საჩუქრები ALGOLOGIE-სგან

21.08.2021

სექტემბერი…თითოეულ ახალ დასაწყისთან ერთად ჩნდება სურვილი გადახედო ყველაფერ ძველსა და მიჩვეულს, რუტინაში ჩამჯდარ და შესისხლხორცებულს.. ყოველდღიურობას, საკუთარ  კარადას, ცხოვრებას, მიღებულ და მისაღებ გადაწყვეტილებებს. სიახლის დროა, ყველაფერი ამას გკარნახობს.. მეორე გაზაფხული იწყება!

ჩვენ ყველას ერთი გრძნობა და აზრი გვედება. მსოფლიოში მცხოვრები მილიარდობით ქალის თავში ერთი იდეა იღვიძებს. 

პინტერესტის, მოწინავე ვიზუალური სოც. მედიის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, აგვისტოს ბოლოს მომხარებელთა მეოთხედი სეზონურ სიახლეებს, კერძოდ, კანის მოვლის ახალ პროდუქტებს ეძებს. არც მე და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ არ გიკვირთ, ხომ აღვნიშნეთ? მეორე გაზაფხული იწყება, ცვლილებების დროა!

ზაფხულის ტოპ 3 საჩუქარი, რომელსაც  მაღალი ტენიანობა და ულტრაიისფერი სხივები გვიტოვებს, კანის დეჰიდრატაცია, პიგმენტური ლაქები და მსუბუქი შეშუპებაა. ეს უკანასკნელი შესაძლოა გრძელი ღამეების მთავარ ატრიბუტიკას, მოჰიტოს ან კოსმოპოლიტენს დავაბრალოთ, ან თუნდაც მაღალ ტემპერატურას, რომელიც ორგანიზმის გადახურებას და შეშუპებას უწყობს ხელს. 

პიგმენტური ლაქების ამბავიც არ არის ახალი. მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ რუჯი ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციაა მზის სხივებით ტრავმირებისას, შესაბამისად, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია და არც ოქროსფერი კანი ჰქონია ვინმეს პიგმენტური ლაქების გარეშე. მათი მოშორების ეფექტურ გზებზე სამომავლოდ შევჩერდეთ, დღეს დეჰიდრატაციაზე უნდა გესაუბროთ.

დეჰიდრატაცია ძალიან მარტივი ჯაჭვის ბოლო ეტაპია. ზაფხულის ცხელი კლიმატის პირობებში ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს ოფლის, მომატებული ცხიმიანობის და ბუნებრივი გზით, რის პასუხადაც მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ წყლის მიღება. ეს უკანასკნელი თუ სერიოზულად ჭირს და ნამზეურზე უარის თქმაც არ შეგვიძლია, საშემოდგომოდ ჩასაბარებელი გამოცდასავით – დეჰიდრირებული კანი გამოგვყვება. 

შენს ნაზსა და მგრძნობიარე კანს საწვიმარი ლაბადა სჭირდება, დამცავი ბარიერი გარემო ფაქტორებისგან.  სწორედ ამიტომ, დროა შეარჩიო მსუყე, სეზონთან თავსებადი დამატენიანებელი პროდუქტი ან იდეალურ შემთხვევაში პ რ ო დ უ ქ ტ ე ბ ი.

Vagues – Algologie

გაიცანით, ეს ვაღუა… ფრანგულად ჟღერს?

დაახლოებით ასე ტკბილად და ჰარმონიულად ესაუბრება თქვენს კანს ალგოლოჟის დამატენიანებელი სერია, რომელიც 80% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით, კერძოდ, წყალმცენარებითაა მდიდარი. ფორმულათა 95% მწვანე და სუფთაა, ანუ მაქსიმალურად უსაფრთხო და ტოლერანტულია.

აქვე, თუ გაინტერესებთ, საიდან უნდა დაიწყოთ #ამარტაგირჩევთ:

Crème Des Vagues – Crème Hydra-Fondante – ბესტსელერია. მსუბუქი, საცხი იმდენად ნაზია, რომ  კანზე შეხებისას დნება და ხავერდოვნების სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. დისკომფორტს არც მისი სუნი შეგიქმნით, პირიქით, სისუფთავეს სურნელი რომ ჰქონდეს, ამ ქილაში იქნებოდა მოთავსებული. 

დამატებით ბენეფიტებად აღვნიშნავთ, რომ არ შეიცავს მინერალურ ზეთებს და პარაბენებს.

ELIXIR DES VAGUES – HYDRA-REPLENISHING BOOSTER ჰიალურონის მჟავის ბუსტერია, რომელიც აძლიერებს დამატენიანებელი კრემის მოქმედებას, შესაბამისად, სტრუქტურა შეცვლილ, არაერთგვაროვან, გამომშრალ კანს ადვილად გამოაცოცხლებს. 

მარადიულად პასუხგაუცემელ კითხვებზე რომ დაფიქრდეთ, რა ვ ა ჩ უ ქ ო  რომელ ადგილს დაიკავებდა? ჩემი აზრით, ჩვენთვის მოწინავეს, მაგრამ პსპ-ს არაჩვეულებრივი პასუხი უპოვია. ალგოლოჟის სხვადასხვა ნაკრების შეძენისას საჩუქრად მაკიაჟის ჩამოსაბან პირსახოცს ან ჩანთას მიიღებთ. 

მაშ ასე, შემოდგომა მოდის, რუტინის გახალისების, ყოველდღიურობის შეცვლის დროა. სტიმული შექმნილია. მოქმედების დროა, მეორე გაზაფხული იწყება!

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top