23.05. 2023

კანის მოვლის ვეგანური ბრენდი L’erbolario, რომელიც 1978 წელს ქალაქ ლოდიში, ჰერბალისტი წყვილის ფრანკო ბერგამასკისა და დანიელა ვილას მიერ დაარსდა, მორიგი სიურპრიზია „ისი პარი“-სგან მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი, სურნელოვანი, მცენარეულ ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები. 45 წელია L’erbolario, გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში ამზადებს ვეგანურ პროდუქტებს. ამ ეტაპზე ბრენდის პორტფოლიოში 600-მდე სახის, ტანის და თმის მოვლის პროდუქტებია თავმოყრილი. მცენარეების პატარა სახელოსნოში დაწყებული ბრენდი L’erbolario, წლების მანძილზე ნელ-ნელა გაიზარდა და დღესდღეობით იტალიის ფიტო-კოსმეტიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.

კანის მოვლის ახალი ბრენდის წარდგენა მომავალი მომხმარებლების წინაშე 18 მაისს შედგა.  „გარდენია შევარდნაძე“-მ პრესისა და მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. კანის მოვლის იტალიური ვეგანური ბრენდის პრეზენტაცია, გარდენიას ულამაზესი ბაღიდან დაიწყო, სადაც სტუმრებმა იტალიური მუსიკისა და ღვინის თანხლებით ბრენდის ულამაზეს ბანერთან ფოტოები გადაიღეს. ზურა შევარდნაძის არაჩვეულებრივი მასტერკლასი –  ნამდვილი ზეიმი, რომლის დროსაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, თაიგულის სხვადასხვა ყვავილებით აწყობის ხელოვნება ეხილათ. ბევრი ღიმილისა და სასარგებლო ინფორმაციის შემდეგ სტუმრებმა იტალიური მოტივებით შექმნილ ფურშეტთან გადაინაცვლეს.

მალე L’erbolario-ს პრეზენტაციის დროც დადგა და სტუმრებმა ულამაზეს ბაღში, მცენარეებითა და ვეგანური მოტივებით შთაგონებული ბრენდის ისტორიაც მოისმინეს, რომელიც „ისი პარი“-ს კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა წარადგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო ეტაპის დროც დადგა და სტუმრები ჩაერთნენ გათამაშებაში, სადაც ხუთმა მათგანმა ბრენდის არაჩვეულებრივი საჩუქრები მოიგო. რა თქმა უნდა უსაჩუქროდ არავინ დარჩა, „ისი პარი“-მ სტუმრების თითოეული წევრი L’erbolario-ს სასაჩუქრე ნაკრებით დაასაჩუქრა.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top