Les Eaux Primordiales /MIMOSA/ SUPERCRITIQUE

20.09.2022

არომატი SUPERCRITIQUE – ავტობიოგრაფიულ ნიუანსებთან ერთად ემოციურ კვანძებს ხსნის. მისი შემქმნელი არნო პოლენია, არომატების კომპოზიტორი, რომელიც, ფინალური აკორდის ნოტებად სურნელოვან ეთერზეთებს იყენებს. ის იგონებს:

„MIMOSA SUPERCRITIQUE დედაჩემის საპატივცემულოდ შევქმენი. ყოველწლიურად, ზამთრის დადგომას  მიმოზებით აღვნიშნავდით ხოლმე, როდესაც ლაჟვარდოვანი ნაპირისაკენ მივემგზავრებოდით. დედაჩემისთვის, რომელსაც დათოვლილი ესტერელის ხეობა კალეს მაქმანებს აგონებდა, ლაჟვარდოვანი ცა და ხასხასა ყვითლად მოყვავილე ხეები ულამაზეს პეიზაჟს წარმოადგენდა. იმდენად, რომ მისი საქორწილო კაბა მხოლოდ მიმოზებით იყო შემკული.

ნაზავი, რომელიც ერთდროულად დახვეწილი და ულტრა-ფემინურია, რამდენიმე წლის მანძილზე იქმნებოდა. ვამაყობ, რომ ამ სურნელს ჩვენი SUPERCRITIQUE კოლექციის ფარგლებში წარვადგენ, მაღალი პარფიუმერიის ამ ემბლემური ყვავილების პატივსაცემად.“ არნო პოლენი.

ხმელთაშუა ზღვა, ქორწინება… მოგონება ზამთრის მიწურულს. უკანასკნელი ფიფქები ეცემა მიმოზას ყვავილს, შაქრის ფანტელების ღრუბლის დარად. ბერგამოტი და ნეროლი აცხადებენ ნორჩი პატარძლის მობრძანებას; ის მშვენიერი და გულუბრყვილოა, თეთრ კაბაში გამოწყობილი. ყოჩივარდა და ნარინჯის ყვავილი მის უმანკოებითა და დახვეწილობით ნაპკურებ მრუდებს გვაგონებენ. ჟასმინის და ტუბეროზის სურნელოვანი მინიშნებები გამოსჭვივის ამ ნატიფი და მზიანი თაიგულიდან… გაზაფხული დადგა.

თქვენს პირველ შთაბეჭდილებაზე ზრუნავენ ზედა ნოტები  – ალდეჰიდები, ყოჩივარდა, ბერგამოტი, ნეროლი. როდესაც ზედა ნოტების პირველადი ეფექტი ქრება, მათ ადგილს შუა ნოტები იკავებენ – ჟასმინი, ტუბეროზა, ნარინჯის ყვავილი. შუა და საბაზისო სუნამოს ნოტები შეთანხმებულად მოქმედებენ და სურნელის გაღრმავებაზე ზრუნავენ. მათი მთავარი მიზანი სურნელის გახანგრძლივებაა. საბაზისო ნოტები – მიმოზა, თეთრი მუშკი, ამბროქსიდი.

პარფიუმერები – Amélie Bourgeois (Studio Flair) & Arnaud Poulain

სუნამოს თბილისში, „ლარომ ბუტიკ“-ში შეიძენთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირის 76-ში მდებარეობს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top