HEATHCOTE & IVORY

15.02.2024

განსაკუთრებული ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესი სასიამოვნოსთან ერთად ამაღელვებელი გამოცდილებაცაა. ცდილობ კარგად გაიხსენო – რას იყენებს, როგორი სურნელი მოსწონს, ბოლო პერიოდში რა ახსენა, რის შეძენას ფიქრობდა? სიყვარულის დღე შესაძლოა გავიდა, მაგრამ დადებითი ემოციების გაზიარება ხომ არასდროსაა გვიან?!

წელს PSP-ს  სააფთიაქო ქსელმა გადაწყვიტა, რომ მთავარი გზავნილი ჩვენს აზრებზე პასუხი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ #აჩუქე ის, რაც გააბედნიერებს. ამარტა გიზიარებს 5 ნაკრებს, რომელიც აუცილებლად მოეწონება ადრესატს.

დავალება გაგვიადვილდა, რადგან ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩენილ Heathcote & Ivory -ზე შევჩერდით. ბრიტანული ბრენდი ვეგანური ფორმულებით აწარმოებს საოცარი სურნელებით გაჟღენთილ მოვლის საშუალებებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია შეფუთვა, რომელიც ხელოვნების ნიმუშს ჰგავს და ამ კომპანიის დნმ-ის ნაწილად იქცა.

საძილე ნიღაბი

იცოდით, რომ მაქსიმალურად მშვიდი ძილისთვის სრული სიბნელეა საჭირო? ასე მელატონინი უფრო აქტიურად გამომუშავდება და ორგანიზმს დასვენებისთვის იდეალური პირობები ექმნება. მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ საძილე ნიღბის გამოყენების შემდგომ შეუმცირდა თვალის სიმშრალე, ნაკლებად აწუხებს თავის ტკივილი და უძილობა. ასე რომ, „ჰესკოტის და აივორი“-ს ეს კონკრეტული პროდუქტი ადრესატზე ზრუნვის ნამდვილი სიმბოლოა.

საპონი ყვავილი

გჯერათ, რომ ის რასაც სურათზე ხედავთ საპონია? „მიყვარს ეს პროდუქტი, რადგან გარდა იმისა, რომ სააბაზანოში ულამაზესი ვარდის ფურცლები იშლება, სასიამოვნო სურნელი ტრიალებს“ – ვკითხულობთ უკუკავშირში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე გააზიარა კმაყოფილმა მომხმარებელმა. გასაკვირი არ არის, ცხრატყავას და დეხანის, ორი ყვავილის არომატით გაჯერებული ნაზი პროდუქტი სასიამოვნოსა და სასარგებლოს იდეალური კომბინაციაა. არ აშრობს ხელის ნაზ კანს და ტოვებს ხავერდოვნების შეგრძნებას.

ხელის კრემი თუნუქის ყუთით 

ალბათ თქვენც გაგიგიათ ის ცნობილი მოსაზრება, რომ ასაკი ყველაზე მეტად ჩვენს ხელს, დეკოლტესა და ყელის ზონას ეტყობა. ამაში ცუდი არც არაფერია, ასაკობრივი ნიშნების გაჩენა აბსოლუტურად ნორმალური პროცესია; თუმცა ის რისი თავიდან აცილებაც აუცილებლად გვინდა – კანის გამოშრობა, აქერცვლა და დაზიანებაა. შესაბამისად, ხელის კრემის ყოველდღიური გამოყენება საკმაოდ კარგი იდეაა. ეს კონკრეტული საცხი დამატენიანებელი ეთერზეთებითაა გაჯერებული, არ იტესტება ცხოველებზე და სრულფასოვნად ატენიანებს კანს ზამთრის ცივ დღეებშიც კი.

აივორი ხელის კრემი და ტუჩის ბალმი

ნაზ კანზე საუბრისას ტუჩებიც გვახსენდება. მის გამოშრობასა და აქერცვლაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად: მზის სხივები, ან პირიქით – სიცივე და დაბალი ტემპერატურა, ქარი, ნოტიო გარემო წყლის დალევისას თუ უნებლიე დაზიანება. გამოდის, რომ ტუჩის ბალზამის გამოყენებისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, ამიტომ ეს ნაკრები იდეალური გადაწყვეტილებაა.

ფრჩხილის მოვლის ნაკრები

და ბოლოს, თუ თქვენი ადრესატისთვის ფრჩხილის მოვლა ერთგვარი ჰობია, ხელის და ნუნის კრემით, ქლიბითა და კლიპერით აუცილებლად მოიგებთ მის გულს.

ის, რაც ყველაზე მეტად მოგვწონს „ჰესკოტსა და აივორი“-ში მისი მრავალფეროვნებაა. პროდუქტების ჩამონათვალში ნახავთ სასაჩუქრე ნაკრებს ნებისმიერი ინტერესის და საჭიროების ადამიანისთვის. როგორც ბრენდის ფილოსოფიაში ვკითხულობთ, მათთვის მნიშვნელოვანია თავის მოვლის რიტუალის ხელოვნებად ქცევა, რის მისაღწევადაც კომპანია არ აზიანებს გარემოს და cruelty free პოლიტიკას ინარჩუნებს. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ ესტუმროთ უახლოეს ფილიალს, ან სულაც სახლიდან გასვლის გარეშე გადაავლოთ თვალი PSP.GE-ს და შეარჩიოთ საჩუქარი, რომელიც მართლა აბედნიერებს.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top