მარადიული ელეგანტურობა

რა გელოდებათ ისტორიულ TBILISI MARRIOTT-ში

01.07.2024

ისტორია, თანამედროვე მიდგომები და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა – ეს ის სამი კომპონენტია, რომელსაც „თბილისი მარიოტ“-ში მიღებული დაუვიწყარი გამოცდილება თქვენთვის აერთიანებს. მისი სამი გამორჩეული ობიექტი – Parnas Cafe/Restaurant, Patio, Cigar Lounge და იქ მიღებული მომსახურეობა კი იმის დასტურია, რომ სასტუმროს პერსონალი მათი სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაზე მუდმივად ზრუნავს.

Parnas Café/Restaurant:

შეისეირნეთ ქალაქის ცენტრში მდებარე  „პარნას კაფე/რესტორან“-ში და დაიწყეთ კულინარიული მოგზაურობა, რომელიც გაჯერებულია ქართულ-ევროპული სამზარეულოს მდიდარი გემოებით. განსაკუთრებული ინტერიერი, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განახლდა, თქვენი სტუმრობისას გამორჩეულ ატმოსფეროში გამყოფებთ, რომლის განუყოფელი ნაწილია  განსხვავებული კერძებით შევსებული მენიუ. არა აქვს მნიშვნელობა, გემრიელი კერძის მირთმევის სურვილი გაქვთ თუ მყუდრო ადგილს ეძებთ საქმიანი შეხვედრებისთვის, „პარნას კაფე/რესტორანი“ უდავოდ თქვენი საუკეთესო არჩევანია.

Patio:
გაერიდეთ ხმაურიან ქალაქს და მოიპოვეთ სრული სიმშვიდე ულამაზეს პატიოში. სასტუმროს სივრცის შუაგულში მოთავსებული ეს წყნარი გარე სივრცე გიწვევთ განტვირთვისა და დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოში – გაზაფხულის, ზაფხულის და გვიან შემოდგომის სეზონებზე. აქ სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ ღია ცის ქვეშ და ისიამოვნონ გარე აქტივობებით, როგორიცაა BBQ საღამოები და სადღესასწაულო ღონისძიებები, როგორიცაა Octoberfest. იქნება ეს გრილზე დამზადებული დელიკატესების მირთმევა, ღია ცის ქვეშ წვეულებების გამართვა თუ  რომანტიული საღამო ვარსკვლავების ქვეშ – Patio გთავაზობთ იდეალურ გარემოს ყველა შემთხვევისთვის.

Cigar Lounge: Majestic Cigar Lounge – „თბილისი მარიოტი“-ს უახლესი აკორდია.  ისტორიულ რუსთაველის გამზირზე მდებარე ეს უნიკალური სასტუმრო  წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ექსკლუზიურ სივრცეს შეუდარებელი გამოცდილებისთვის, რომელიც განსაკუთრებული გემოვნების სტუმრებისთვისაა განსაზღვრული, რომლებიც სასიამოვნო და ელეგანტურ გარემოში პრემიუმ სიგარებისა და შესანიშნავი სასმელების დიდი არჩევანით, ხან სალონურ საუბრებში ერთვებიან, ხან კი გადატვირთული დღეებისგან დასვენებით ტკბებიან.

Scroll To Top