30.03.2024

გაზაფხულის დადგომასთან ერთად გიჩნდება სურვილი სცადო რაღაც ახალი, გადახედო არსებულ რუტინებს და გაახალისო შენი ყოველდღიურობა. შესაბამისად, ტრანსფორმირდება გარდერობი, გარემო და განწყობაც კი. თუ სიახლეებს ეძებთ, ქართულ ბაზარზე გამოჩენილ ახალ ბრენდზე გიყვებით, რომელსაც კანის მოვლის ენთუზიასტები ადვილად შეიყვარებენ.

Kool Beauty ანგრევს წარმოდგენებს მრავალსაფეხუროვანი რუტინების და რთულად დასამახსოვრებელი კომბინაციების შესახებ. მხოლოდ აუცილებელი! ასეთი ლოზუნგი აქვს ფრანგულ ბრენდს, რომელიც სამ ძირითად პროდუქტზე ორიენტირებითაა შექმნილი.

კანის მოვლის თანამედროვე მარკეტი იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უჭირს, თუმცა Kool Beauty არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ პროდუქციას გვთავაზობს. მაგალითად, შრატი, სახისა და თვალის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ არა მხოლოდ შეარჩიოთ, არამედ კომბინაციაში ჩასვათ, ანუ მიქსოლოგიის პრინციპების მიხედვით შეუთავსოთ ერთმანეთს.

ბრენდი მუდმივი ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშაა, რადგან მისთვის კანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია, რასაც ოფთალმოლოგიური და დერმატოლოგიური კონტროლით ახერხებს. სუფთა, ეფექტური ფორმულების წყალობით არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ – გარემოც კმაყოფილია. დიახ, სწორად კითხულობთ. Kool Beauty-ს მინის ქილები სრულად ბიოდეგრადირებადია, ეკომეგობრული პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე.

Kool Beauty. თუთიის დამატენიანებელი

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება დამატენიანებელმა საცხმა მიიქცია, რომელსაც აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტებიდან – თუთიაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, თუმცა ნიაცინამიდსაც შეიცავს, რითიც იდეალურ კომბინაციას ქმნის. ებრძვის გამონაყარსა და მისგან დარჩენილ ლაქებს, ხელს უშლის შავი წერტილების ფორმულირებას, არეგულირებს ცხიმიანობას. ეს პროდუქტი არაკომოდოგენურია.

Kool Beauty. რეტინოლის ასაკობრივი შრატი

სამუდამო ახალგაზრდობის იდეა როგორ ჟღერს? აშკარად მიმზიდველად! ბიო რეტინოლის ანტიასაკობრივი შრატი K2 – განკუთვნილია ყველა ტიპის, განსაკუთრებით გამომშრალი, ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი, მოდუნებული, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. შეიცავს 1%-იან მცენარეულ რეტინოლს პრებიოტიკებით, რაც შესამჩნევად ამცირებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს.

შეგახსენებთ, რომ რეტინოლის შემცველი პროდუქტების რუტინაში ჩასმა 24 წლის ასაკიდან შეგიძლიათ, მისი გამოყენება კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. დაიტანეთ საღამოს სუფთა სახის კანზე, მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. დღისით აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი SPF 30-50 კრემი და შეინარჩუნეთ მარადიული ახალგაზრდობა.

Kool Beauty. ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი

როგორც ცნობილია, შრატი დაბალი მოლეკულური წონის მქონე ერთეულებს შეიცავს, შესაბამისად – უკეთ შეიწოვება. ეს კონკრეტული პროდუქტი გამონაყარის საწინააღმდეგო მოქმედებით აქრობს ანთებით კერებს, ებრძვის აკნეს, კანს მეტად ერთგვაროვანსა და ბრწყინვალეს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ შრატი ელასტიურობის გაზრდის და ღრმა დატენიანებისთვისაც საინტერესო საშუალებაა.

მოკლედ, #ამარტაგირჩევთ ეწვიოთ PSP-ს სააფთიაქო ქსელის უახლოეს ფილიალს, სხვადასხვა კომბინაციით სცადოთ Kool Beauty-ს რუტინის შედგენა, რადგან მხოლოდ აუცილებელი, ეფექტური ფორმულებით მიიღებთ სასურველ შედეგს.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top