
03.08.2022
28 ივლისს, King David-ში „სნეპ ფიტნეს“-ის პრემიუმ აუზზე, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკ „არომატეკა“-მ დააანონსა Kilian-ის ახალი სუნამოს – Kologne-ის წარდგენა.

კილიან ჰენესი (byKilian-ის დამფუძნებელი) საფრანგეთის ყველაზე ცნობილი დინასტიის Hennessy-ს შთამომავალია. ეს გვარი უკავშირდება ჰენესის ალკოჰოლურ სასმელებს, კილიანი ცდილობს გამოიყენოს და გადმოიტანოს წინაპრებისგან მიღებული გამოცდილება სუნამოებში, სწორედ ამიტომ მან დაარსა თავისი სახელობითი ბრენდი by Kilian, რომელიც ისწრაფვის სრული ფუფუნებისკენ – პარფიუმერია როგორც ხელოვნება.


ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კილიანის კოქტეილების ხაზის გამორჩეული სუნამო Angel’s share, რომლის სახელწოდებაც იგივე „ანგელოზების წილი“ სწორედ კონიაკის წარმოებას უკავშირდება. Angel’s share-ს უწოდებენ იმ დანაკარგს, რომელიც კონიაკის მუხის კასრებში დავარგებისას ორთქლდება. ეს დანაკარგი დაახლოებით 50მლ-ია და სწორედ ამიტომ, კილიანის ყველა სუნამო 50მლ შეფუთვაში გვხვდება.







სწორედ ახალი სუნამოს ინსპირაციით შექმნილი რეცეპტით, ექსკლუზიურად მომზადდა კოქტეილები ჰენესის ბარში, ღონისძიების სტუმრებისთვის.

Kologne, Shield of protection By Kilian – სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი „არომატეკა“-ს ბუტიკში, იოანე შავთელის 17, სასტუმრო ამბასადორი.