ყოველდღიურობის რიტუალური განწყობა

09.05.2022

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ევროპულ პარფიუმერიაში ჩნდება სრულიად ახალი მიმდინარეობა – ნიშ პარფიუმერია. ბუნებრივია, იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ „უცნაური ჟღერადობის“ არომატების ბაზარზე გამოტანას და ამ სეგმენტის წარმატებასაც არ ვარაუდობდნენ, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლდა. არომამოყვარულებს შორის ნიშ პარფიუმერიის პოპულარობა იმდენად მზარდი აღმოჩნდა, რომ შედეგად, უამრავი ახალი ნიშ ბრენდი გამოჩნდა ჰორიზონტზე. 

სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას, საკუთარი ცხვირით „გაეცნო“ ნიშ არომატები და ჩვენი წარმოდგენა ზოგადად ნიშ პარფიუმერიაზე,  მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებოდა. 

საქართველოში პირველი ნიშ პარფიუმერიის ბუტიკის – L’Arome Boutique-ის გახსნა ნამდვილ ზეიმად გადაიქცა პარფმოყვარულებისთვის (და არამარტო). სალონური ტიპის მაღაზია, სადაც ჭეშმარიტად ევროპული მომსახურება და სუნამოს შესარჩევად იდეალური გარემო დაგვხვდა, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასათვის.

როგორც ჩანს, L’Arome Boutique-მა თავიდანვე დაისახა მიზნად მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა მომხმარებელთა გემოვნების მრავალფეროვნება და მათთან წარმოდგენილი ბრენდების სიმრავლეც სავარაუდოდ, ამან განაპირობა. წარმოუდგენელია, მათთან „თქვენი სურნელი“ არ იპოვოთ. კლასიკური ნიშ პარფიუმერიიდან ეძებთ რაიმეს? როგორიცაა Widian, Puredistance, Micallef… თუ მსუბუქ, შედარებით უპრეტენზიო სურნელს ამჯობინებთ ამჯერად? მაგალითად, Laboratorio Olfattivo, Jul Et Mad… იქნებ ავანგარდული, პროვოკაციული ან „ხულიგნური“ სურნელის განწყობაზე ხართ? არჩევანი დიდია: Nasomatto, Orto  Parisi, Etat  Libre  d’Orange,  Les Liquides Imaginaries… ან კლასიკური პარფიუმერიის ნიშური ინტერპრეტაციები გირჩევნიათ? მოსინჯეთ Histoires de Parfums, BDK.  L’Arome Boutique სრულ მზადყოფნაშია თქვენი ნებისმიერი სურვილი დააკმაყოფილოს. 

გავრცელებულია აზრი, რომ ნიშ პარფიუმერიის პროდუქცია ძვირადღირებულია და მათი შეძენა მხოლოდ მაღალი მსყიდველობითუნარიან მომხმარებელს ხელეწიფება. შეგახსენებთ, ნიშ არომატები იქმნება ძვირფასი ნედლეულით, თავიდანვე გათვლილია მცირე აუდიტორიაზე და პროდუქცია იწარმოება შეზღუდული რაოდენობით. ამრიგად, ნიშ პროდუქციის ღირებულება ბიუჯეტური უბრალოდ, ვერ იქნება. 

მაგრამ ვინც ერთხელ მაინც  სწვევია L’Arome Boutique-ს, ალბათ დამეთანხმება, რომ   მცდელობა, მომხმარებელს შეძლებისდაგვარად დემოკრატიული ფასებიც შესთავაზონ, ნამდვილად შეინიშნება.   

მოგეხსენებათ, ნიშ არომატები კლასიკური არომატებისგან განსხვავებით, კომპოზიციურად შედარებით რთულადაა აგებული; ამიტომ ოლფაქტორული გამოცდილების არმქონე მომხმარებელს (იმისათვის, რომ სრულად აღიქვას ასეთი არომატების მშვენიერება და სილამაზე),  სჭირდება ახსნა, გასაუბრება სათანადო ცოდნით აღჭურვილ პირთან.  

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, L’Arome Boutique დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პერსონალის მომზადებას.  კონსულტანტი გოგონები პირველივე წუთიდან გიხსნიან დაბნეულობას (გნებავთ, დაძაბულობასაც), „გაიძულებენ“ მიენდოთ მათ პროფესიონალიზმს, ყურადღებით გისმენენ, გიხსნიან და გირჩევენ სასურველ არომატს. 

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ L’Arome Boutique-ში წარმოდგენილ ბრენდების სიმრავლესა და მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა მათი სწრაფვა  ასორტიმენტის მუდმივი გაფართოვებისა და განახლებისკენ. L’Arome Boutique-ის წყალობით, ქართველ მომხმარებელს არ გვაქვს განცდა, რომ პარფიუმერიის საერთაშორისო გამოფენებზე გამოჩენილი ახალი, საინტერესო ბრენდების პროდუქცია ჩვენთვის მიუწვდომელი დარჩება. ბუტიკის მესვეურები სისტემატურად ადევნებენ თვალყურს სურნელოვან ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს, ვარსკვალების „დაბადებას“ და ზრუნავენ მათ ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანაზე. ერთი სიტყვით, გვანებივრებენ. 

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სახლის არომატებზე. სტრესული, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, სურნელოვანი დიფუზორები, პარფიუმერული სანთლები სახლში მყუდროებას ქმნის, რაც ადამიანში  მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს და ეხმარება განტვირთვაში. L’Arome Boutique არც ამ მხრივ ჩამორჩა მსოფლიო ტრენდს და სხვადასხვა ნიშ ბრენდების ოთახის არომატების ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ არცაა გასაკვირი, რატომ იქცა L’Arome Boutique თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ ჯადოსნურ სამყაროს, გარწმუნებთ მათთან სტუმრობით წინ დიდი სიამოვნება გელით.  

LAromeBoutique

ნინა ბერია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top