და მისი წარმატებული ტანდემი

08.08.2025
მარკ-ანტუან ბარუამ საინტერესო გზა განვლო, სანამ პარფიუმერიის სამყაროში აღმოჩნდებოდა. 20 წლის ასაკში, მან თავი ჯერ მოდის ინდუსტრიაში მოსინჯა, სადაც ისეთ ცნობილ დიზაინერებთან მუშაობდა როგორიც დომინიკ სირო და ჟან-პოლ გოტიეა; მოგვიანებით კი საკუთარი მოდის სახლი დააარსა. თუმცა მისი უფრო ხანგრძლივი და სურნელოვანი ისტორია პარფიუმერიის სამყაროში გადანაცვლებით დაიწყო, სადაც მისი და პარფიუმერ კუენტინ ბიშის წარმატებული ტანდემი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამ ინდუსტრიაში. მათი ქმნილებები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და სწორედ ამიტომ მისი ცხოვრების მთავარ ამბავზე ბარუა ამარტას მკითხველებს ესაუბრება.

Marc-Antoine Barrois. Photo © Keffer
შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ თქვენი სუნამოების შემოქმედებითი პროცესის შესახებ? როგორ არის თქვენი და Quentin Bisch-ის თანამშრომლობა შემოქმედებითად დაყოფილი? როგორც ბრენდის დამფუძნებელი და მხატვრული დირექტორი, ყველა სუნამოს გამოშვებისას, შემოქმედებითი ნაწილი მე მეკუთვნის. თუმცა, როდესაც საქმე თვით სუნამოების შექმნას ეხება, მე არ ვარ პარფიუმერი და ის შემოქმედებითი კავშირი რომელიც ჩვენს შორის აღმოვაჩინეთ, საშუალებას მაძლევს კვენტინ ბიშს სრულად ვენდო და მაქსიმალური თავისუფლება მივცე მას. კვენტინი ინგრედიენტების ოსტატია და მე არასდროს არაფერს ვეუბნები მას ნოტების შესახებ. მას მხოლოდ ჩემს ემოციებზე ვესაუბრები, ჩემს ენერგიას ვუზიარებ, იდეებს, რომლებიც მაქვს წარმოსახვითი თვალსაზრისით და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ განსხვავებული სუნამოს შექმნა.

Quentin Bisch. Photo © Keffer
რომელია თქვენი პირველი ოლფაქტორული მოგონება?
ერთი კი არა, ბევრი მაქვს… საერთოდ ჩემი ზრდასრული ცხოვრების ეპიზოდები ყნოსვით შეგრძნებებს უკავშირდება. მიყვარს ყნოსვის ძალა, რომელიც ფანტასტიკურ სამყაროებში გამოგზაურებს.
როგორ ერთიანდება სილამაზე და მოდა თქვენს ცხოვრებაში? რა აქვთ საერთო ამ ორ ინდუსტრიას?
მე არასდროს ვკონცენტრირდებოდი მოდაზე ამ ინდუსტრიაში მუშაობისას, ჩემი ყურადღება მხოლოდ მარადიული, კრეატიული და კარგად დამუშავებული ტანსაცმლის შექმნაზე იყო გამახვილებული, მგონი ეს სუნამოს შექმნის პროცესს ჰგავს… ყოველთვის ვცდილობ, რომ ის გამძლე, უნიკალური და საუკეთესო ხარისხის იყოს, რომელიც ხანგრძლივ და სურნელოვან კვალს დატოვებს.
გახსოვთ როდის გაგიჩნდათ პირველად, მოდის სფეროდან პარფიუმერიის სამყაროში გადანაცვლების სურვილი?
ეს იყო დღე, როდესაც პარფიუმერ Quentin Bisch-ს შევხვდი.


© Julien Thige
რას გრძნობთ, როცა თქვენს მიერ შექმნილი სუნამოს მატარებელ ადამიანს ხვდებით?
სიამაყეს და ბედნიერებას.
როგორი მოდა ან რომელი მოდის დიზაინერი შეეხამებოდა იდეალურად თქვენს სურნელს?
Marc-Antoine Barrois 😉
მოდის ინდუსტრიიდან სუნამოების სამყაროსკენ მიმავალი გზა – შემდგარია. შემდეგი მიმართულება რა არის, იქნებ დეკორატიული კოსმეტიკა?
მე უპირველეს ყოვლისა მხატვარი ვარ, ცოტა ხნის წინ ვიგრძენი, რომ დროა, ჩემი თავის ამ ნაწილს დავუბრუნდე… მილანის დიზაინის კვირეულისთვის შევქმენი არტ ინსტალაცია, რომელიც ძალიან მომეწონა. ხელოვნებას იმდენი რამის გადმოცემა შეუძლია…

როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება სუნამოების ინდუსტრიის მომავალი მდგრადი პოლიტიკის თვალსაზრისით?
მე ვცდილობ, ეს ინდუსტრია უფრო მდგრადი გავხადო. 2019 წლიდან ამოვიღე ჩემი სუნამოებიდან კონსერვანტები და ულტრაიისფერი ფილტრები, რომლებიც მალე აიკრძალება, აღარ ვიყენებ პლასტიკურ შეფუთვას და ადგილობრივად ვაწარმოებ მას… ვცდილობ, ამ მხრივ ყოველდღიურად გავუმჯობესდე.
თქვენი ბრენდი ამჟამად საქართველოში Aromateque-ის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი. რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც თქვენი ქმნილებები ახალ აუდიტორიამდე აღწევს და რა გსურთ, რომ ქართველმა სუნამოების მოყვარულებმა აღმოაჩინონ თქვენს სამყაროში?
მოხარული ვარ, რომ ვიპოვე საიმედო პარტნიორი, რომელიც ჩემს სუნამოს საქართველოს ბაზარზე წარადგენს. Aromateque არის საქმიანი და სანდო პარტნიორი, რომელსაც კარგად ესმის ჩემი ბრენდისა და პროდუქციის უნიკალურობა, ის კარგად აცნობიერებს მისთვის ხილვადობისა და თვითგამოხატვისთვის რეალური სივრცის მიცემის აუცილებლობას.