31.05.2021

როგორ შეგრძნებებს აღძრავს თქვენში სიტყვათა თანწყობა „შვეიცარული ხარისხი“? ალბათ გახსენდებათ საუკეთესო საათები, გამორჩეული გემოვნული თვისებების მქონე გასტრონომიული ნაწარმი, ოქროს სტანდარტით დამზადებული საუკეთესო პროდუქცია. დიდი ხანია, რაც შვეიცარული ხარისხი გეოგრაფიულ მახასიათელს გასცდა და ხარისხის უმაღლეს ნიშნად იქცა. დროა ამ ქვეყნის შესახებ მეტი გავიგოთ და თავის მოვლის ინდუსტრიაში მათ გამორჩეულ როლზე ვისაუბროთ.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქვეყნის წარმოების ქვეშ გაერთიანებული ბრენდები უმეტესად ლუქს კატეგორიისაა. შემადგენლობაში აქტიურად ვხვდებით ნატურალურ კომპონენტებს და მაღალი ლაბორატორიული სტანდარტებით დამუშავებულ ფორმულებს. შვეიცარია გახლავთ სამშობლო: La Prairie, Valmont, L Raphael და სხვა, ისეთი ბრენდების, რომელთა ყველაზე დაბალფასიანი პროდუქტის ღირებულებაც 3 ნოლით აღინიშნება. 

ნებისმიერი ქვეყნის წარმოებას მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური თვისებები გააჩნია, რაც მისი ცხოვრების ხარისხიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარეობს. კორეელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მზისგან დაცვა და ყოველდღიურად ქოლგებით შეიარაღებულები, მაინც არ იშურებენ SPF-ის მაღალ რაოდენობას, ფრანგებისთვის ფარმაცია ცალკე ხელოვნებაა და წარსულის გამოცდილებით, ინოვაციურ ფორმულებს .. შვეიცარიელები განსაკუთრებით დახელოვნებულები ანტი-ეიჯ ხაზებში არიან, რაც უჯრედული თერაპიის მაღალ დონეზე ცოდნისა და ზღაპრულ ალპებში მოპოვებული, უნიკალური მიკროელემენტების დამსახურებაა. 

ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესოა გაგაცნოთ Hormeta, ნამდვილი Swiss-made ბრენდი, რომელიც ამ ეტაპზე პსპ-ს აფთიაქის რამდენიმე ფილიალშია წარმოდგენილი, თუმცა იმედი მაქვს, რომ სულ მალე, კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.

ისტორია

შევთანხმდით, რომ შვეიცარიელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასარგებლო მიკროელემენტების გამოყენება კანის მოვლის პროდუქტებში. ჰორმეტას ისტორია, 1949 წელს, Oligocosmetics-ის დაარსებით იწყება. ოლიგოკოსმეტიკა, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც ემყარება ქიმიურად აქტიური ელემენტების კომბინირებას უნიკალური ფორმულების სახით.

საოჯახო ბიზნესის შთაგონება მაურის შაპონიერს მაშინ ეწვია, როცა ამ მცირე ნაწილაკების დიდი გავლენა აღმოაჩინა მთლიან სხეულზე, განსაკუთრებით კი – კანზე. 

ის რაც უნდა იცოდეთ:

ჩვენს ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი დამცავი სისტემა ანტიოქსიდანტების სახით. ის ყოველდღიურად ებრძვის გარემოში არსებულ გამაღიზიანებელ ფაქტორებს, მაგალითად: ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებას, ინდუსტრიულ მტვერს, თავისუფალ რადიკალებს, გამონაბოლქვს, სხვადასხვა სახის ტრიგერებს.  კანის დამცავი ბარიერის დარღვევის შემდგომ, დაბერების ნიშნები იკვეთება. ლოგიკურია, რომ ჩვენი მუდმივი საზრუნავი, ისეთი ანტი-ეიჯ საშუალებების მოძიებაა, რომელიც ბუნებრივ ბალანსს აღადგენს, ორგანიზმს უნიკალურ მიკროელემენტებს აწვდის და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

Hormeta-ს დაპატენტებული ფორმულა ასე გამოიყურება:

Mn – მანგანუმი – ენერგია

Zn – თუთია – სებუმის გამოყოფის რეგულირება

Cu – სპილენძი – დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

Mg – მაგნიუმი – კანის ელასტიურობის შენარჩუნება

Si – სილიციუმი – კაჟი – კოლაგენის სინთეზის სტიმულირება

ვერაფერს ვიტყვით, Oligocos-5 მართლაც სინერგიული მოქმედების კომპლექსია. ის აღადგენს და აძლიერებს კანის ძირითად ფუნქციებს, შესაბამისად, ნებისმიერი საჭიროების ადამიანისთვის ეფექტური ანტი-ეიჯია.

რატომ Hormeta?

მაღალი ხარისხის, ანტი-ასაკობრივი მოქმედების პროდუქტების შექმნისასაც კი, ჰორმეტა რჩება შვეიცარიულ ოქროს სტანდარტში და არ ართულებს ფორმულას. ბრენდი კლინიკურად სამი მიმართულებით მუშაობს: 1. დატენიანება 2. დაცვა 3, აღდგენა .. ვფიქრობ, ნებისმიერი თქვენგანი დამეთანხმება, რომ დიდი ხანია Less is more, ანუ „ნაკლები – მეტია“ და ეფექტური რუტინისთვის, სწორედ ეს სამი ნაბიჯია აუცილებელი.

hormesis – ქიმიური ელემენტების სწორი რაოდენობით გამოყენებას ნიშნავს, სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდება Hormeta. 

ბუნების წიაღში მოპოვებული ინგრედიენტები, პეპტიდები, ძვირადღირებული ექსტრაქტები – წარმოადგენს იმ აქტივებს, რომელიც მაღალი ტექნოლოგიით მუშავდება და განსაკუთრებით ეფექტურია უჯრედულ დონეზე. 

გაინტერესებთ, რატომ არის შვეიცარული კანის მოვლის პროდუქტები უნიკალური? ლაბორატორიები მუშაობენ არა მხოლოდ შედეგებისთვის, არამედ საუკეთესო შეგრძნებებისთვის. ჰორმეტაშიც არ მალავენ, რომ ნებისმიერი საშუალება განსაკუთრებულ სენსორულ გამოცდილებას სთავაზობს მომხარებელს. თითოეული პროდუქტი სასიამოვნო სტრუქტურისა და სუნისაა.

ხარისხის გარანტია

აუცილებელად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰორმეტა Swisscos-ს წევრია, რაც ავტომატურად იძლევა გარანტიას, რომ: 

1. ლაბორატორია, რომელშიც პროდუქტის ფორმულები მუშავდება, განთავსებულია შვეიცარიაში

 2. წარმოების პროცესიც ადგილობრივ დონეზე წარიმართება.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ გამოსცადოთ ეფექტური, ლუქს კატეგორიის, 90% ნატურალური ბრენდი, ვფიქრობ, ჰორმეტა – თქვენთვისაა! მისი მომხარებელი აღნიშნავს, რომ Status seeker, ანუ სტატუსის მაძიებელია. ჰორმეტა სჩუქნით მათ განსაკუთრებულობის შეგრძნებას, სასიამოვნო სენსორულ ემოციებსა და მუდმივ ახალგაზრდობას. ამას ხომ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს?! #ჰორმეტა #hormeta #Swissmade

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap