იზეიმე ცხოვრება ყოველდღე, ყველგან!

Johnnie Walker Black Label Sherry Finishსაქართველოშია

05.10.2022

Johnnie Walker Black Label Sherry Finish აბრეშუმისებრი, გლუვი ტექსტურის სასმელია, შთაგონებული „ჯონი უოკერის ბლექ ლეიბლის“ საკულტო სკოჩის თამამი და ცოცხალი არომატით.

მსოფლიოში ნომერ პირველი შოტლანდიური ვისკის, Johnnie Walker-ის ახალმა, ლიმიტირებულმა გამოშვებამ – Johnnie Walker Black Label Sherry Finish, მაისიდან დღემდე, 35 ქვეყნის, მათ შორის – საქართველოს ალკოჰოლური სასმელების თაროებზე საპატიო ადგილი დაიკავა. ამიერიდან, ქართველ მომხმარებლებს, ალკოჰოლური სასმელების ბრენდების კოლექციონერის, საერთაშორისო კომპანია Diageo-ს მეშვეობით, Johnnie Walker-ის ამ სახეობის შეძენაც შეეძლებათ.

ახალი სახეობა, რომელიც შერის, ანუ ხერესის სეზონურ კასრებში დავარგდა, ლეღვისა და ქლიავის სიტკბოთი, შავი შოკოლადისა და ყავის არომატით გაჟღენთილი, Johnnie Walker Black Label-ის ყველა ნაცნობ სურნელსა და გემოს აერთიანებს.

Black Label მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საუცხოო შოტლანდიური ვისკის ნაზავს წარმოადგენს. თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ის ეტალონად არის აღიარებული და ამას მისი არაერთი ჯილდოც მოწმობს. Johnnie Walker Black Label-ის სასმელებიდან ყველაზე ახალგაზრდა დაძველებულია, მინიმუმ, 12 წლის განმავლობაში. არომატი შეიცავს: სანელებლებს, მელასს, ფორთოხლისა და თეთრი წიწაკის ნოტებს. გემო დაბალანსებულია მარცვლეულის მოტივებით, მცენარეული თაფლით, ნაღების ტოფით, კვამლის ელფერით.

Რაც შეეხება Johnnie Walker Black Label Sherry Finish-ს, უფრო დეტალურად, ეს სახეობა გულისხმობს ცოცხალი, აბრეშუმისებრი, გლუვი ტექსტურის მქონე შოტლანდიურ ნაწარმს. სასმელი იმ ვისკის გამოყენებითაა დამზადებული, რომელიც მწიფე ხილის ტკბილი ნოტების უზრუნველსაყოფად, ხერესის კასრებში დავარგების, სულ მცირე, 12 წელიწადს ითვლის.

„ეს არის ვისკი, რომელიც შთაგონებულია თამამი გემოთი და ცოცხალი არომატით, სწორედ ისეთით, თავად Johnnie Walker Black Label რომ არის მსოფლიოში ცნობილი.

ჩვენ ამ სახეობის განსაკუთრებულ გემოსა და ხასიათს შერის სეზონური კასრებიდან მიღებული მწიფე ხილის ტკბილი არომატი დავაშენეთ. Შედეგად, მივიღეთ სასმელი, რომელსაც ციტრუსის გემოც დაჰკრავს. ეს არის კოლიზია, რომელსაც ერთდროულად, სიგლუვის შეგრძნებაც მოაქვს და ხერესის კასრის თავისებურებაც ბუნებრივად მოჰყვება“, გვიხსნის Johnnie Walker-ის მასტერ ბლენდერი, ემა უოკერი. Johnnie Walker Black Label Sherry Finish შოტლანდიის ოთხი კუთხის სპეციფიკურ სურნელზე დაყრდნობით შეიქმნა: ტკბილი ხილისა და პიკანტური არომატი ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში (Highland) მდებარე „კლინილეშისა“ (Clynelish) და სფეისაიდის (Speyside) რეგიონში არსებული „კარდუს“ (Cardhu) დისტილერიებიდან მოდის; კრემისებრი ტოფის, თაფლის მსგავსი სიტკბოსა და ვანილის არომატი კი, შოტლანდიის სამხრეთით მდებარე დისტილერიებიდან – „კამერონბრიჯისა“ (Cameronbridge) და „გლენკინჩისგან“ (Glenkinchie); გარდა ამისა, სახეობას კუნძულ აილაზე მდებარე დისტილერიის, „კულ ილას“ (CAOL ILA) კვამლის ელფერიც დაჰკრავს.

ქიშმიში და ლეღვის ჩირი, ყავისფერი შაქარი და მადაგასკანური ვანილი, სურნელოვანი და ტკბილი ხის კვამლის ნოტები, Მერქნის სურნელი, წითელი ხილის სოუსისა და სულ მცირე რაოდენობის მიხაკის არომატი – ყველა ამ სასიამოვნო არომატის შეგრძნება შესაძლებელია Johnnie Walker Black Label Sherry Finish-ის დალევისას. ის Მკვეთრი გემოთი და ღიად გამოხატული სხვადასხვა არომატით მდიდარი, შეუდარებლად დაბალანსებული შოტლანდიური ნაზავია.

სერვისის შეთავაზება:

ლიმიტირებული გამოშვების Johnnie Walker Black Label Sherry Finish შეგიძლიათ, სახლშიც მიირთვათ. Მას მხოლოდ ყინულის დამატება და დესერტთან შეხამება დასჭირდება. Ჩვენი მხრივ, რეკომენდაციას ვუწევთ მუქი ფერის ხილს, თხილსა თუ შოკოლადს.

Johnnie Walker Black Label Sherry Finish-ს საუცხოო გემო აქვს შავი მოცხარის ჰაიბოლთან. ცადეთ სახლში:  ჩაასხით Johnnie Walker Black Label Sherry Finish ყინულით სავსე მაღალ ჭიქაში და შეურიეთ თქვენთვის სასურველი ოდენობის შავი მოცხარის ნაზავი. Სერვირება შეგიძლიათ პიტნის ფოთოლით, რომელიც Black Label Sherry Finish-ის ციტრუსის არომატს იდეალურად შეერწყმება. ალკოჰოლური სასმელების შესახებ უფრო მრავალფეროვანი ინფორმაციისთვის კი  ეწვიეთ:  WWW.DRINKIQ.COM

Johnnie Walker-ის შესახებ

„ჯონი უოკერი“ მსოფლიოში ნომერ პირველი შოტლანდიური ვისკის ბრენდია, რომლის აუდიტორიასაც, საერთაშორისო მასშტაბით, 180-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელი ქმნის. ვისკის ასორტიმენტი მოიცავს: Johnnie Walker Red Label-ს („ჯონი უოკერი“ წითელი ეტიკეტი), Black Label-ს („შავი ეტიკეტი“), Double Black-ს („ორმაგი შავი“), Green Label-ს („მწვანე ეტიკეტი“), Gold Label Reserve („ოქროს ეტიკეტის რეზერვი“), სასმელებს 18 წლის დაძველებითა და Blue Label-ს („ლურჯი ეტიკეტი“). ყოველწლიურად,  Johnnie Walker-ის 14 მილიონზე მეტი სასმელი იყიდება, რაც ამ ბრენდს, მსოფლიოში, ვისკის მწარმოებელი ყველაზე პოპულარული კომპანიის სტატუსს ანიჭებს. 

Diageo-ს შესახებ

„დიაჯეო“ გლობალური ლიდერია ალკოჰოლური სასმელების ბრენდების შესანიშნავი კოლექციით, მათ შორის: Johnnie Walker, Crown Royal, J&B, Buchanan’s და Windsor ვისკი, Smirnoff და Cîroc არყები, Captain Morgan, Baileys, Don Julio, Tanqueray და Guinness. Diageo წარმოდგენილია როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე (DGE), ისე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (DEO). საქართველოში Johnnie Walker Black Label Sherry Finish-ის შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად ალკორიუმისა და ვისკის სახლის ქსელში.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top