LEXUS GX

17.04.2024

საავტომობილო სრულყოფილების სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორც Lexus-ი. ასოცირებული ფუფუნებასთან, ინოვაციებსა და შეუდარებელ ოსტატობასთან, ის მუდმივად სცილდება საავტომობილო ინჟინერიის საზღვრებს. ამ თავდადების თვალსაჩინო მაგალითია Lexus GX-ის ევოლუციაც. Lexus GX არის დახვეწილობისა და გამძლე დიზაინის უნაკლო ნაზავი. ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების მექანიზმი – სწორედ ეს იყო Lexus GX-ის შექმნის მთავარი იდეა. მოდელის ყოველი იტერაცია კი ზედმიწევნით, სრულყოფილებამდე არის შემუშავებული უნიკალური მართვის გამოცდილების შესაქმნელად.

გავეცნოთ Lexus GX-ის ევოლუციას და ინოვაციებს, რომლებმაც განსაზღვრეს თაობები:

თაობა 1. პიონერი (2002-2009)

Lexus-მა GX 470 პირველად, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუზე 2002 წლის იანვარში წარადგინა და ამით, ფაქტობრივად, ლაქშერი SUV-ებისთვის ახალი სტანდარტი შექმნა. გაყიდვები იმავე წლის ნოემბერში დაიწყო, საავტომობილო ინჟინერიის ამ საოცარმა ნიმუშმა მალევე დაიპყრო უამრავი ადამიანის გული მთელ მსოფლიოში.

თუმცა, GX-ის იდეის ჩასახვისა და განვითარების პროგრამა უფრო ადრე, 1999 წელს დაიწყო, მისი შთაგონების წყარო კი J120 Toyota Land Cruiser Prado-ს 1997 წლის წარმატება გახდა. იაპონელი შოიჩი ფუჯიოშის (Shoichi Fujiyoshi) თქმით, GX დიზაინის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დეტალებზე ორიენტირებულება იყო და ეს პერფექციონიზმი შეუიარაღებელი თვალითაც დღემდე მარტივი შესამჩნევია. ფუჯიოშის დიზაინის დებიუტი 2000 წლის პირველ ნახევარში შედგა. პირველი GX მოდელი მუშაობდა 4.7ლიტრიანი ძრავით, 235 ცხენის ძალით, თუმცა მოდელის მთავარი ხიბლი მხოლოდ მისი სიმძლავრე არ იყო: AVS-ითა და DAC-ით, პირველი GX-ი სიზუსტის, სტაბილურობისა და კონტროლის შეგრძნებას ნებისმიერი ტიპის გზაზე ქმნიდა.

მეორე მხრივ, GX 470 სალონი კომფორტისა და ფუფუნების ერთგვარი სავანე იყო, ადგილები რვამდე მგზავრისთვის იყო განკუთვნილი. GX-ის სალონი იყო მოქნილი, როგორც ოჯახებისთვის, ისე თავგადასავლების მოყვარულთათვის სავარძლების სტანდარტულ ორ რიგს დამატებული მესამე რიგით. მარკ ლევინსონის (Mark Levinson) აუდიო სისტემა კი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ფარავდა სალონის მთელ ფართობს და აჰყავდა მართვის გამოცდილება ახალ სიმაღლეებამდე. დამატებითი კომფორტისთვის, უკანა სავარძლებისთვის კარი გვერდიდან იღებოდა.

წლების განმავლობაში GX 470 განაგრძობდა განვითარებას უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ფუნქციების ჩართვით. Kinetic Dynamic Suspension System (KDSS) წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მოდელის off-road შესაძლებლობების განვითარებაში. გვერდითი აირბალიშებისა და საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემის დამატებით კი ავტომობილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

GX 470-მა მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება, მათ შორის Four Wheeler Magazine-მა მას  2003 და 2004 წელს „წლის ოთხბორბლიანი“ ტიტული მიანიჭა, ხოლო J.D. Power and Associates-მა 2005 წელს GX 470 უმაღლესი რეიტინგის მქონე პრემიუმ ლაქშერი SUV-ად დაასახელა.

თაობა 2. ხელახალი გამოგონება (2010-2021)

მეორე თაობის მოდელის, GX 460-ის დებიუტი გუანჯოუს საერთაშორის საავტომობილო გამოფენაზე 2009 წლის ნოემბერში შედგა. ახალ მოდელს შენარჩუნებული ჰქონდა თავისი საფირმო body-on-frame კონსტრუქცია და მუდმივი ოთხბორბლიანი მართვის სისტემა, თუმცა დაემატა Torsen-ის ცენტრალური ბლოკირებაც. GX-ის გადამუშავებული მოდელი ძალაუფლებისა და კონტროლის დაბალანსების მასტერკლასი იყო. GX 460 მუშაობდა 4.6 ლიტრიანი ძრავით, 301 ცხენის ძალით, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ამასთან, ახალი GX ძველთან შედარებით, საწვავის ეკონომიის უკეთეს შესაძლებლობასაც იძლეოდა. სტანდარტული ფუნქციების, KDSS-ისა და HAC-ის გარდა, მანქანას ჰქონდა გაუმჯობესებული აეროდინამიკა და ფუნქციონირება.

GX 460-ის სალონში შვიდი კაცი თავსდება. სავარძლების მესამე რიგი ელექტორნულად იკეცება. მეორე თაობის მოდელში მარკ ლევინსონის აუდიო სისტემას სპეციალურად უკანა სავარძლებისთვის დაემატა RSES სისტემა, რამაც მგზავრობის გამოცდილება ახალ დონემდე აიყვანა. ასევე, ახალი ფუნქცია იყო სამი ზონის კლიმატ კონტროლის სისტემა, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულსა და მოხერხებულს ხდიდა.

GX 460-ის კონცეფციის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უსაფრთხოება იყო. სწორედ ამიტომ, ავტომობილი 10 აირბალიშისგან შედგება, მათ შორის, წინა სავარძლებისთვის განკუთვნილი მუხლის აირბალიშებისა და უკანა სავარძლებისთვის განკუთვნილი გვერდითი აირბალიშებისაგან. დამატებითი უსაფრთხოებისთვის კი GX 460-ი Pre-Collision სისტემასა და ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელ სისტემას გვთავაზობს.

2013 წლის „ფეისლიფტიდან” დაწყებული, 2020 წლის უსაფრთხოების ახალი მახასიათებლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ჩათვლით, GX 460 დღემდე რჩება ლაქშერი SUV ინოვაციების წინა ხაზზე.

თაობა 3. გრანდიოზულობის ზენიტი (2023 – ახლა)

მესამე თაობის Lexus GX 550-ი საავტომობილო სამყაროში პირველად, პროტოტიპის სახით, 2023 წლის 8 ივნისს გამოჩნდა. ახალი GX მოდელი არის უშიშრად წინგადადგმული ნაბიჯი SUV-ის დიზაინისა და პერფორმანსის თვალსაზრისით. J250 Land Cruiser Prado-ს მსგავსად, GX 550 აგებულია GA-F პლატფორმაზე. წინა მოდელებთან შედარებით, ის კუთხოვანი დიზაინით იწონებს თავს, თუმცა მაინც ინარჩუნებს წინამორბედების უხეშსა და გამძლე დახვეწილობას.

ახალი GX მოდელი უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ფართო დგომითა და ბორბლებს შორის გაზრდილი დისტანციით, GX 550 ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ტიპის გზაზე და მეტიც, აუმჯობესებს შიდა სივრცესა და საბოლოო ჯამში, კომფორტის დონეს მგზავრებისთვის.

საავტომობილო ბაზარზე GX 550 წარმოდგენილია ვარიაციების მთელი რიგით. პრემიუმ და ლუქს კლასებიდან off-road-ზე ორიენტირებული Overtrail მოდელებამდე, ახალი GX მოდელი ყველა სახის თავგადასავლისთვის არის მორგებული. Overtrail კლასი GX მოდელისთვის სიახლეა. ის აღჭურვილია სტანდარტული 33 დიუმიანი საბურავებითა და 18 დიუმიანი ბორბლებით და განკუთვნილია off-road-ის ენთუზიასტებისთვის.

მესამე თაობის GX 550 მუშაობს 3.5 ლიტრიანი ბიტურბო ძრავით, 349 ცხენის ძალით. წინა მოდელების მსგავსად, უსაფრთხოება GX 550-ის პრიორიტეტებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ამიტომაც მოდელი იყენებს Lexus Safety System+ 3.0-ს, რაც მძღოლების სიმშვიდის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა. Lexus Interface, 14 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანი კი მგზავრობის კომპაქტურობასა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს.

მოწინავე ტექნოლოგიების, ლაქშერისა და გამძლეობის კომბინაციით, Lexus GX 550-მა SUV-ების სეგმენტში ახალი, ხელუხლებელი სტანდარტი ჩამოაყალიბა. გადატვირთული ქუჩებიდან off-road ბილიკების დაპყრობამდე, GX 550 გვთავაზობს მგზავრობის უნიკალურ გამოცდილებას. მესამე თაობის GX მოდელი არის აღმოჩენებისა და თავგადასავლების უპირობო მეგზური.

თაობების განმავლობაში Lexus GX-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლოდ იქცა. Lexus GX-ი გასცდა ინოვაციების საზღვრებს და დააწესა ახალი სტანდარტები ლუქს SUV სეგმენტისთვის. უკვდავი დიზაინით, მოწინავე ტექნოლოგიებითა და მძლავრი შესაძლებლობებით, Lexus GX სამყაროს სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა.

მაშიკო გიორგობიანი

Scroll To Top