ლამაზი თმა

სიკეთე რომელსაც  „ბოდი შოპ“-თან ერთად ირჩევთ

15.09.2021

ლამაზი, მოვლილი, მბზინავი თმა ის სამკაულია, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ბუნების სიყვარულით შთაგონებულმა ბოდი შოპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენს გარშემო, სხვადასხვა ეკოსისტემაში, ბევრი სასარგებლო და ეფექტური ინგრედიენტია თავმოყრილი. მათი სწორი ფორმულირება მუდმივად „კარგი ვარცხნილობის“ გარანტიაა. 

#გახსოვდეთ 

თმაზე ზრუნვა თავის კანიდან იწყება. ამიტომ, დაბანისას უნდა შევინარჩუნოთ სწორი ტექნიკა და პროდუქტების მიმდევრობა.

შამპუნის ძირითადი დანიშნულება სკალპის ჰიგიენის შენარჩუნებაა. იმისთვის, რომ თმა ზედმეტად არ გამოშრეს, შამპუნს ვიმასაჟებთ თავის კანზე, ნაზად, წრიული მოძრაობებით და თითქმის არ გადაგვაქვს თმის ბოლოებისკენ. თმის ღერის შუა ნაწილიდან – ბოლომდე კი, ნიღაბი ან კონდიციონერი უნდა გადაინაწილოთ და დაყოვნების შემდეგ ჩამოიბანოთ. 

Tea Tree Purifying & Balancing Shampoo

ჩაის ხის ექსტრაქტზე დამზადებული გამწმენდი და დამაბალანსებელი შამპუნი

ცხიმიანი თმისა და სკალპისთვის

ვისაც თმის ცხიმიანობის პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით უჭირს ისეთი შამპუნის შერჩევა, რომელიც ზედმეტად არ გამოაშრობს თავის კანს და დააბალანსებს სკალპის მიკროფლორას. შესაბამისად, ლოგიკურია რომ ეს ძიება ნერვული და ფინანსური რესურსის ხარჯზე ხდება და ხშირად უიმედოდ სრულდება.

პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც „ბოდი შოპი“ გვთავაზობს ჩაის ხის ექსტრაქტზე დამზადებული თმის მოვლის ხაზია. ბუნების ეს საჩუქარი ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული თვისებისაა. შესაბამისად, ჩაის ხის ექსტრაქტზე დამზადებული საშუალებები აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს თმის ფოლეკულებს და ხელს უწყობს სკალპის ცხიმიანობის ბალანსს.

შამპუნის შეფუთვა დამზადებულია ინდოეთში შეგროვებული, გადამუშავებული პლასტმასასგან.

Ginger Anti-dandruff Shampoo

ჯანჯაფილის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი

მშრალი, აქერცვლისადმი მიდრეკილი სკალპისთვის

სამუდამოდ დაემშვიდობეთ თოვლის ფანტელებივით ქერტლს თქვენს მხრებზე და მიესალმეთ თავის ჯანსაღ კანს! „ბოდი შოპი“-ს ბესტსელერი შამპუნი ჯინჯერის ექსტრაქტით, იმაზე უფრო ეფექტურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ვეგანური, 90% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებით დაკომპლექტებული ფორმულა მდიდარია ჯანჯაფილის ეთერზეთით, არყის ხისა და საცმელას ქერქის ექსტრაქტით. შამპუნი ასუფთავებს და ამშვიდებს თავის კანს, აშორებს მის მკვდარ უჯრედებს. ვეგანური აბრეშუმის ცილა ეხმარება თმის ღერებს სტრუქტურის აღდგენასა და გაძლიერებაში. 

გაითვალისწინეთ, რომ შეფუთვა  დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასასგან, რაც The Body Shop-ის ეკო-მეგობრულობის ნათელი მაგალითია.

შესამჩნევი ეფექტის მისაღწევად სასურველია სრული რუტინის ჩატარება შამპუნით, კონდინციონერითა და სერუმით. 

Moringa Shine & Protection Shampoo

მორინგას ბზინვარებისა და დაცვის შამპუნი

უსიცოცხლო თმისთვის

მორინგა შეიცავს ვიტამინ A-სა და ვიტამინ B-ს, რაც ხელს უწყობს თმის დატენიანებასა და ზრდის პროცესს. ვიტამინ A-ს დეფიციტისას თავის კანი სქელდება, თმა შრება და უსიცოცხლო ხდება. ამ დროს შესაძლოა ქერტლიც განვითარდეს. 

სწორედ ამიტომ, მორინგასთან ერთად ფორმულაში წარმოდგენილი ვეგანური აბრეშუმის ცილა აძლიერებს თმის ფოლიკულებს, აღადგენს ღერების სტრუქტურას და აბრეშუმის ბზინვარებას მატებს მათ.  ყვავილების მსუბუქი სურნელი თქვენს დღეს გაზაფხულის სიმსუბუქით აავსებს. მაქსიმალური შედეგისთვის სასურველია შამპუნი გამოიყენოთ მორინგას 3 საფეხუროვან რუტინაში.

ფორმულა სერტიფიცირებულია The Vegan Society-ს მიერ; პროდუქტი დამზადებულია 93% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. მორანგას თესლის ექსტრაქტი მოპოვებულია რუანდაში, საჯარო ვაჭრობის ფარგლებში. 

მორინგას შამპუნი ანიჭებს სიცოცხლეს ყველაზე გამომშრალ, მტვრევად და დაზიანებულ თმასაც კი. მისი სისტემატური გამოყენება იცავს თმას ყოველდღიური დაბინძურებისგან, ხდის მას მეტად მბზინავს, დამყოლსა და ჰაეროვანს. 

#და ბოლოს 

მაშინ, როდესაც არჩევანს აჩერებთ  „ბოდი შოპ“-ზე, ირჩევთ ბუნებაზე ზრუნვის აქტივისტურ იდეას. ხელს აწერთ ათობით ათასი ადამიანის კეთილდღეობაზე მსოფლიოს გარშემო, რადგან ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს, დაასაქმოს, პერსპექტივა შეუქმნას მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. თქვენი სილამაზის საიდუმლო, შესაძლოა იყოს სიკეთე, რომელსაც „ბოდი შოპ“-თან ერთად ირჩევთ. 

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap