ხვეული თმის მოვლა

19.10.2021

ხვეულთმიანებმა კარგად ვიცით, რომ ყოველი გათენებული დილა სიურპრიზებით არის სავსე და ამისთვის გლობალური მასშტაბის სიახლეები სულაც არ არის საჭირო, პირიქით ჩვენი ვარცხნილობა საკმარისი მოულოდნელობებით არის სავსე.  არადა ძილის წინ ყველაფერი სწორად გააკეთე: საშხაპესა და მის გარეთ ნამდვილი ცეცხლი დაანთე, რიტუალი ჩაატარე, ათას-ასი პროდუქტი ჩამოიბანე და ამდენივე თმაზე დაიტოვე, ძილშიც მაქსიმალურად აკონტროლე მოძრაობის ტრაექტორია და იქნებ აბრეშუმის ბალიშისპირშიც კი ჩადე მთელი ინვესტიცია, მაგრამ არა, დილას ყველაფერი თავდაყირა დაგხვდა, ანუ დღეს ქუდს ვიფარებთ. 

ამ ყველაფერზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად ის, რომ ხვეული თმა დიდი ხანია, რაც უბრალოდ თმის კატეგორიას გასცდა და დეტალებში ჩაიშალა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ კულულის სიგრძის, სისქისა და ხასიათის მიხედვით შესაძლოა 9 ტიპის თმიდან ერთ-ერთს მიეკუთვნებოდეთ, ან პირდაპირ რამდენიმეს იტევდეს თქვენი თავის სკალპი. 

2A – მსუბუქად დატალღული, 2B – უბრალოდ ტალღოვანი, 2C – ძლიერ ტალღოვანი, 3A – მსუბუქად ხვეული 3B – ხვეული, 3C  – ძალიან ხვეული 4A – ხუჭუჭი 4B – ზიგ-ზაგისებრი 4C – ძალიან ხუჭუჭი. 

საკუთარ თმის ტიპზე საუბრისას ალბათ ბევრჯერ შეჩერებულხართ და გიფიქრიათ, ხართ თუ არა საკმარისად ხუჭუჭი იმისთვის, რომ ხვეული თმის პროდუქტები შეიძინოთ? ან როგორ მოუაროთ თმას ისე, რომ საკუთარი სილამაზის მაქსიმუმი გამოავლინოს? #ამარტაგირჩევთ სწორ რუტინას და საჭირო პროდუქტებს. 

#1 არ ცდუნდეთ

მიუხედავად იმისა, რომ დაბანის შემდგომ ხვეულები საუკეთესოდ გამოიყურება, არ უნდა ცდუნდეთ და წყლის ხშირი ზემოქმედებით თავის კანი არ უნდა გამოიშროთ.  ხვეულების სიჯანსაღისთვის მთავარი რჩევა ‘ნაკლები შამპუნი – მეტი კონდინციონერია’, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენი სკალპი და თმის ტექსტურა ისედაც სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, სწორედ ამის ხარჯზე იღებს ზამბარისებრ ფორმას, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თმას კვირაში ორჯერ იბანთ, შამპუნის გამოყენება ორივე შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული პროდუქტი განკუთვნილი იყოს თქვენი თმის ტიპისთვის, რათა მიყენებული სტრესის ხარჯზე ღერები არ დასუსტდეს, მოწყდეს ან გაიყოს. 

იტალიურ ბრენდ კეიპროს პროფესიონალური მოვლის საშუალებების გამოყენება იდეალური გადაწყვეტილებაა სალონური შედეგების შინ მისაღებად. ხვეული თმის ხაზის ფორმულები იმდენად დახვეწილია, რომ მინიმუმამდე ამცირებს თმისა და მასთან ერთად თქვენი ძვირფასი ნერვის დაწყვეტის რისკებს. 

KAYPRO/შამპუნი ხვეული და ტალღოვანი თმისთვის შეიცავს თაფლისა და ვიტამინების კომპლექსს,  რაც თმის ბზინვარებასა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თაფლი ბუნებრივი ემოლიენტი და დამატენიანებელი ინგრედიენტია, ამიტომ სკალპის მიკროფლორას არეგულირებს და ბზინვარებას ანიჭებს ყველაზე უსიცოცხლო ღერებსაც კი, ამავდროულად, ეფექტურად იერთებს წყლის მოლეკულებს და ხანგრძლივი დროით ატენიანებს თმას. პროდუქტი გამოიყენება, როგორც ხვეული, ასევე ბიო და ქიმიურად დახვეული თმისთვის, რადგან ხელს უწყობს ლამაზი ხვეულების ფორმირებას და ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.

#2 მეტი კონდინციონერი

ვთანხმდებით, რომ შამპუნს შედარებით ნაკლები ინტენსივობით ვიყენებთ, თავის კანზე მისი განაწილება კი, მასაჟის არა წრიული, არამედ ზიგ-ზაგისებრი მოძრაობებით უნდა მოხდეს, რადგან წრიული მანიპულაციისას თმა იბურდება და ბუდობრივ სირთულეებს ქმნის. თუმცა, მაშინაც კი, თუ ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციას ზედმიწევნით მიყვებით, სავარაუდოა რომ თქვენი თმის მორჯულება მაინც საკმაო სირთულედ დარჩება და კონდიციონერის აქტიურ გამოყენებას მოითხოვს. 

KAYPRO/ კონდინციონერი ხვეული და ტალღოვანი თმისთვის კვირაში ორჯერ შეგიძლიათ დაიტანოთ ნოტიო ან/და სველ თმაზე, გაიჩერთო 3-5 წუთით და ჩამოიბანოთ. გარდა იმისა, რომ სტრუქტურისა და ელასტიურობის გაუმჯობესებას იგრძნობთ, თმა არ დაიმუხტება, არ დაკარგავს მოცულობასა და ფორმას, ამავდროულად, გაცილებით ადვილად ჩამოივარცხნება. 

#3 სწორი ფიქსაცია

ყველა ხვეულთმიანი თავად ირჩევს საშუალებას, რომელიც უკეთ გამოყოფს კულულებს და ვარცხნილობას მისთვის სასურველ ეფექტს აძლევს. როგორც მარკ ტვენმა თქვა, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მის გამო ომი ხშირად ხდება, ამიტომ მეტად გონიერი ბრენდები ზედმეტ უსიამოვნებას გაცილებენ თავიდან. 

კეიპრო თმის მოდელირებისთვის გთავაზობთ დამუხტვისა და აფუების საწინააღმდეგო ზეთს და ხვეული თმის კრემს.  თმის სიჯანსაღეზე ზრუნვისთვის სხვადასხვა ვიტამინითა და თაფლით მდიდარი ზეთის რეგულარული გამოყენება აუცილებელია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ფიქსაცია და კულულების მთელი დიდებულებით წარმოჩენა გსურთ, კრემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დაიტანეთ დაბანილ თმაზე და არ ჩამოიბანოთ, არც გამშრალებაა საჭირო, თუ ცხელი აირით ზემოქმედებას მაინც გადაწყვეტთ, მაშინ არჩევანი დიფუზორზე  შეაჩერეთ. 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა და რეკომენდაცია მხოლოდ ერთს ემსახურება, გაგიმარტივოთ მოურჯულებელი, ხვეული თმის მოვლის რუტინა და დაგანახოთ, რომ კალენდარში „კარგი ვარცხნილობის დღეების“ სიმრავლე დამოკიდებულია სწორად შერჩეულ პროდუქტებზე. ენთუზიაზმს ნუ დაკარგავთ, თქვენი თმა ის გამორჩეული ელემენტია, რომელიც იდეალურ სამკაულს წარმოადგენს სადაც არ უნდა მიდიოდეთ და რაც არ უნდა გეცვათ. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap