15.09.2022
Lexus-მა სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოგზაურობა 1989 წელს ორი დახვეწილი სედანით დაიწყო. მას შემდეგ Lexus-მა ავტომობილების საკუთარი ხაზი 90-ზე მეტ ქვეყანაში განავითარა, რათა მომხმარებლთა გლობალური აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილი, ამბიციური დიზაინის და დინამიკის მქონე ავტომობილები.
როდესაც მანქანის წარმოებასა და მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ის ავტომატურად არ ასოცირდება მდგრადი განვითარების პრინციპებთან, არამცთუ ეკოლოგიურობასთან; თუმცა Lexus-ი, როგორც მრავალმხრივად მოწინავე ბრენდი საავტომობილო ინდუსტრიაში, დიდი ხანია ამ ღირებულებებს ეფუძნება. Lexus-ი იყო პირველი ლუქს ბრენდი, რომელმაც 2005 წელს ჰიბრიდული ძრავის ავტომობილი წარმოადგინა და ამ დროისთვის, უკვე შვიდ დაბალი ემისიის ჰიბრიდულ მოდელს გვთავაზობს. Lexus-ი მოწოდებულია იყოს შორსმჭვრეტი ბრენდი, რომელიც ქმნის მდგრად მომავალს მძღოლებისთვის, და სრულიად პლანეტისთვის, არა მხოლოდ საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირებით, არამედ ისეთი ინოვაციური სატრანსპორტო საშუალების შემუშავებით, რომელიც გზაზე ნახშირბადისგან სუფთა, „მწვანე“ კვალს ტოვებს.
პირველი მთლიანად ელექტროფიცირებული UX 300e-ის გამოჩენამ ბაზარზე, Lexus-ს Climate Active1 სერთიფიკატი მოუპოვა, ვინაიდან გამონაბოლქვის მილის არმქონე ეს ინოვაციური მოდელი სრულყოფილად გადმოსცემს Lexus-ის უკეთესი ეკოლოგიური მომავლისკენ მიმართულ ზოგად ფილოსოფიას. „Lexus ელექტროფიცირებული” ხედვის ფარგლებში 2025 წლისთვის 10-ზე მეტ ახალ სრულად ელექტროენერგიაზე მომუშავე მოდელს უნდა ველოდეთ. ამ დროისთვის კი, კომპაქტურ და სოლიდურ SUV, UX 300e-ს შეუძლია დაახლოებით 360 კმ. გაიაროს სრულად დატენილი ელექტრო ბატარეით. Lexus-ი ხელს უწყობს მდგრადობის კონცეფციის და ეკოლოგიურად ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვას კომპრომისების გარეშე და ამ მიზანს პრობლემის პირველწყაროს 360 გრადუსიანი დაფარვით ემსახურება. გარემოზე დაბალი ნეგატიური ზემოქმედების მისაღწევად კი აუცილებელია ამგვარი „სასიცოცხლო ციკლის“ მომცველი აზროვნება, რომელიც მხედველობაში იღებს ოპერირებისას გამოყენებულ ყველა რესურსს და წვრილმან ელემენტს. Lexus-ის ყველაზე ნაკლებად თვალსაჩინო ნაწილებიც კი შექმნილია ამის გათვალისწინებით: გადამუშავებული ბამპერები გამოიყენება საბარგულის საფარის წარმოებაში, ხოლო გადამუშავებული, დაქუცმაცებული ხმის საიზოლაციო მასალა გამოიყენება ინტერიერში ხმის დამხშობისთვის. შეუდარებელი Takumi ოსტატობის ხელწერით შესრულებული მანქანის კარის კანტები ახლა მზადდება კენაფის (ჰიბისკუსის ოჯახი) ღეროთი – ადრე გამოყენებული ხის ნაწარმის ჩასანაცვლებლად, ვინაიდან კენაფი შთანთქავს თითქმის ხუთჯერ მეტ CO2-ს, ვიდრე სხვა მცენარეები. კარების მოპირკეთების სიმსუბუქისა და უკეთესი ხმის იზოლაციისთვის, კენაფის ღეროები შერეულია ძველ გადამუშავებულ ბამპერებთან, რომლებიც სარემონტო სახელოსნოებში გროვდება.
Kaizen-ის (იაპონური სიტყვა – „უწყვეტი გაუმჯობესება“) მუხტით, Lexus-ი 2050 წლისთვის მიზნად ისახავს მიაღწიოს ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მოდელების მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე – მასალების, ნაწილების და ავტომობილების წარმოებიდან, ლოჯისტიკამდე, ძველი მანქანების საბოლოო გადამუშავებამდე. ეს პროცესი პროდუქტის დიზაინის შექმნიდანვე იწყება, სადაც, პირველ რიგში, მინიმუმამდე დაიყვანება დამატებითი ბუნებრივი რესურსის გარემოდან მოპოვების საჭიროება. Lexus-ის წარმოება მაქსიმალურად ემყარება გადამუშავებას და ხელახლა გამოყენებას, მძიმე დატვირთვის საქუცმაცებელი მანქანის გამოყენებით მუშავდება ფოლადი და ფერადი ლითონები. ბრენდის ქარხნების მიერ წარმოებული ფოლადის ჯართის თითქმის 99% ემორჩილება გადამუშავებას, ისევე როგორც სხვა ინდუსტრიული ნარჩენი მასალა, როგორიცაა პლასტმასის გადასაკრავი, საღებავის გამხსნელი, გამოყენებული ზეთი, შესაფუთი მასალა და მუყაო. ამასთანავე, Lexus-ის ძალისხმევით შემუშავდა უსაზღვროდ გადამუშავებადი პლასტმასის ტიპი, რომელიც გამოიყენება ყველა მათ მოდელში და ხელმისაწვდომია სხვა მანქანის მწარმოებლებისთვისაც. ყოველწლიურად 100 000 ტონაზე მეტი გადამუშავებული მასალა აღარ ამთავრებს მოხმარების ციკლს ნაგავსაყრელზე. გარემოზე გრძელვადიანი ზიანის ასარიდებლად, გადამუშავების წარმატებული მცდელობების გარდა, გადაიხედა ქიმიური რესურსების მართვა და აღმოიფხვრა მრეწველობაში რიგი ელემენტების გამოყენება, მაგალითად ისეთი მძიმე ლითონების, როგორიცაა ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი, რომლებიც სათანადოდ ვერ ნადგურდებიან. ასევე თავს არიდებენ ადამიანისთვის და ეკოლოგიისათვის მავნე საღებავებს და გამხსნელებს. Lexus-ის გარემოზე ზრუნვა ვრცელდება ნედლეულის შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, ავტომობილის ნაწილების დამუშავება-აწყობასა და შოურუმებში მიმდინარე პროცესებზე.
კომფორტულ ცხოვრების სტილზე მორგებული, დახვეწილი იაპონური ბრენდის საერთაშორისო შოურუმები იდეალურად წარმოაჩენენ „ომოტენაშის“ მასპინძლობის ხელოვნებას, და, ამასთანავე, ირეკლავენ Lexus-ის მოწინავე მდგრად ბიზნეს-პრაქტიკას. ახლადგახსნილი თანამედროვე შოურუმი ავსტრალიაში რიგ „მწვანე” ინიციატივებს ნერგავს, როგორიცაა შენობაზე დამონტაჟებული 86 კვტ სიმძლავრის მზის პანელების სისტემა, რომელიც არა მხოლოდ სივრცის ენერგომომარაგებას, არამედ ელექტროფიცირებული მანქანების დასამუხტ სადგურებს ემსახურება.
მდგრადი არქიტექტურის ნიმუშია, კიდევ უფრო მასშტაბური სერვის ცენტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მზის პანელების გარდა, გამოიყენება წყლის გადამამუშავებელი სისტემა ავტომობილების სამრეცხაოსთვის, გადამუშავებული მასალისგან დამზადებული საფარით თერმოიზოლირებული ინტერიერი, ჰაერის ნაკადის კონტროლი და კონდენსატის შეგროვების სისტემა, საიდან მოპოვებული წყალიც მიწის ირიგაციას ხმარდება.
Lexus-ი იგივე კონცეფციით ხელმძღვანელობის საჭიროებას ხედავს სხვა ინდუსტრიებშიც, რის გამოც აწესებს სხვადასხვა დიზაინ პრიზს და წარმართავს მდგრადი დიზაინ გადაწყვეტების წახალისების კამპანიას. ბრენდი 2006 წლიდან ერთვება მოდასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ პროექტში და 2010 წლიდან პარტნიორობას უწევს CFDA-ს (ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭო) მოდის ინიციატივას, ადრე ცნობილი როგორც „CFDA/Lexus ეკო-მოდის გამოწვევა”.
ეკოლოგიურად ცნობიერი დიზაინის საკითხებს უღრმავდება „CFDA/Lexus + მოდა“ განახლებული ფორმატით, რაც ერთჯერადი წლიური კონკურსის ნაცვლად 17 თვიან ინტენსიურ სესიებს გულისხმობს. ინიციატივის ფარგლებში 10 ფინალისტი მონაწილეობს სხვადასხვა ვორქშოფებსა თუ საველე ვიზიტებში. დიზაინერების წახალისება, რომელიც მიზნად ისახავს გამოვლინდნენ მოაზროვნე ლიდერები, ჰქონდეთ ინდუსტრიაზე და პლანეტაზე ჯანსაღი გავლენა, ავტომობილების ინოვაციურმა ბრენდმა საკუთარ თავზე აიღო. „Lexus-ის ეკო გამოწვევა” და „Lexus-ის დიზაინ ჯილდო” სწორედ პრობლების პრაქტიკული დიზაინ გადაწყვეტებისთვის დაწესდა.
2022 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე შემდგარი გამოფენა „Lexus: ხვალინდელი ნაპერწკლები”, სადაც სამ დიზაინ კვლევას მოეყარა თავი, ირეკლავს ბრენდის დიზაინ ფილოსოფიას და ასახავს Lexus-ის ერთგულებას მდგრადობისადმი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ‘ყოვლისმომცველი გამოცდილების’ მულტიმედია ინსტალაცია – სახელად ON, კოლაბორაცია არქიტექტორ გერმანე ბარნსსა (Germane Barnes) და განათების სტუდია Aqua Creations-ს შორის. „Lexus-ის დიზაინ ჯილდო 2022”-ის ფინალისტების ახალი პროტოტიპები და ლონდონის სამეფო ხელოვნების კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები უფრო მდგრადი ხვალინდელი დღისთვის, ასევე გახდა გამოფენის ნაწილი. გერმანე ბარნსთან პარტნიორობით შემუშავებული ინსტალაცია ON ელექტრიფიცირებული, ნახშირბადის ნეიტრალური და ადამიანზე ორიენტირებული მომავლის ხედვის ვიზუალიზაციას ახდენდა.
დისპლეის ცენტრალური ობიექტი გახდა Lexus RZ-ის, Lexus-ის პირველი ელექტრულ ბატარეაზე მიბმული მოდელის მავთულის კარკასი, რომელიც მიწიდან დაცილებით ეკიდა ჰაერში და განათებული იყო Aqua Creations-ის Code 130° აბრეშუმის კოლექციის ფერადი ფანრებით, რაც ფუტურისტულ ნამუშევარს მატერიალურ ხარისხს სძენდა და ამიწებდა. ავტომობილის ინტერპრეტაცია განასახიერებს Lexus-ის ხედვას უფრო მდგრადი მომავლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს და მოიცავს ელექტრიფიკაციის, ტექნოლოგიების და ხსენებულ დიზაინის იდეებს. სტუდენტების ნამუშევრები, რომლებიც წარმოადგენდნენ ინოვაციურ, რადიკალურ და მომხიბვლელ სატრანსპორტო კონცეფციებს, Lexus-ის დაკვეთით შესრულდა შემოქმედებით პროგრამაში „2040: მომავლის პრემიუმის სული“. მათ მოიაზრეს ახალი მანქანების არქიტექტურა, რომლებიც ევროპულ ქალაქურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს უწყობენ ფეხს და ხელახლა წარმოადგენენ ლუქს ბრენდის Lexus-ის როლს ამ პროცესში.
გვანცა ჯგუშია