კალამზე გადატანილი ისტორია

„950 წელი დავით აღმაშენებლის დაბადებიდან “

23.06.2023

მსოფლიოს წამყვანი ლუქს კატეგორიის ბრენდების წარმომადგენელი ბუტიკი „ქრონოგრაფი“ წარმოგიდგენთ კალმების საუკუნოვან ბრენდ Montegrappa-სთან კოლაბორაციას, სახელად: „950 წელი მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის დაბადებიდან“. ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა კალმების ლიმიტირებული კოლექცია, სიმბოლურად 95 ერთეული, რომელიც აერთიანებს საქართველოს ისტორიასა და ქართულ დამწერლობას.

„ქრონოგრაფი“-სთვის ეროვნულ ღირებულებებზე ზრუნვა ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამას მოწმობს წინა წლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები: „დამოუკიდებელი საქართველო“, „ქართული ანბანი“, „ქართული ორნამენტი“ და სხვა. ამ პროექტების მთავარი მიზანიც სწორედ ქართული ისტორიისა და კულტურის ხელოვნებაში გაცოცხლებაა.

„წლევანდელი პროექტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურის  დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს ეძღვნებ. ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გმირისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანის  საპატივცემულოდ, ვეცადეთ შეგვექმნა კალამი, რომელიც იდეალურად განასახიერებდა მეფე დავითის სულისკვეთებას და მის ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებასა და ერის გამთლიანებაში.

პროექტის დიზაინერად შევარჩიეთ გიგა ხატიაშვილი, შემოქმედებითი სფეროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ მის ინტერესს ქართული დამწერლობისა და ისტორიის, განსაკუთრებით კი ჩვენი პროექტის მთავარი გმირის – დავით აღმაშენებლისადმი“, თამარ გელაშვილი, „ქრონოგრაფი“-ს გენერალური მენეჯერი.

კალმის დიზაინის აღწერა

„პროექტზე მუშაობისას საფუძვლიანად შევისწავლეთ  დავით აღმაშენებლის ეპოქა, რომელიც სახვით ზედაპირზე გავაცოცხლეთ. თითოეული სიმბოლო ჩვენს ხელთ არსებულ ისტორიულ წყაროებსა და არტეფაქტებს ეყრდნობა“, გიგა ხატიაშვილი, პროექტის დიზაინერი.

კალამზე დატანილია სიმბოლოები:

  • ასომთავრული ა-ნი და დ-ონი – ავით აღმაშენებლის მონოგრამა
  • სამფოთლიანი მუხის რტო – გულწრფელობის, მდგრადობისა და სამართლის სიმბოლო
  • ორი ნაყოფი რკო – სიმბოლო დავითის, მეფე-მღვდელის საერო და სასულიერო მსახურებისა.
  • მეფის ხელრთვის  (ხელმოწერის) ასლი – დავით IV-ის ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი
  • რიცხვი 950 – რაც აღსანიშნავ თარიღს შეესაბამება
  • უნიკალური ნუმერაცია 1-95, რომელიც ლიმიტაციას აღნიშნავს

დავითის, როგორც ვახტანგის შთამომავლის დროშა იყო სპეტაკი ფერი, რომლის შუაში განთავსებული იყო ნარინჯისფერი მამაზეციერის ნიშანი. მუხის რტოს სიმბოლოსთვის გამოყენებული ნარინჯისფერი კი ოქროს ხანის ამსახველია.

მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შანსი ქართულ კულტურაში დავტოვოთ მარადიული ღირებულების მატარებელი კალამი, რომელიც საუკუნოვან ისტორიას თაობიდან თაობას გადასცემს და მუდამ შეგვახსენებს იმ საამაყო პერიოდის შესახებ, რომელსაც თითოეული ქართველი გულით ვატარებთ. „ქრონოგრაფი“-ს გუნდი სამომავლოდაც ბევრ საინტერესო, ეროვნულ იდენტობაზე ორიენტირებულ პროექტს გპირდებათ.

თამარ გელაშვილი, მაღაზიის მენეჯერი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top