რომელიც ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ტერმინალ 2-ში, მის ახალ მაღაზიასთან ერთად გაიხსნა
11.11.2024
Louis Vuitton-ის სახლმა დიდი გზა გაიარა 1800-იან წლებში პარიზული საბარგულის მწარმოებლად დაარსებიდან, თუმცა კომპანია აგრძელებს თავისი ოსტატობის დამტკიცებას დღემდე, განსაკუთრებით როცა საქმე მოგზაურობის ხელოვნებას ეხება. როგორც იცით, ამ ბრენდისთვის უცხო არ არის კოლაბორაციები, მოდის სახლი ხშირად იწვევს ხელოვანებს დაწყებული Jeff Koons-ით დამთავრებული იაპონელი თანამედროვე მხატვრით Yayoi Kusama, რომელთა ამოცანა Lous Vuitton-ის ჩანთების მათ ტილოებად წარმოდგენა იყო; მიუხედავად ამისა, კომპანიის ბოლო კოლაბორაცია ახლებურად წარმოაჩენს ამ ტრადიციული კომპანიის კონცეპციას.
მილანის 2023 წლის Salone Internazionale del Mobile-ის შემდეგ, ნიუ-იორკში დაფუძნებული Thevermany-ის ცნობილი დიზაინერი Marc Fornes-ი Louis Vuitton-ის გუნდს შეუერთდა, მისთვის ჩვეული ფუტურისტული სტილის პავილიონის შესაქმნელად, სადაც მისი პირველი კულინარიული კონცეფცია განხორციელდა გაერთიანებულ სამეფოში ანუ Le Café Cyril Lignac – Louis Vuitton-ში. მას ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ტერმინალ 2-ში ნახავთ.
ფრანგმა შეფმზარეულმა სირილ ლინიაკმა, რომელიც ცნობილია თავისი La Pâtisserie საკონდიტრო და შოკოლადის მაღაზიებით ლონდონში, პარიზსა და სენ-ტროპეში, შეიმუშავა დღის მენიუ, რომელიც არის საკმაოდ დახვეწილი და ადაპტირებადი, მასში შეტანილია ლობსტერის რულონები, თბილი croque monsieur სენდვიჩები და მისი საფირმო კრაბის სალათი. როგორც ის ამბობს, მენიუ შეესაბამება კომპანიის სულისკვეთებას, თუმცა მის ხელწერასაც უთავსებს მას.
კაფე, რომელიც უერთდება Louis Vuitton-ის 20-ზე მეტი რესტორნის, კაფეს, შოკოლადის მაღაზიების და ლაუნჯების სიას მთელ მსოფლიოში, დოჰას საერთაშორისო აეროპორტიდან დაწყებული Le Café V-ით დამტავრებული, რომელიც ტოკიოს გინზას რაიონშია, Le Café Cyril Lignac არის Louis Vuitton-ის ამ ახალი ბუტიკის უდაოდ შესაფერისი ბმა, მისი დიზაინის ჩათვლით – 1970-იანი წლების ნარინჯისფერი და ყაყაჩოს პოლკა წერტილებით და ზებრა ზოლებით, ელეგანტური, მონოგრამიანი ფაიფურის ყვავილების ფილებით Louis Vuitton Art de la Table კოლექციიდან. რა შეიძლება იყოს ფრენის წინ უფრო დამამშვიდებელი, ვიდრე გემრიელი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ისეთივე ხელოვნების ნიმუშია, როგორც თეფში, რომელზეც ის დელიკატურად ზის?