Just Cavalli

21.07.2026
Just Cavalli კვლავ არღვევს ჩარჩოებს და წარადგენს Wild NEW დუეტს – ორ თამამ სუნამოს, რომლებიც წინა Wild Heart კოლექციის წარმატების გაგრძელებაა. დუეტი შექმნილია მეამბოხეთა ახალი თაობისთვის, რომელთაც როკ-ენ-როლის სული ამოძრავებთ. ეს არის Just Cavalli-ს მოყვარული ურბანული, ახალგაზრდა და უკომპრომისოდ თამამი ხალხი, რომლებიც გლამურით, მიწისქვეშა ენერგიითა და დადგენილი წესრიგის რღვევის სურვილით გამოირჩევა.

მათთვის, ვინც ცხოვრებაში მრავალფეროვნებას ეძებს, Just Cavalli Wild Pink Eau de Parfum სპონტანურობის სიტკბოს ატარებს – ეს არის ყვავილოვან-ხილოვანი კომპოზიცია წვნიანი თეთრი ატმის, სენსუალური ჟასმინისა და მაცდური ვანილის ნაზავით. პარფიუმერმა კეთრინ სელიგმა შთაგონება იტალიური შუადღის ოქროსფერ ბზინვარებაში იპოვა და, მისივე თქმით, შექმნა განებივრების განცდა, სადაც მოელვარე სიახლე ხავერდოვან სიღრმეს ხვდება.

მათთვის კი, ვისაც ვნება ამოძრავებს, Just Cavalli Wild Blue Eau de Toilette ახალ სუნთქვას სძენს – გამაგრილებელი ღვიის ზეთის, დახვეწილი ფორთოხლის ყვავილისა და მდიდრული ტყავის ერთობლიობით. Givaudan-ის პარფიუმერი კარინ სერტენ ბუენი ჰყვება, რომ სურდა აღენიშნა ახალგაზრდობისა და მეამბოხეობის თავბრუდამხვევი თავისუფლება, სადაც ყოველი ღამე პირობითობების რღვევისა და საკუთარი წესებით ცხოვრების მოწვევაა.

ბოთლების დიზაინი ბრენდის ხელწერას სისხლხორცეულად ასახავს. აქ Just Cavalli-ს ლეგენდარული პრინტები და ფერები ელექტრულ ტონებს ეჯახება: ნეონისფერი ლაიმის აქცენტები, ზებრას ორნამენტი და გამბედავი შავი გოთური ლოგოები. Wild Blue მკვეთრ ლურჯში ბრწყინავს, Wild Pink კი ენერგიულ მუქ ვარდისფერში ელავს.
