გაზაფხულს ჯანსაღი თმით ვხვდებით

15.03.2022

გაზაფხულის პირველ თვესთან ერთად იწყება ზამთრის სიცივეების გადავიწყება და მისგან დარჩენილ პატარ-პატარა დისკომფორტებთან გამოთხოვება. მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთებშიც კი გარეთ თოვს, კალენდარზე მარტის თვეა, რაც უტყუარი დასტურია იმის, რომ სულ მალე გამოიდარებს და გვექნება საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის დაუშრეტელი ხალისი. 

მკაცრი სეზონისგან დარჩენილ უსიამოვნებებს შორის გამორჩეულ ადგილს თმის გამოშრობა, გაუხეშება, ბოლოების დაყოფა და დაუმრჩილებლობა იკავებს. პირველ რიგში, სალონში ვიზიტი და რამდენიმე მილიმეტრთან გამომშვიდობებაა საჭირო. გაზაფხულთან, გამოღვიძებასთან ერთად თმის შეჭრა იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან როგორც ფსიქოლოგები და თერაპევტები თანხმდებიან, ჩვენი თმა ემოციებისა და ენერგიების მთელი სათავსოა; შესაბამისად, მისი თუნდაც უმნიშვნელოდ შეჭრაც კი, შესაძლოა ახალი გამოწვევების, უფრო საინტერესო პერიოდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. სასარგებლო ინფორმაციასთან, ერთი მეტად უსარგებლო სტატისტიკაც უნდა გაგიზიაროთ. TYME-ის დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, გამოკითხული 680 ამერიკელი ქალიდან 20%-ს მაინც უტირია არასასურველი ვარცხნილობის გამო, სტრესულად ჟღერს, არა?!  

მოკლედ, არასასურველ ბოლოებთან გამომშვიდობების შემდეგ, პროდუქტების სწორად შერჩევისა და თმაზე ზრუნვის მომენტი დგება. გაზაფხულზე ორგანიზმი სხვადასხვა საინტერესო პროცესს გადის, რა დროსაც ვიტამინების საკმაოდ დიდ ნაწილს ხარჯავს და მისი დეფიციტი უვითარდება. სწორედ ამიტომ, იმატებს საკვები დანამატებისა თუ ბადების მიღების ინტენსივობა. ავიტამინოზი მკვეთრად გამოიხატება თმაზეც, მისი ცვენისა თუ გამოფიტვის სახით, სწორედ ამიტომ, შამპუნებს, ნიღბებსა და კონდიციონერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 

KAYPRO  GARLIC  SHAMPOO 

წარმოგიდგენიათ, რომ ნივრის შამპუნს შესაძლოა ყველაზე სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს? დიახ, ეს შესაძლებელია, თუკი ბრენდი, რომელზეც ვსაუბრობთ იტალიური პროფესიონალური მოვლის საშუალებებით პოზიციონირდება. აღნიშნული შამპუნი ნაზად ასუფთავებს სკალპს და თმის ფოლიკულებს, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ სისხლით მომარაგებას. გაძლიერებული ძირებიდან გაცილებით ნაკლებად წყდება ღერები, რაც საბოლოოდ ამცირებს თმის ცვენას. 

ECHOSLINE  S3  INVIGORATING  SHAMPOO

განსაკუთრებით თხელი, სუსტი თმისთვის გადაწყვეტილება ასევე იტალიური ბრენდის, ვეგანური „ეკოსლაინ“-ის რიგებში მოიძებნება. როგორც გასულ სტატიებში უკვე განვიხილეთ, შამპუნი მხოლოდ თავის კანზე უნდა დაიმასაჟოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაინაწილოთ თმის მთელ სიგრძეზე, ასე დაიცავთ ღერებს გამოშრობისა და გაყოფისგან. „ეკოსლაინ“-ის ეს კონკრეტული პროდუქტი სკალპის ენერჯაიზერი, მატონიზირებელი ეფექტითაა გამორჩეული, რაც მცენარეული ცილებისა და სხვა სასარგებლო მაკრონუტრიენტების დამსახურებაა. შამპუნი სამკურნალო თვისებებისაა, ტოვებს თმას რბილსა და ბზინვარეს, ასევე იცავს მას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

BIO-ROM

MUD HAIR MASK – ANTI-STRESS

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ისტორიაში გამორჩეულ ქალს, ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო მკვდარ ზღვაში და თან ტალახის აბაზანებში იყო. სწორედ ამიტომ, თმის მოვლაზე საუბრისას,  ბიო-რომის ანტი-სტრესს ნიღაბი არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც იდეალური გადაწყვეტილებაა მეტად დაძაბული დღის წესრიგის ფონზე. ნაზად დაიმასაჟეთ ეს საშუალება თავის კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ. თქვენი თმა საგრძნობლად გაჯანსაღდება, აღიდგენს დაკარგული ვიტამინებისა და მინერალების ბალანსს და გათავისუფლდება გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისგან. 

LE PETIT OLIVIER DETANGLER – OLIVE KARITE ET ARGAN

იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ, თუმცა ბიუჯეტთან მეგობრულ პროდუქტებს ამჯობინებთ, ფრანგულ ბრენდ Le Petit Olivier-ს გირჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ღირებულება საკმაოდ დაბალია, აბსოლუტურად ამართლებს, ან უფრო სწორად, აჭარბებს მოლოდინებს. ფორმულები უმეტესად ნატურალურია, ამიტომ ის ვეგანური არჩევანის მქონე ადამიანებისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამავდროულად, ის პარაბენებისა და სილიკონის გარეშეა წარმოდგენილი. და რაც მთავარია – არ იტესტება ცხოველებზე! მშრალი, მტვრევადი თმის ხაზი შიის, არგანისა და ზეთისხილის ცხიმით არის მდიდარი, საგრძნობლად არბილებს თმას, მითუმეტეს, თუ ფოტოზე მოცემულ საშუალებას ცდით. პროდუქტი წარმოადგენს ნიღაბს, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანვას. არის მარტივად გამოსაყენებელი, ეფექტური, მულტიფუნქციური საშუალება, სასიამოვნო სურნელით და მოსახერხებელი შეფუთვით. 

`

KAYPRO 

SUN

წინასწარ გირჩევთ მოიმარაგოთ „კეიპრო“-ს მზის ხაზის პროდუქტები, რადგან ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატებს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედება ჩვენს თმასა და კანზე. იმისთვის, რომ შრომა წყალში არ ჩაგეყაროთ, სპეციალური ხაზის შამპუნები, კონდიციონერები და შრატებია საჭირო. მონოი დე ტაიტის ზეთით გამდიდრებული სერია ინტენსიურად ატენიანებს თმას და იცავს მას მზის, ქლორისა და ზღვის წყლისგან. ის განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის. არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას და აქვს ნაზი, ჰაეროვანი სურნელი. 

ასეა თუ ისე, თოვლის უკანასკნელი ფანტელები ცვივა და ზამთრისგან ნათხოვარი მარტის თვეც მალე მიიწურება. სწორედ ამიტომ, იდეალური დროა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი დალალების სიჯანსაღეზე.. დაე, ჩვენმა თმამ აირეკლოს მზის პირველი სხივები ნანატრ გაზაფხულზე!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top