ურბანული დამაბინძურებლების გავლენა

30.11.2021

სტრესი – ასე უბრალოდ და ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა. დიფერენცირებისას შეგვიძლია უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე ვორიენტირდეთ და თუნდაც ეს ერთი შეხედვით ნეგატიური ფრაზა, დადებით კონტექსტშიც გამოვიყენოთ. მაქსიმალური დატვირთვით, მაგრამ მაინც საყვარელი საქმით დაკავება, მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ ნერვიულობა, წინააღმდეგობების დაძლევისას მინიჭებული სიამოვნების განცდა – ყველაფერი შეგვიძლია სტრესად დავახასიათოთ, თუმცა დადებითი მნიშვნელობით. ის რაც ნამდვილად არ კონვერტირდება პოზიტივში – ურბანული დამაბინძურებლების გავლენაა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

გამონაბოლქვის, სიგარეტის კვამლის, ულტრაიისფერი სხივების, მტვრის ნაწილაკების, მილიონობით ბაქტერიის და ორჯერ უფრო დიდი რაოდენობის მიკრობის მავნე მოქმედება უარყოფითად აისახება ჩვენს კანზე. წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, ქიმიური ელემენტები, რომლებიც მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მისაღებად ჩვენი კანის დადებით კომპონენტებს ეძებენ და იპარავენ. ასე მაგალითად, იერთებენ ჰიალურონის მოლეკულებს, მის განლევას აპროვოცირებენ და ნაოჭების წარმოქმნას უწყობენ ხელს, ან საერთოდ ისე აზიანებენ უჯრედს, რომ მელანინის სინთეზის დარღვევასა და ჰიპერპიგმენტაციას იწვევენ. მოკლედ, თავისუფალი რადიკალები თავისუფლები არიან საკუთარ მავნე მოქმედებაში და ჩვენი კანის მათგან დაცვა უპირველესი საზრუნავია.

ინდუსტრიის წამყვანმა ბრენდებმა საკუთარი ძალები გააერთიანეს და ინოვაციური პროდუქტები შექმნეს, ურბანული, ოქსიტაციური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედებით. იტალიური ფარმაციის ლეგენდა, ბიონიკე, არ ჩამორჩა სხვა ინოვატორებს და მთელი ხაზი, DEFENCE HYDRACTIVE ჩამოაყალიბა.

DEFENCE HYDRACTIVE URBAN PROTECTION SPF30

MOISTURISING PROTECTIVE CREAM

ანტიოქსიდანტური, ანტიდაბინძურების და ლურჯი ნათების საწინააღმდეგო მოქმედების დამატენიანებელი კრემი ყოველდღიური გამოყენებისაა. ტოლერანტულია მგრძნობიარე, რეაქტიული კანისთვისაც კი, რადგან არ შეიცავს გლუტენს, პარფიუმს და პრეზერვატივებს. მსუბუქი ტექსტურის საცხი ადვილად შეიწოვება და დეტოქსის ეფექტს იძლევა. კომპლექსში განსაკუთრებულ ადგილს ჰიალურონ-პრო, ჰიალურონის სხვადასხვა წონითი ღირებულების მოლეკულები იკავებს, რაც ეპიდერმისის ყველა ფენის 48 საათიან დატენიანებას უზრუნველყოფს.

DEFENCE HYDRACTIVE

INTENSIVE MOISTURISING SERUM

შრატი სრულად იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილ ბენეფიტებს და მისი ფორმულის სანდოობაზე დაყრდნობით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ეფექტს გვპირდება. ასე მაგალითად, Cistus incanus ექსტრაქტი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს გამოწვეულს,  როგორც ენდოგენური (უჯრედული სუნთქვით) ასევე ეგზოგენური (UV სხივებით, დაბინძურებით) ფაქტორებით, ბიოტექნოლოგიური პოლისაქარიდი შაქრიანი ნაერთია, რომელიც ურბანული დამაბინძურებლებისგან დამცავი აქტივობითა და კანის აღმდგენი ეფექტით გამოირჩევა. აქვე ვხვდებით კარნოზინს, ფიზიოლოგიურ ნივთიერებას  ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით. მოკლედ, ასაკობრივი ნიშნების თუ ფოტოდაბერების შემაჩერებელი ყველა ძლიერი კომპონენტი, ერთ შეფუთვაშია თავმოყრილი.

DEFENCE HYDRACTIVE

HYDRO-NOURISHING CREAM

საცხი, რომელიც იდეალურია მშრალი და ძალიანი მშრალი კანის დისკომფორტის დასაძლევად. დამატენიანებელი და დეტოქსიკაციის საშუალება ფორმულირებულია კანის ყოველდღიური დაცვისთვის. მსუყე კონსისტენციის მიუხედავად, მსუბუქი, დნობადი  ტექსტურით გამოირჩევა, რაც კანს მომენტალურად ანიჭებს ხავერდოვნების შეგრძნებას. აღნიშნული პროდუქტი, ისევე როგორც სერიის სხვა საშუალებები შეიცავს Hyaluron-pro-ს, ჰიალურონის მჟავის კომპლექსს სხვადასხვა მოლეკულურ წონაში, რაც უზრუნველყოფს ეპიდერმისის ყველა ფენაში 48 საათამდე უწყვეტ ჰიდრატაციას. ასევე, ფორმულირებულია სპეციალური ანტიოქსიდანტური ფიტოაქტიური კომპონენტებით, რომლებიც ებრძვიან გარემო აგრესორების მიერ წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს. კანის მაქსიმალურად დასატენიანებლად პროდუქტი მდიდარია შიის კარაქით, მსუყე, აღმდგენი ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტით.

DEFENCE HYDRACTIVE BB CREAM LIGHT

SPF 15

ვთანხმდებით, რომ კანის ურბანული დამაბინძურებლებისგან დაცვა მუდმივი, ყოველდღიური პროცესია, რა დროსაც დეკორატიული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები საერთო მიზნის გარშემო უნდა გავაერთიანოთ. Defence Hydractive-ის BB კრემი, წარმოდგენილი ორ ფერში, მსუბუქი თუმცა ეფექტური დაფარვით გამოირჩევა. ათანაბრებს კანის შეფერილობას და ანიჭებს მას ბუნებრივი ბზინვარების ეფექტს.

რუტინა, მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, შესაბამისად – პრობლემა დაძლეული, როდესაც განსაკუთრენული სიმძაფრით შევიგრძნობთ, თუ რა დევს ჩვენ მიერ მაკიაჟით ჩაძინების ერთი ღამის, ან უმზისდამცავო დღის საპირწონედ სასწორზე. რეალურად, ურბანული დაბინძურება და ოქსიტაციური სტრესი ის ფაქტორებია, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც სწორად შერჩეული პროდუქტებით არის აუცილებელი. თავისუფალი რადიკალების შემცირებით ვიღებთ რუტინისა და კანის მოვლის მთავარ შედეგს – მარადიულ ახალგაზრდობას. ენდეთ იტალიურ ხარისხსა და გამოცდილებას! 

PHARM HOUSE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap