ჰარუკი მურაკამის სახელობის ბიბლიოთეკა

By KENGO KUMA Architects

15.01.2022

ტოკიოში ვასედას უნივერსიტეტში, სადაც ჰარუკი მურაკამი სწავლობდა, მისი სახელობის პირველი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

იაპონურმა არქიტექტორულმა კომპანიამ Kengo Kuma & Associates ტოკიოში  უნივერსიტეტის  შენობის ნაწილი „ვასედას ლიტერატურის საერთაშორისო სახლად“ გადააქცია.  არაოფიციალურ სახელად  ცნობილი „ჰარუკი მურაკამის ბიბლიოთეკა“, რომელიც ახლად შექმნილი სივრცეა, ცნობილი იაპონელი ავტორის ნაწერებიდან იღებს მინიშნებებს – მისი დამახასიათებელი სიმარტივე დამაინტრიგებელი ხვეულების ნაზავით.

კუმას თქმით, ამ შენობის  ჩვეულებრივობა არის ის, რაც მას ელეგანტურს ხდის. „ჩვეულებრივის აღმოჩენა მნიშვნელოვანი თემაა. რამდენად ელეგანტური და დამაინტრიგებელი შეიძლება იყოს ჩვენი ყოველდღიური, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება… განა ეს კონცეფცია არ ვრცელდება მურაკამის ლიტერატურაში? იგივე კონცეფცია გამოიყენება არქიტექტურასთან ურთიერთობისას“, ასე განმარტავს კუმა ამ პროექტის კონცეფციას. ის ყველა პატარა დეტალით ცდილობს მურაკამის სამყაროს ამ სივრცეში შემოყვანას. „როდესაც ბიბლიოთეკა შემოდგომაზე გაიხსნება, ვიმედოვნებ, რომ ყველა მნახველი თავის საკუთარ ბილიკს გაყვება ამ სივრცეში“, ამბობს ის.

კენგო კუმამ  არსებული შენობის ექსტერიერი თეთრ ფერში წარმოაჩინა, რასაც ტალღოვანი ხის გვირაბი დაამატა, რომელიც შესასვლელის ერთ კუთხეზეა მოხვეული. ეს ლითონისგან შექმნილი სტრუქტურა, ხის სხვადასხვა ზომის პანელებითაა მოპირკეთებული. მათი ზომის ნაირფეროვნება კი ბუნებრიობის აღქმისთვის ჩაიფიქრა. ხის შესასვლელი გვირაბი შიგნით გრძელდება და კუმას მიერ ექმნილ მთავარ სივრცეს უერთდება, რომლის შემადგენელი ნაწილი წიგნების თაროებია, რომლებიც კიბეს მიყვება; თაროებზე მურაკამის რომანების პირველი ასლებია განთავსებული. თაღებით გადახურულ ამ შიდა ხის გვირაბს კი ბიბლიოთეკის თბილ და კომფორტულ  ძირითად სივრცეში შევყავართ.

პროექტი ასევე მოიცავს ახალ ლაბორატორიას, სტუდიას და სამკითხველო ოთახებს, რომლის დიზაინი შოტარო ნარამ (shōtarō nara) შექმნა. გარე ლანდშაფტი კი შეიქმნა გამწვანების კომპანია – Sumitomo Forestry Landscaping-ის მიერ თითოეული  ბუჩქისა და ხის გათვალისწინებით, რომლებიც  მიმდებარე შენობებსა და გარემოს ამშვენებს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top