31.07.2021
ზაფხული ის პერიოდია, რომელიც დაუვიწყარი ემოციების და წარუშლელი მოგონებების შეგროვებას უნდა დავუთმოთ. ამ დროს ყველაზე ნაკლებად გვსურს უდარდელი დღეები დაუგეგმავმა უსიამოვნებამ გაგვიფუჭოს, თუნდაც „ცუდი ვარცხნილობის დღემ“… მსოფლიოში დიდი ხანია, რაც Bad hair day – საპატიო მიზეზია ცუდ ხასიათზე ყოფნისა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გამოკლების, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მაქსიმალურად ვიზრუნებთ თქვენს მუდმივად მბზინავ და ჯანსაღ თმაზე.
თუ ვთანხმდებით, რომ საკუთარი თავის სიყვარული, მისი მოვლა და რიტუალური ზრუნვა ხელოვნებაა, განსახილველი საკითხები შეგვიძლია სპექტაკლის „მოქმედებებად“ დავყოთ და სიმბოლურ პარტერში მოგიპატიჟოთ, მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ:
წყურვილი
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენს ფიზიოლოგიურ პროცესებსა და ფიზიკურ გამოხატულებებს შორის, ყველაზე მკაფიო – წყურვილია. მაღალი ტემპერატურის პირობებში, წყლის საჭიროებას ორგანიზმზე არანაკლებ განიცდის თმა. „გაუწყლოვების“ ვიზუალური გამოხატულება სტრუქტურის დაზიანება, სკალპის სიმშრალე და თმის ცვენაც კი, შეიძლება იყოს! დროული დახმარებისთვის, არა ერთჯერადი შედეგი, არამედ მუდმივი ზრუნვაა საჭირო. ამიტომ რუტინის აუცილებელი ატრიბუტი მსუყე, დამატენიანებელი ფორმულის მქონე საშუალებებია, სასურველია ნატურალური წარმოშობის, მცენარეული ცხიმებით.
ოქროსფერი სხივები
მოქმედება ასე ვითარდება: ქვიშიან სანაპიროზე გელოდებით, თქვენ მოაბიჯებთ ნაზად, აუღელვებლად.. იღიმით, დიახ, აუცილებლად იღიმით, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად გიხდებათ. მზის სხივები დაგთამაშებთ თმაზე და სარკისებრად ირეკლავთ ულამაზეს პეიზაჟს.. მაგრამ, აქ დროებით უნდა შევჩერდეთ.
სამწუხაროდ, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან თავდაცვა მხოლოდ სხეულს არ სჭირდება. UVA/UVB აგენტები აზიანებენ თმას, უკარგავენ მას სიჯანსაღესა და ბზინვარებას. სხვათაშორის, არსებობს ზაფხულში თმის მოვლისთვის სპეციალიზირებული ხაზები, რომლის ყველა პროდუქტიც მზის აბაზანების მიღებამდე და შემდგომ მოვლას უზრუნველყოფს. საქართველოში მსგავსი ფუფუნება ჯერ არ გვაქვს, თუმცა პსპ-ს სააფთიაქო ქსელის თაროებზე სულ მალე გამოჩნდება იტალიური KAYPRO-ს ახალი, SUN სერია, რომელიც წარმოდგენილი იქნება შამპუნის, ნიღბის, შრატისა და დამცავი ზეთის სახით!
განსაკუთრებულ ყურადღებას დამცავ ზეთზე გავამახვილებ. აუზის ქლორი, ზღვის მარილიანი წყალი, ულტრაიისფერი სხივების ჭარბი კონცენტრაცია – შესაძლოა თმის დაზიანების მიზეზი გახდეს, თუმცა თუ მზეზე გასვლამდე Kaypro-ს Protective oil-ს გამოიყენებთ თმის მთელ სიგრძეზე და სანაპიროზე ყოფნისას პერიოდულად განიახლებთ, მოცულობითი, ჯანსაღი, მბზინავი თმის სტრუქტურა გარანტირებული გაქვთ.
აღდგენა
და მაინც,მიუხედავად იმისა, თუ რამდენ დროსა და ენერგიას ვდებთ მოვლილი თმის შესანარჩუნებლად, მომატებულ ტენიანობასა და მაღალ ტემპერატურას შეუძლია თმა „დასტრესოს“. აუზში თითოეული ჩასვლის, ზღვაში სასიამოვნო გაცურვისა და მზის აბაზანების შემდგომ, აბურდული, აწეწილი, უსიცოცხლო „ვარცხნილობა“ გვრჩება საჩუქრად. რეალურად, უნდა შევიყვაროთ ყველაფერი, რაც სასიამოვნო ემოციებს უკავშირდება, მაგრამ ნაფერები თმის ერთი ხელის მოსმით განადგურება, რთული საყურებელია.
აქტიურად ჩართეთ რუტინაში აღმდგენი, სტრუქტურის გამაძლიერებელი საშუალებები, მაგალითად ზემოთ აღნიშნული Kaypro Sun სერიის დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც შამპუნის შემდგომ, მსუბუქად შემშრალებულ თმაზე უნდა შეიზილოთ. არ დაგავიწყდეთ, თმის ძირებზე მასაჟისებრი მოძრაოებები სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, ამარაგებს თმის ბოლქვებს ჟანგბადით და აძლიერებს მას. 5-10 წუთი სრულიად საკმარისია მსგავსი ნიღბის მოქმედებისთვის. შემდგომ უბრალოდ ჩამოიბანეთ და ისიამოვნეთ შედეგით.
ზრუნვა
განმარტებით ლექსიკონს თუ ვენდობით, ზრუნვა იმ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც რაიმეს შესანარჩუნებლად, დიდი სიყვარულით კეთდება, თუმცა ჩემთვის ყველაზე რთულად განსასაზღვრი, მუდმივი, რუტინული, მაგრამ არამომაბეზრებელი ცნებაა.. ზრუნვის გამოხატვა საკუთარი თმისადმიც შეგიძლიათ. მაგალითად მაშინ, როდესაც გარემო პირობები ისედაც მკაცრია, ნუ გამოიყენებთ მოვლის პროდუქტებს სხვადასხვა ქიმიური გამაღიზიანებლებით. Kaypro Sun – სერია არ შეიცავს SLS, მინერალურ ზეთებს და პარაბენს, შესაბამისად, ისედაც დასტრესილ თმას – საფრთხე არ ემუქრება.
ტროპიკები
მოქმედებას მზიან სანაპიროზე ვასრულებთ, ფრანგულ პოლინეზიაში. თქვენ ფერადი ყვავილების გვირგვინი გადგათ თავზე და მწვანე ქოქოსის წყალს შეექცევით. სანამ ეს ზღაპარი მორჩება – ინსპირაცია იბადება. Kaypro Sun ხაზის თითოეული შეფუთვა ტროპიკების განწყობას აცოცხლებს.
სერიის მთავარი კომპონენტი ტაიტის კუნძულის მონოის ზეთია. ფრანგულ პოლონეზიაში ზეთის დამზადების განსაკუთრებული წესი აქვთ. გარდენიას სურნელოვან ფურცლებს ქოქოსის ცხიმში ავარგებენ, დროთა განმავლობაში ფორმულა განსაკუთრებულ სასარგებლო თვისებებს იძენს, მისით იტენიანებდნენ სხეულსა და თმას საუკუნეების მანძილზე პოლინეზიელები, ასევე მკურნალობდნენ ახალშობილების გაღიზიანებულ კანსა და სხვადასხვა დაავადებებეს. ტაიტის მონოის ცხიმი ჰიპოალერგიული და არაკომოდოგენურია, შესაბამისად ატენიანებს სკალპს, ზრუნავს სასარგებლო ცხიმების შენარჩუნებაზე, ამცირებს დაყოფილ ბოლოებს და აჯანსაღებს თმის სტრუქტურას.
ახლა კი, ნამდვილად დადგა დრო ერთმანეთს დავემშვიდობოთ.. ტაიტის საუკუნოვან საგანძურს ვეზიარეთ, გაუთქმელი საიდუმლოებებიც გავანდეთ ერთმანეთს და ზრუნვის სულ ახალი გამოცდილება შევქმენით. დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ!
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი