15.11.2022
1952 წლის 1-ლი ნოემბრის Factory Management and Maintenance-ის ფურცლებზე უცნაურ სიტყვათა თანწყობა „შავი პარასკევი“ გამოჩნდა. სწორედ ასე შეაფასა ჟურნალისტმა ის ფაქტი, რომ 4 დღიანი უქმეების მოსაწყობად, მადლიერების დღის შემდეგ პარასკევს თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ გამოცხადდა და მიზეზად ავად ყოფნა განაცხადა. მიუხედავად ძალიან ლოგიკური ახსნისა, ტერმინმა 1975 წლამდე ვერ მოიკიდა ფეხი. სწორედ ამ წელს, New York Times-ის მთავარი გვერდი ყველაზე „შავ პარასკევს“ მიეძღვნა, რომლის დროსაც რეკორდული რაოდენობის ამერიკელი იწყებს საშობაო შოპინგს და ქუჩებში გადაადგილება საცობების გამო ჭირს. ამბავი რომელსაც ვყვებით საქართველოდან ძალიან შორს, 10 ათასამდე კილომეტრის დაშორებით, სულ სხვა კონტინენტზე მოხდა, მაგრამ ჩვენც არანაკლებ გვიყვარს საყიდლები, საჩუქრები და სხვების გახარება.
დაგვეთანხმებით, რომ „შავი პარასკევი“ ზედმეტად ნეგატიური თანწყობაა იმისთვის, რომ ფასდაკლებებისა და მსგავსი სიკეთეების აღსანიშნავად გამოვიყენოთ. ამიტომ ალტერნატიული ვერსია ზუსტად იქ უნდა ვეძებოთ, სადაც ყველაზე მომგებიან და სახალისო შოპინგს გვპირდებიან. PSP-ს სააფთიაქო ქსელმა ამაზეც „იზრუნა“ და „მადლიერების კვირეული“ გვაჩუქა. ორნიშნა ფასდაკლებები განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია იმ პროდუქტების შესაძენად, რომელსაც თაროზე მუდმივად ამჩნევთ, მაგრამ ღირებულების გამო იკავებთ შეძენისგან თავს. ამიტომ, შესაბამისად, #ამარტაგირჩევთ:
CAUDALIE . დღის კრემი PREMIER CRU
შეფუთვა, შემადგენლობა, სტრუქტურა, სურნელი და სახელწოდებაც კი, გვახვედრებს, რომ საქმე ფრანგული ბრენდის პრემიუმ გამასთან გვაქვს. ვეგანური პროდუქტი, აქტიური ფორმულით TET8™ მოქმედებს დაბერების საწინააღმდეგო 8 ნიშანზე: ზედაპირული და ღრმა ნაოჭები, სიმკვრივის დაქვეითება, მოცულობისა და ელასტიურობის დაკარგვა, პიგმენტური ლაქები, გაუწყლოება და სახის მკრთალი არაერთგვაროვანი ფერი. შემდეგი ელემენტი ვინიფერინია, C ვიტამინზე 62-ჯერ უფრო ეფექტური ინგრედიენტი, რომელიც აფერმკრთალებს ნებისმიერი გამომწვევის მიერ პროვოცირებულ ლაქებს. რა თქმა უნდა, ოპტიმალური ტენიანობისთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს ჰიალურონი!
CAUDALIE . შრატი PREMIER CRU
სავარაუდოდ თქვენს რუტინაშიცაა სერუმი, იგივე შრატი, რომელიც სასარგებლო ინგრედიენტების სრული აბსორბაციისთვისაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ამ ხაზის პროდუქტზე მოგიყვებით, რომელიც იმეორებს დაპატენტებულ ფორმულას და რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. თხელი ტექსტურა ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას, გამოიყენება როგორც დღის, ასევე ღამის საცხამდე. დაბალი მოლეკულური წონის გამო შესამჩნევად ატენიანებს კანს გამოყენებიდან 3 წუთში, ეფექტი კი 6 საათამდე ძლებს. გაითვალისწინეთ, შემადგენლობა 98%-ით ბუნებრივია.
ESTHEDERM. ნიღაბი OSMOCLEAN
ამ სეზონზე განსაკუთრებით მარტივად შრება კანი, შესაბამისად ის იფარება მკვდარი უჯრედებით. ყოველდღიური რუტინის გარდა კვირაში ერთხელ ან სურვილისამებრ ორჯერაც შეგიძლიათ საკუთარი თავი სხვადასხვა ტიპის ნიღბებით გაინებივროთ. მაგალითად, ესტედერმის Osmoclean-ის ღრმა გამწმენდი ნიღაბი აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს, ბზინვარებას, აქვს გომაჟის ეფექტი და არააბრაზიული ტექსტურისაა; შესაბამისად ის არ კაწრავს ან აზიანებს დამცავ ბარიერს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ და გადაინაწილეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეზე. წაისვით წრიული მოძრაობით მანამ, სანამ კრემის მასა არ შესქელდება. კონცენტრირება მოახდინეთ სახის ე.წ. T-ზონაზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
HORMETA. ორმეტასახისნიღაბი GOLD
პროდუქტი, რომელსაც თქვენ გიზიარებთ და ჩვენს MUST TRY კალათაშია – შვეიცარული პრემიუმზე უფრო პრემიუმ ბრენდის – Hormeta-ს წარმოებისაა. HORMETA – Flash ნიღაბი ოქროს ბზინვარება ოქროს პუდრის ნაწილაკებს, შავი ხიზილალის ექსტრაქტს და სხვა ძვირადღირებულ ინგრედიენტებს შეიცავს, რისი წყალობითაც მომენტალურად, ანიჭებს კანს ოქროს ბზინვარებას, ჭიმავს მას და აქვს ლიფტინგის ეფექტი. ის გამოიყენება 25 წლიდან ყველა ტიპის კანისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია გადაღლილი და მოშვებული კანისთვის. აუმჯობესებს სახის ფერს, კანი უფრო ახალგაზრულად და დასვენებულად გამოიყურება.
HORMETA. ორმეტა ღამის გელი CITY
გელ-კრემი საცხებს შორის ყველაზე კომფორტული სტრუქტურაა, რადგან უდანაკარგოდ შეიწოვება. ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ჰორმეტა სითი-კრემი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ანიჭებს მას სიმკვრივეს და ამარაგებს ქსოვილებს ჟანგბადით.
ის შეიცავს ენერგეტიკულ კომპლექსს, მანდარინის ცედრის ექსტრაქტს, სტაბილიზირებულ ვიტამინებს C და E, შვეიცარულ, ექსკლუზიურ ორგანულ კომპლექსს, ბრინჯის ზეთს და ოლიგოელემენტების კომპლექსს HORMETA OLIGOCOS-5. Mg, Mn, Zn, Si, Cu ოპტიმალური კონცენტრაციით.
ვისთვის Black Friday, ვისთვის „მადლიერების კვირა“ იმის ნიშანია, რომ საშობაო სამზადისი იწყება. სწორედ ამიტომ, იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების განწყობაზე, შეარჩიეთ თავის მოვლის საშუალებები – იდეალური საჩუქარი ნებისმიერი სქესის, ინტერესის, ასაკის ადამიანისთვის.
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი