ლეგენდარული Iman

      (RED)-ის ბორდს უერთდება

24.11.25

ფილანთროპი, მეწარმე და მოდის ინდუსტრიის საკულტო სახე — იმანი (Iman), ახალ და საპასუხისმგებლო მისიას იწყებს. ის ოფიციალურად შეუერთდა ორგანიზაცია (RED)-ის მრჩეველთა საბჭოს — იმ გლობალურ მოძრაობას, რომელიც ბონომ (Bono) და ბობი შრაივერმა (Bobby Shriver) შიდსთან ბრძოლის მიზნით დააარსეს.

„(RED) თითქმის ორი ათწლეულია, რაც შიდსთან ბრძოლის უცვლელი და მტკიცე მხარდამჭერია. დღეს ეს საქმე ისევე საჭიროა, როგორც ორგანიზაციის დაარსებისას, 2006 წელს. მოხარული ვარ, რომ ვუერთდები მრჩეველთა საბჭოს და მოუთმენლად ველი მომავალს — იმის ნახვას, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია (RED)-ს მოწყვლად თემებზე“, — აცხადებს იმანი. 

ტომ ფრესტონი (Tom Freston), ONE Campaign-ისა და (RED)-ის თავმჯდომარე, იმანის ამ ნაბიჯს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს: „იმანი უდავო ლეგენდაა — ადამიანი, რომელიც გულით განიცდის ამ პრობლემას. მას აქვს ყველა საჭირო რესურსი და გამოცდილება იმისთვის, რომ საჭირო დროსა და ადგილას მთები გადადგას“. 

ორი ათწლეულის მეგობრობა

იმანისა და (RED)-ის ურთიერთობა შემთხვევითი არ არის; ის თითქმის 20 წელს ითვლის. ჯერ კიდევ 2007 წელს, ენი ლეიბოვიცმა (Annie Leibovitz) იმანი Vanity Fair-ის სპეციალური ნომრისთვის გადაიღო, რომელიც აფრიკას ეძღვნებოდა. მოგვიანებით სუპერმოდელი გამოჩნდა კამპანიაში „Lazarus Effect“ ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან ნაომი უოტსი (Naomi Watts), კერი ვაშინგტონი (Kerry Washington) და გვენ სტეფანი (Gwen Stefani).

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top