KAYPRO ARGAN SERIES

28.04.2021

ქეიპროს  თმის გამაჯანსაღებელი  პროფესიონალური სერია არგანის ზეთით უმაღლესი ხარისხის ნატურალურ კომპონენტებზე იტალიაშია დამზადებული. თითოელ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტი არის მაღალი ხარისხის,ორგანული და უსაფრთხო.  არგანის სერიის  უნიკალური ფორმულა გამდიდრებულია ვიტამინებით, თმის აღმდგენი კერამიდებით, ომეგა-6 და ომეგა-9 ამინომჟავებით, რომლებიც ინტენსიურად კვებავენ, აჯანსაღებენ და სწრაფად აღადგენენ დაზიანებულ, გამომშრალ და გაუხეშებულ თმას.

არგანის შამპუნი მშრალი და დაზიანებული თმისთვის 350მლ

სწრაფად აღადგენს, კვებავს და აჯანსაღებს დაზიანებულ გაუხეშებულ გამომშრალ თმას, მატებს ბზინვარებას, ელასტიურობას და სირბილეს, ავსებს თმას სასიცოცხლო ენერგიით. რეკომენდებულია ხშირი გამოყენებისთვის. 

KEPRO / თმის ნიღაბი არგანის ზეთით მშრალი და დაზიანებული თმისთვის 500მლ

მომენტალურად კვებავს და ატენიანებს დაზიანებულ, გაუხეშებულ გამომშრალ თმას, მატებს ბზინვარებას, ელასტიურობას და სირბილეს, ავსებს თმას სასიცოცხლო ენერგიით. პირველივე გამოყენების შემდეგ თმა ადვილად ივარცხნება, ის ხდება მოქნილი, ელასტიური და ბზინვარე. თმის სწრაფად აღდგენის მიზნით  იდეალურია მისი გამოყენება თმის გაღიავებისა და ქიმიური დამუშავების  შემდეგ.

გამოყენების წესი: მცირე რაოდენობა დაიტანეთ სუფთა დაბანილ ნოტიო თმაზე, გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე და თმა დაივარცხნეთ, ამ დროს ნიღაბი ღრმად შეიწოვება. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.

8423-KEPRO / დაზიანებული თმის აღმდგენი  არგანის ზეთი 

კვებავს და  ატენიანებს თმას; არბილებს, აჯანსაღებს, ანიჭებს სიგლუვეს  და ელასტიურობას;  იცავს თმას დაზიანებისგან და გამოშრობისგან; ამცირებს მოცულობას, აქვს თმის დამუხტვის საწინააღმდეგო ეფექტი, იცავს თმას გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან  და UV გამოსხივებისგან; ანიჭებს თმას სიკაშკაშეს და ბზინვარებას.

გამოყენების წესი: მცირე რაოდენობა დაიტანეთ სუფთა დაბანილ ნოტიო თმაზე, გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე, ჩამობანას არ საჭიროებს.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top