როგორ მოვუაროთ აკნესკენ მიდრეკილ კანს

30.09.2021

გარკვეულ ასაკში უკან მოხედვისას შვებით ამოვისუნთქებთ და ვიაზრებთ, რომ თინეიჯერობის პრობლემები უკან დარჩა.  ის რაზეც ადრე ვღელავდით ახლა ღიმილს იწვევს და უმნიშვნელოდ გვეჩვენება. სასურველია, თუ დროში წამიერი მოგზაურობისას აკნეს და გამონაყარსაც პუბერტულ ასაკთან ერთად დავემშვიდობებით, თუმცა სამწუხაროდ ამის შანსი (ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით) საკმაოდ დაბალია. მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებს შორის მერვე ადგილზე მყოფი გამონაყარი თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს ჩვენს კანზე, რომ 30 წლამდე ნებისმიერი ფაქტორი (ჰიგიენა, გენეტიკა, სტრესი, ცხოვრების წესი, ჰორმონალური ფონი) შესაძლოა მისი მაპროვოცირებელი გახდეს. სააფთიაქო დახლებზე ხელმისაწვდომი პროდუქციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგაშო არაფერია. მთავარია ვისწავლოთ, თუ როგორ მოვუაროთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, აკნესკენ მიდრეკილ კანს და ზედმიწევნით მივყვეთ რუტინას.

მნიშვნელობა არ აქვს რა იწვევს გამონაყარს ჩვენს კანზე, მთავარია – რამდენად სწორად ვებრძვით მის გამრავლებასა და გამწვავებას. ამიტომ, ნუ დავიზარებთ დილა-საღამოს რუტინის ჩატარებას და გავეცნოთ იმ პროდუქტებს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს არსენალში. #ამარტაგირჩევთ

PHARMACERIS T ANTIBACTERIAL GEL WASH T FOR THE FACE

PURI-SEBOGEL

კანის საფუძვლიანი გაწმენდა ჰიგიენის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია. არასწორი მოვლისას სადინრების დაცობა ანთებით პროცესებს იწვევს. მეტიც, განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემო იქმნება გამონაყარის მაპროვოცირებელი ბაქტერიების გამრავლებისთვის. სწორედ ამიტომ, აკნესკენ მიდრეკილი კანის დასაბანი საშუალება აქტიური ინგრედიენტებით უნდა იყოს მდიდარი. მაგალითად ფარმასერისის puri-sebogel ფორმულირებულია სალიცილისა და მანდელიკის მჟავით. ერთის მხრივ ექსფოლიატორული ფუნქცია, მეორეს მხრივ კანის მიკროფლორის აღდგენის თვისება აღნიშნულ საშუალებას ნაზ მოქმედებას ანიჭებს. სებოგელი ებრძვის ახალი კომედონების ფორმირებას და ამშვიდებს უკვე არსებულ გამონაყარს. 

BIODERMA

SEBIUM H2O

იცით რომელი მიცელარული წყალია როსი ჰანტიგტონის, სკარლეტ იოჰანსონის და სხვა ცნობილი ადამიანების რუტინაში? – ბიოდერმა. საბედნიეროდ, ლეგენდარულმა ფრანგულმა ბრენდმა არც ჩვენ დაგვტოვა უყურადღებოდ და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის SEBIUM H20  შექმნა. გარდა იმისა, რომ პროდუქტი იდეალურად აშორებს კანს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი, არ არის კომოდოგენური, აქვს მაღალი ტოლერანტობა ნებისმიერი მგრძნობელობის მქონე კანთან და არ საჭიროებს ჩამობანვას. 

LA ROCHE-POSAY

EFFACLAR CLARIFYING SOLUTION ACNE TONER

ფეხაკრეფით მივყვებით რუტინას და მორიგ დერმატოლოგიურ ბრენდთან შევჩერდეთ.  „ლა როშ-პოზე“-ს ტონერი სალიცილისა და გლიკოლის მჟავით აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ცხიმსა და ჭუჭყს. შესაბამისად, ამცირებს გამონაყარის გამომწვევ ტრიგერებს. გახსოვდეთ, სალიცილის მჟავა საფუძვლიან ექსფოლიაციას უკეთებს ეპიდერმისს, ამიტომ მისი გამოყენების შემდეგ ფორები ვიზუალურად ნაკლებად არის შესამჩნევი. სასიამოვნოდ ჟღერს, არა?! კიდევ უკეთესად მოქმედებს.

NOVEXPERT

TRIO-ZINC   MIST

იმ შემთხვევაში, თუ ტონერის გადასანაწილებლად დრო, ენერგია და ხალისი არ გყოფნით – თქვენთვის არაჩვეულებრივი გამოსავალი გვაქვს. ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდ „ნოვექსპერტ“-ის თუთიის მჟავით გამდიდრებული ტრიო-ცინკის მისტი იდეალურად ასრულებს ტონერის ფუნქციას. კანის ექსფოლიაცია, დამშვიდება და მატირება – ყველაფერი სულ რამდენიმე შეშხაპუნებაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც მაკიაჟზე.

CAUDALIE

VINOPURE BLEMISH CONTROL INFUSION  SERUM 

ვისაც ფრანგული ფარმაცია და ნატურალური შემადგენლობა იზიდავს, კოდალის ვინოპურის ხაზის გამოყენება შეუძლია. არა-კომოდოგენური, ვეგანური, პეგებისა და სინთეტიკური არომატიზატორების გარეშე ფორმულირებული შრატი სალიცილის მჟავითაა მდიდარი. სწორედ ამიტომ, მოკლე პერიოდში (სულ რაღაც 1 კვირაში) 63%-ით ამცირებს აკნესგან დატოვებულ ლაქებს. 

ასევე, ზრუნავს კანის მატირებასა და ნორმალური მიკროფლორის აღდგენაზე.  რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?!

SVR

SEBIACLEAR mat + pores

აქტუალობას არ კარგავს შემდეგი შეკითხვა „როგორ ვებრძოლოთ ფორებსა და გამონაყარს ისე, რომ კანი ზედმეტად არ გამოვიშროთ?“ პასუხი ფრანგულ ბრენდს, SVR-ს უნდა დავესესხოთ. SVR – „ესვიერი“ სახის კრემი გლუვი ეფექტით რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ავიწროვებს გაფართოვებულ ფორებს და ერთგვაროვნებას ანიჭებს კანს. ატენიანებს მას 8 საათით. გააჩნია ნაზი პილინგის ეფექტი. ნიაცინამიდი (4%), გლუკონოლაქტორნი (4%) + სალიცილის მჟავა, ამშვიდებს კანს, ასუფთავებს ფორებს, ებრძვის სიწითლეს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და უზრუნველყოფს კანის სრულფასოვან ჰიგიენას. 

SVR

SEBIACLEAR HYDRA

და ბოლოს, თუ აკნეს საფუძვლიანად ებრძვით და დერმატოლოგმა მედიკამენტოზური მკურნალობა დაგინიშნათ, სავარაუდოდ იცით, თუ რა რთულია შეარჩიოთ მკურნალობისგან გამომშრალი კანის სპეციალიზირებული საცხი. ღრმად დამატენიანებელი SEBIACLEAR HYDRA ებრძვის სიწითლეს, მომატებულ მგრძნობელობას და პოსტ-აკნე ლაქებსაც კი. 5%-იანი ნიაცინამიდი აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, ახშობს ანთებით უბნებს, დამატენიანებელი ცერამიდები კი, აქერცვლასა და სიმშრალეს დაგავიწყებთ. 

მოკლედ, ვინც არ უნდა იყო შენ და როგორი ტიპის გამონაყარსაც არ უნდა ებრძოდე, PSP სააფთიაქო ქსელის დახლებზე ყველაფერია სრულფასოვანი რუტინისა და პოსტ-აკნე დისკომფორტის დასაძლევად. არჩევანი შენზეა. #ამარტაგირჩევთ

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap