Lexus-ის ელექტროფიცირებული ხედვა

13.02.2023

ავტომობილი, როგორც გადაადგილების ყველაზე კომფორტული საშუალება, ხშირად ხდება გარემოსდამცველთა კრიტიკის საგანი, რაც პირდაპირ უკავშირდება საწვავის მოხმარებას. გამოსავალი კი ელექტროფიცირებაშია! თანამედროვე სამყაროში უკვე გამოჩნდა ეკო-მეგობრული ალტერნატივა – ელექტრომობილი, რომელიც მანქანის მთავარ სამოქმედო რესურსად ელექტროენერგიას იყენებს. გამონაბოლქვისგან სუფთა რელსებზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა არაერთგზის პიონერმა ავტოკომპანიამ Lexus-მა ამ მისიაზე მუშაობა 17 წლით ადრე დაიწყო.

2005 წელს საავტომობილო ინდუსტრია სამუდამოდ შეიცვალა მსოფლიოში პირველი დახვეწილი ელექტრომობილის გამოჩენით. ამ უპრეცენდენტო ნამუშევრის უკან კი იდგა იაპონური ელეგანტურობის და ინოვაციური აზროვნების მემკვიდრე მარკა Lexus-ი.

ყველაფერი იწყება RX400h-ით, ავტო-ბაზარზე პირველი პრემიუმ ჰიბრიდული ელექტრო ჯიპის წარდგენით. ჰიბრიდები ბრენდისთვის გლობალური წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მას შემდეგ, მწარმოებელი ნაბიჯ-ნაბიჯ ეწევა ბატარეების სტანდარტიზაციას თხევადი საწვავის საპირწონედ. ახალი პროდუქტები კი მზარდი ტემპით ემატება ელექტროფიცირებულ პორტფოლიოს, რომელიც ამ დროისთვის თავს უყრის ‘ჰიბრიდულ ელექტრომობილებს’ (HEV), ‘დამუხტვად ჰიბრიდულ ელექტრომობილებს’ (PHEV) და ‘ბატარეის ელექტრომობილებს’ (BEV).

წამყვანი ტექნოლოგიური რესურსით და ამბიციური ხედვით, Lexus თანმიმდევრულად უდგება ელექტროფიცირების გამოწვევას – ის ახერხებს უარი თქვას ნებისმიერ კომპრომისზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს თავად ავტომობილის მართვის სიამოვნებას. Lexus მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს საერთაშორისო მომხმარებლის მრავალფეროვანი მოთხოვნილებები და, ამასთანავე, ფუნდამენტალურად გააუმჯობესოს მანქანის პერფორმანსი, მართვა, კონტროლი, და მძღოლის სიამოვნების ხარისხი. შედეგად სახეზეა ამაღელვებელი შესრულების, ეფექტური ვიზუალის და საექსპლუატაციოდ გამძლე მანქანები. ‘Lexus ელექტროფიცირებული’ ხაზი დაკომპლექტებულია ისეთი ავტომობილებით, როგორიცაა: UXh, NXh, RXh, ESh, LCh, LSh, NXh+ და RZ (ამ უკანასკნელის წარმოება დაიწყება 2023 წლიდან). ეს ინდივიდუალისტური ელექტრომობილები ავსებენ ბრენდის მდიდარ პორტფოლიოს, რომელშიც შესაფერისს ნებისმიერი ცხოვრების სტილისა და ტემპის მქონე ადამიანი იპოვის.

ოსტატობასა და მართვის მომნუსხველი გამოცდილების შექმნაზე ორიენტირებულმა კომპანიამ 2019 წლის ტოკიოს 46-ე მოტორ შოუზე დამსწრეთ ბრენდის სამომავლო ხედვა – ‘Lexus ელექტროფიცირებული’ გააცნო. ამ საკვანძო მომენტის აღსანიშნავად, Lexus შოუზე ხაზის დებიუტანტი, სრულიად ელექტროფიცირებული LF-30-ის კონცეპტით წარსდგა.

განახლებულ ხედვას ზედმიწევნით განასახიერებს LF-30 ელექტროფიცირებული კონცეფციის მანქანა. რაც შეეხება მოდელის ვიზუალურ გადაწყვეტას, BEV-ისგან მოსალოდნელი პროგრესული იმიჯი ავტმობილის ექსტერიერის მხატვრულ ხასიათში ვლინდება სახასიათო ფუტურისტული ფორმებით, ხოლო ინტერიერი, რომელიც ავტონომიური მართვისა და სხვა წამყვანი ტექნოლოგიების შერწყმით თამაშობს, მკაფიოდ ირეკლავს Lexus-ის გამორჩეულ მსოფლმხედველობას. პერფორმანსი ამოსავალი წერტილია ‘Lexus ელექტროფიცირებულის’ მრავალი კომპონენტისთვის, რაც აჩქარებს ტექნოლოგიურ მიგნებებს ჰიბრიდული სისტემების განვითარებაში. ელექტროძრავის მაქსიმალურად ზუსტი კონტროლი საშუალებას იძლევა მყისიერად და იდეალურად მოერგო მართვის ნებიმსიერ მოცემულ სიტუაციას, რაც შეუძლებელია სხვა მასობრივად გავრცელებული მანქანებისთვის. 2030 წლისკენ მიმართული მზერით, LF-30 უამრავ მოწინავე ტექნოლოგიას აერთიანებს, რაც შეინიშნება ახალი კონცეფციის კაბინაშიც, რომელიც ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინის ფილოსოფიას და საჭის სასადენო მართვის სისტემას.

2020 წელს Lexus-მა ბაზარზე ბრენდის წარმოების პირველი მთლიანად ელექტროფიცირებული, გამონაბოლქვის არმქონე მოდელი UX 300e წარადგინა, რამაც მას Climate Active1 სერთიფიკატი მოუტანა. თუმცა, ამ მოდელმა 2020 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა და მიმდინარე წლისთვის ჩანიშნულია მოდელის განახლებული ვერსიის წარდგენა. უახლესი მოდელი გვპირდება 40%-ით გაზრდილ, დაახლოებით 450 კილომეტრიან საკრუიზო დიაპაზონს და 16,7 კვტ/სთ/100 კმ-ის ენერგოეფექტურობას. მართვის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Lexus Safety System +-ის აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიის შესაძლებლობები ხდება მეტად ინტელექტუალური, როგორიცაა ქვეითთან შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა(PCS), დინამიური სარადარო კრუიზ-კონტროლი (DRCC), ზოლიდან გასვლის სიგნალი (LDA)  და სხვა, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და მართვის სიამოვნების შესანიშნავი ნაზავი. Lexus UX300e მძღოლებს ასევე შესთავაზებს უახლეს მანქანასთან დასაკავშირებელ ტექნოლოგიას. სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით, მძღოლებს შეუძლიათ სმარტფონიდან შეამოწმონ ბატარეის დატენვის სტადია და და მართონ მანქანის სხვა ფუნქციებიც. მასში ასევე შედის დამუხტვის კონტროლი, მაგალითად, ტაიმერის ფუნქცია, რომელიც მფლობელს აცნობებს მანქანის სრული დატენვისთვის საჭირო დროს, ან გეგმავს მომდევნო დატენვისთვის ოპტიმალურ მომენტს, იმის მიხედვით, თუ როდის უნდა იმოძრაოს მანქანამ. აპლიკაცია ასევე საშუალებას აძლევს მფლობელს დისტანციურად აკონტროლოს სხვადასხვა მოსახერხებელი ფუნქცია, როგორიცაა საქარე მინის გამათბობელი და კონდიცირების სისტემა, წინასწარი გათბობა/გაგრილებისთვის. UX 300e განახლებული მანქანების რიგს უერთდება ახალ UX 200 და 250h-სთან ერთად, რომლებიც ამევე წლის დასაწყისში წარედგინენ და გაზაფხულზე გაეშვებიან წარმოებაში.

‘Lexus ელექტროფიცირებული’ ხედვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი LF-Z Electrified-ია, რომელიც სიმბოლურია ბრენდის ტრანსფორმაციისთვის და აერთიანებს მართვის ეფექტურობას და სტილს. ეს BEV კონცეპტ-მოდელი გააჩნია იდეალური დინამიური ბალანსით, რომელიც მიიღწევა ბატარეისა და ელექტროძრავების ოპტიმალური განლაგებით, ისევე როგორც, ინოვაციური ოთხბორბლიანი მართვის კონტროლის ტექნოლოგიით ‘DIRECT4’, რომლის მოქნილობის წყალობითაც მანქანის წარმადობა საოცრად იზრდება. Lexus-ის უახლეს ‘ჰიბრიდულ ელექტრო’ და ‘დამუხტვად ჰიბრიდულ ელექტრომობილებში’ განლაგებული ბატარეები დამონტაჟებულია კომპაქტურად, რათა დაიზოგოს წონა, ფასი და დამატებითი სივრცე სალონსა თუ სატვირთო განყოფილებებში. იგივე პრინციპი გამოიყენება 71,4 კვტ/სთ ბატარეით აღჭურვილ 2022 წლის მოდელზე RZ 450e, რაც უზრუნველყობს სავალი მანძილის და ენერგოეფექტურობის ხელსაყრელ კომბინაციას. Lexus დარწმუნებულია, რომ ახალი RZ შეინარჩუნებს ბატარეის სიმძლავრის 90%-ს ათწლიანი მოხმარების შემდეგაც.

ახალი RX ჰიბრიდი აღჭურვილია სრულიად ახალი ბიპოლარული ნიკელ-მეტალის ჰიბრიდის ბატარეით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წინააღმდეგობას და უფრო მაღალი დამუხტვისა და განმუხტვის ტევადობას იძლევა. ეს ბატარეა წარმოდგენილია RX 350h-ზე და RX 500h-ზე, Lexus-ის პირველ ტურბო ჰიბრიდზე. Lexus ლითიუმ-იონური ბატარეების მომდევნო თაობის და მყარი ბატარეის ტექნოლოგიის კვლევის პროცესშია. Lexus-ის ახალი ბატარეების ხარისხი და უსაფრთხოება ეფუძნება არა მხოლოდ მათ დიზაინსა და სტრუქტურას, არამედ მონიტორინგის სისტემას, რომელიც მარტივად, ცალკეული ელემენტის დონეზე, ავლენს ნებისმიერ უჩვეულო გადახურებას. არაგამტარი გამაგრილებლის გამოყენება აბათილებს ხანძრის გაჩენის რისკს, ამგვარი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ხოლო დიზაინი ხელს უშლის ანოდზე ისეთი ნივთიერებების დაგროვებას, რომელიც აუარესებს ბატარეის მუშაობას.

ელექტროფიცირებული მიმართულების გამბედავ მარშში Lexus-ს წინ მიუძღვება უახლესი მოდელი – Lexus Electrified Sport. ‘Lexus ელექტროფიცირებული სპორტული კონცეპტი’ არის მთლიანად ელექტრო, დახვეწილი მანქანის ხედვა, რომლის დნმ-იც ლეგენდარულ Lexus LFA-ს უკავშირდება. სპორტული სტილი, რომელიც შემუშავდა კალიფორნიაში, Lexus’ Calty-ის დიზაინ სტუდიაში, თავს იწონებს თამამი პროპორციებით და სპორტული მანქანისთვის სახასიათო დაბალი სილუეტით, ხოლო მისი ელექტრული ძრავის პოტენციალი და მყარი ბატარეის ტექნოლოგია 0-100 კმ/სთ აჩქარებას სულ რაღაც ორ წამში გვპირდება. აღმაფრთოვანებელია მისი 700 კმ-ზე დიდი საკრუიზო მანძილი. უმაღლესი დონის დიზაინი და პერფორმანსი, Lexus Electrified Sport-ის წინაპარ Lexus LFA V10-ის იერსახესა და სულისკვეთებას ინარჩუნებს. ხსენებული სუპერმანქანა კი თავად გახლდათ მთავარი სანახაობა სიჩქარის ფესტივალზე, როდესაც პირველად გამოჩნდა ღონისძიებაზე 10 წლის წინ.

ელექტროფიცირებული მოდელებიდან 2 მილიონზე მეტმა უკვე ტრასაზე გადაინაცვლა, რამაც ხელი შეუწყო ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის დაახლოებით 19 მილიონი ტონით შემცირებას – რაც 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სადღაც 300,000 სამგზავრო მანქანის დაბინძურების ექვივალენტურია. დღეს ევროპაში გაყიდული Lexus-ის ახალი მანქანების 90%-ზე მეტი ჰიბრიდია, რადგან ბრენდი სტაბილურად განაგრძობს მათ განვითარებას და ადაპტაციას, რათა წაახალისოს ნახშირბად-ნეიტრალური საზოგადოების ჩამოყალიბება. Lexus, დამახასიათებელი ელეგანტურობით და სიზუსტით, შეუჩერებლად ცდილობს დახვეწოს მართვის სიამოვნების ხელოვნება. დასახული მიზნებისა და ამბიციების განსახორციელებლად, მის განვითარებაში ჩართულ ყველა დისციპლინას  Lexus ერთ ჭერქვეშ აერთიანებს და გლობალურ შტაბს იაპონიაში, შიმოიამაში აარსებს. ამ მრავალფუნქციურ კომპლექსში გვერდიგვერდ იმუშავებენ დიზაინერები და ინჟინრები, სამუშაო სტუდიაში თუ სატესტო ბილიკებზე.

მომდევნო უახლოესი წლების განმავლობაში, Lexus გეგმავს 10 ახალი ან გაუმჯობესებული ელექტროფიცირებული მოდელის წარდგენას, სუფთა ელექტრო BEV-ის და დამუხტვადი ჰიბრიდული ელექტროძრავების’ ჩათვლით. 2035 წლისთვის, Lexus გეგმავს მიაღწიოს 100%-იან BEV მხარდაჭერას მის ყველა მოდელში.

..და მაინც, როგორი იქნება Lexus-ის პორტფოლიო 30 წელიწადში?

TME-ის ვიცე-პრეზიდენტმა პასკალ რუშმა, განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, სრულად ელექტროფიცირებული მოდელები წარმოადგენს პრიორიტეტს, თუმცა სანამ ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის მიწოდების გამოწვევები კვლავ აღმოსაფხვრელი რჩება, Lexus აგრძელებს ელექტროფიცირებული ტექნოლოგიების შემუშავებას ‘ჰიბრიდული ელექტრო’ და დამუხტვადი ჰიბრიდული ელექტრო’ მოდელებისთვის. “როცა საქმე ეხება ჩვენი მომხმარებლების მობილობას, ვიცით, რომ ერთი ზომა ყველას არ ერგება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ელექტროფიცირებული მართვის გამოცდილება რიგი ენერგოგადამცემებით, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ ცხოვრების წესთან მორგება და გამდიდრება” – ამბობს ვინეი შაჰანი, Lexus-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. სედანისა და ჯიპის მოდელების გაძლიერება/გაფართოების გარდა, სპორტული მოდელები კვლავ ფიგურირებენ Lexus-ის ელექტრიფიცირებულ მომავალში. მომავლის მდგრადი საგზაო რუქის დასახვის პროცესში, საავტომობილო მარკა იმეორებს, რომ წმინდაწყლის „მართვის სიამოვნება“ ურყევად რჩება მათ უპირველეს მისწრაფებად!

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top