და მისი იტალიური პარფიუმერიის ოსტატობა და ფილოსოფია

22.10.2025

მილანი – ქალაქი, სადაც მოდის, დიზაინისა და სურნელების ხელოვნება ერთიანდება. სწორედ აქ დაიბადა LabSolue – პარფიუმერიის სახლი, რომელიც მეცნიერების სიზუსტესა და ბუნების სისუფთავეს აერთიანებს. მისი სახელიც ამას გვეუბნება: „ლაბორატორია“ როგორც ექსპერიმენტის სივრცე და „აბსოლუტი“ როგორც სურნელის სიწმინდისა და ავთენტურობის სიმბოლო.

LabSolue-ს სიმბოლო ხეა – ფესვებით წარსულში გადგმული და მომავალისკენ მიმართული. ეს სიმბოლო განასახიერებს ყველაფერს, რასაც ბრენდი ქმნის: დახვეწილი არომატის კომპოზიციიდან მინის ბოთლის დიზაინამდე, საოჯახო ისტორიიდან სტუმართმოყვარეობის ფილოსოფიამდე.

ოჯახის ისტორია 1940-იან წლებში მილანში დაიწყო, როცა ვინჩენცო მარტონემ კოსმეტიკური პროდუქტების კომპანია Marvin დააარსა. შემდეგ მისმა ვაჟმა ICR შექმნა, რომელიც პრემიალური ხარისხის არომატების საერთაშორისო მწარმოებლად იქცა. მესამე თაობამ – დებმა ჯორჯიამ და ამბრამ – 2013 წელს ახალი თავი გადაშალეს და  LabSolue დააფუძნეს, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობას თანამედროვე ენერგიით აგრძელებს.

LabSolue-ს კოლექცია „ოლფაქტორული ბიბლიოთეკის“ პრინციპითაა აწყობილი. აქ თითოეული სურნელი ბუნების ერთი სახეობის სახელს ატარებს, თუმცა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი ნოტი. ხილი და ბალახეული ხმელთაშუა ზღვის ცოცხალ სულს გვაგრძნობინებს, ყვავილები – ბუნების მრავალფეროვან ზეიმს, ტყე – კეთილშობილ ხეებსა და ბალზამებს აცოცხლებს, ხოლო ფისები – მარადიულ ტრადიციებს გვახსენებს. ეს სურნელები თავისუფალია გენდერული ჩარჩოებისგან და ყველას საშუალებას აძლევს, საკუთარი იდენტობა ყნოსვითი ხელწერით გამოხატოს.

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ხაზი Aqua Adornationis – „წყლის სამკაულია“. ძველი არქივიდან აღდგენილი ეს სახელწოდება რვა უნიკალურ არომატს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული ოჯახის ისტორიას და პერსონალურ მოგონებებს უკავშირდება.

LabSolue-ს სამყაროში გამოცდილება მხოლოდ სურნელით არ მთავრდება. მილანის სასტუმრო Magna Pars-ში მათ საკუთარი ბარი შექმნეს – ადგილი, სადაც „აპერიტივო“ სურნელოვან მოგზაურობად იქცევა და კოქტეილებს უნიკალურ არომატს სძენს.

LabSolue-ს ყველა პროდუქტი იტალიაში, საოჯახო ქარხანაში, აკურატული სიზუსტითა და მდგრადობის პრინციპებით იქმნება. FSC-სერტიფიცირებული ქაღალდი, ბუნებრივი ინგრედიენტები და ეთიკური წარმოება მათი ხელწერის ნაწილი ხდება. და რაც მთავარია – ეს ოსტატობა და მილანური ელეგანტურობა ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. LabSolue წარმოდგენილია „არომატეკაში”, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენი პირადი სურნელი და გახადოთ ის ყოველდღიური ცხოვრების ნაზი თანამგზავრი.

aromateque,ge

Scroll To Top