგომ?  შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებისა და პრობლემის კომპლექსურად მოგვარებისთვის ამავე სერიის შამპუნის გამოყენება შეგვიძლია, რომელთა შორისაც თმის დაბერების (ჰიალურონის მჟავით) და უბრალოდ ცვენის შემაჩერებელ (სალიცილის მჟავით) საშუალებებს შეხვდებით.

ანალოგიური შედეგი აქვს ამპულებს სახის კანის მოვლაში. პირობითად, THE ORIGIN Hydra მარტიდერმის 1 თვიანი, ინტენსიური მოვლის კომპლექსია მშრალი და ძალიან მშრალი კანის ოპტიმალური დატენიანებისთვის. Hydra Booster  სამკურნალო დანიშნულების პროდუქტია, რომელიც აერთიანებს 4 Proteos Hydra Plus ამპულებს, Night Renew ამპულებს, სახის სკრაბს და ჰიდრო ნიღაბს. Proteos Hydra Plus ანტიოქსიდანტური მოქმედებით ათანაბრებს კანის ფერს, Night Renew აღადგენს, ამკვრივებს და ატენიანებს მას.  სახის სკრაბი ღრმად ასუფთავებს ფორებს ყოველგვარი ჭუჭყისა და დაბინძურებისგან ხოლო ნიღაბი არბილებს სტრუქტურას და ამკვრივებს კანის დამცავ ბარიერს.

შეიძლება ითქვას, რომ ამპულები იმდენად მაღალკონცენტრირებული სითხითაა გაჯერებული, რომ კანში ნივთიერებების ოპტიმალურად შეღწევას უზრუნველყოფს, რაც ზრდის ნებისმიერი პროდუქტისა და პროცედურის ეფექტურობას და გეხმარებათ მიიღოთ სასურველი შედეგი. მიუხედავად ასეთი მაცდური წინადადებისა, მათი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს კურსის ხანგრძლივობა, მისი დასრულების შემდგომ კი შესვენების ან სხვა კურსზე გადასვლის საჭიროება ჩნდება. როგორც „მარტიდერმი“-ს ლაბორატორიის მკვლევრებისა და დერმატოლოგების დანაპირებში ვკითხულობთ, ეს პატარა, ტოპაზის ბოთლები იტევს ყველაფერს #რაცთქვენსკანსსჭირდება

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top