მაქსიმალური კომფორტი თქვენი ყოველდღიურობისთვის

17.07.2024

კომპანია „ცელსიუსი“, რომელიც 2020 წელს დაარსდა, მთავარ მიზანად  მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს, რაც  ზამთარში მუდმივი სითბოთი და ზაფხულში სიგრილით უზრუნველყოფს მათ – იქნება ეს ქალაქში არსებული მრავალსართულიანი შენობა, კერძო ლამაზი სახლი თუ სხვადასხვა სამუშაო  ან დასასვენებელი სივრცე.  გათბობა-გაგრილება მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და აუცილებელია კომფორტის შექმნა ნებისმიერ ამინდში პროდუქტიული დღის წარმართვისთვის.

კომპანია თავიდანვე ევროპულ მაღალხარისხიან ბრენდებთან თანამშრომლობ, მან მალე მოიპოვა ნდობა ქართველ მომხმარებელში. გათბობა-გაგრილების კომპანია მრავალი ევროპული და მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, ხოლო რამდენიმე მათგანის ექსკლუზივითაა წარმოდგენილი საქართველოში. „ცელსიუსში” განსაკუთრებული ადგილი უჭირავს – ცნობილ  იტალიურ ბრენდ  Ariston-ს, რადგან ის მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე. ეს არის ბრენდი, რომელთან პარტნიორობაც ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას მომხმარებლის და საზოგადოების  წინაშე. Ariston-ის მაღალი ხარისხი და მრავალფეროვანი დიზაინი ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებულ მომხმარებელს ხიბლავს. მისი გათბობის ქვაბების უნიკალური დიზაინი, შექმნილია Umberto Palermo-ს მიერ, რომლის ნამუშევრებშიც შედის ისეთი პრემიუმ კლასის ავტომობილის ბრენდები, როგორიცაა Alfa Romeo, Maserati, Fiat Chrysler და სხვა. Ariston-ი იყენებს  თანამედროვე სისტემებს  მეტი ენერგოეფექტურობისთვის და უზრუნველყოფს  უსაფრთხოების  უმაღლეს სტანდარტს.  ევროპული კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და 5 წლიანი საგარანტიო მომსახურების პირობით. 

რაც შეეხება გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსს“, ამჟამად   მას აქვს  ბრენდირებული მაღაზიები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ასევე მას ჰყავს ადგილობრივი პარტნიორები და წარმომადგენლები ჰიპერმარკეტების და რეალიზატორების სახით და თანამშრომლობს სხვადასხვა დიდ  სამშენებლო კომპანიასთან. კომპანია „ცელსიუსი“ შესრულებული  და მიმდინარე დიდი პროექტებით აგრძელებს მუშაობას  ქართულ და უცხოურ კომპანიებთან. 

გუნდი

კომპანია „ცელსიუსი“ წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ფილიალით: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და თელავი. ეს სწორედ ის ქალაქებია, სადაც  „ცელსიუსი“-ს ბრენდით ხდება პოზიციონირება. გარდა ამისა, კომპანიას  ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიებიც.  მისი დიდი მონაპოვარია გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები, რომელზეც დგას კომპანიის 4 წლიანი წარმატება. „ცელსიუს“-ში მუშაობის პროცესში  დიდი  მნიშვნელობა ენიჭება გუნდურ მუშაობას. თითოეული თანამშრომლის როლი მნიშვნელოვანია იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რაც ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და კომფორტს ეხება. ამჟამად, დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი. ადამიანების რიცხვი კი კომპანიის გაფართოებასთან ერთად იზრდება.  „ცელსიუსი“-ს მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის კეთილგანწყობა, ასევე თანამშრომლების  განვითარებაზე ზრუნვა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა. პერიოდულად ხდება გუნდის გადამზადება ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან.

პროექტირება, შეძენა, მონტაჟი, სერვისი

გათბობა – გაგრილების სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი, არც ისე მარტივი პროცესია. ამ პრობლემის გადაწყვეტაში გვეხმარება კომპანია „ცელსიუსი“, რომელიც მომხმარებლებს  შერჩევიდან   მონტაჟის შემდგომ შემოწმებამდე სრულ მომსახურეობას სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გათბობის ქვაბებს, რადიატორებს, კონდიციონერებს, წყალგამაცხელებლებს, ოთახის გამათბობლებს, მილგაყვანილობას და სერვისს. კომპანია წარმოადგენს იტალიური ბრენდ Ariston-ის ოფიციალურ სერვისს, რაც მოიცავს უმაღლესი სტანდარტების დაცვას. აქვს  საკუთარი ლაბორატორია, რომელიც  დაკომპლექტებულია საუკეთესო გუნდითა და ტექნიკით. ნებისმიერი პროდუქცია ქსელში შემოსვლისთანავე უახლოესი ტექნოლოგიით გადის დიაგნოსტიკას, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში შესაძლო ტექნიკური ხარვეზები.

პროექტირება/კალკულაცია

გათბობის სისტემის შეძენამდე, გასათვალისწინებელია პროდუქციის სწორად დათვლა (უშუალოდ თქვენი ფართის შეფასება) – ბინის ფართზე მორგებული ქვაბის სიმძლავრის არჩევა, გათბობის სისტემასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტის: მილები, რადიატორები, გაყვანილობის სწორად შერჩევა. ამ ყველაფერს კი აერთიანებს პროექტირება. ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, კომპანია ამ სერვისს უფასოდ სთავაზობს მომხმარებელს.  აღსანიშნავია სიახლე, რასაც უახლესი რეგულაცია მოიცავს – მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების პროფესიონალების მომსახურებას, რომლის სტატუსიც  „ცელსიუსი“-ს გუნდმა წარმატებით მოიპოვა. 

ბრენდები და პარტნიორები

Ariston-თან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, 2023 წელს კომპანიას კიდევ ერთი ექსკლუზიური პარტნიორი დაემატა გაგრილება-კონდიცირების მიმართულებით – CHIQ,  მსოფლიოში  ლიდერი ბრენდი  ჭკვიანი მოწყობილობების  სფეროში. მისი კონდიციონერები მორგებულია WIFI მართვისთვის, რაც ქმნის კომფორტს და  ზოგავს ხარჯს. მანძილის მიუხედავად, აპლიკაციით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია ტემპერატურის მართვა მარტივად დროის სასურველ შუალედში. 

2024 წლიდან „ცელსიუსი“ კიდევ ერთი ბრენდის DEMIR DOKUM-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. DEMIR DOKUM-ის ქვაბები საქართველოს ხისტ წყალზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს. DEMIR DOKUM-ის  შეძენა  შესაძლებელია, როგორც „ცელსიუსი“-ს მაღაზიათა ქსელში, კომპანიის საიტზე ან პარტნიორ ქსელურ მაღაზიებში.

გარდა წარმოდგენილი ბრენდებისა, კომპანიამ შეიძინა  200-მდე ადგილობრივი და უცხოური პარტნიორი კომპანია, სადაც წარმოდგენილია ყველა ზემოთჩამოთვლილი  ბრენდის პროდუქცია, რომელიც თქვენს კომფორტზე იზრუნებს. „ცელსიუსი“-ს პროდუქცია გაშლილია სხვადასხვა ჰიპერმარკეტებსა და ქსელებში.

სოციალური პასუხისმგებლობა

„ცელსიუსი“-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხიმგებლობის მქონე პროექტები.  კომპანიის დაარსებიდან  სხვადასხვა  ინიციატივა და პროექტი განხორციელდა მისი მხარდაჭერით. მიმდინარე პერიოდშიც  არაერთი ეკოლოგიური ფორუმი,  სოციალური კამპანია და დახმარება ხორცილდება.  

კომპანია „ცელსიუსი“ ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილეს გპირდებათ. ის ზრუნავს, რომ შეგიქმნათ კომფორტი ნებისმიერ ამინდში.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top