კოლექცია MUSE-ის ნატიფი სამაჯურები

13.12.2021

FORMS  ჰონგ კონგში დაფუძნებული  საიუველირო სახლია, რომელიც აქცენტს ძვირფასი ქვების კრეატიულ დიზაინში გამოყენებაზე აკეთებს. კომპანიის დამფუძნებლებმა, Tzvika Janover-მა and Elad Assor-მა მართლაც უნიკალური ბრენდი შექმნეს მათი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ბრილიანტის დამუშავება/მოჭრის საქმიანობაში  ჩართული მათი წინაპრებისგან მიიღეს.

სამკაულების სამყარო საოცრად მრავალმხრივია,  ის ერთის მხრივ მარადიულ ძვირფას სამკაულებს გვთავაზობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის,  მეორეს მხრივ კი, ტენდენციებზე მოპასუხე მოდურ კოლექციებს. რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ამ ორის გაერთიანება? 

საიუველირო სახლს – FORMS-ს  ამ კითხვაზე თავისი  პასუხი აქვს. ეს ნატიფი, სადა, ერთი შეხედვით მარტივი MUSE კოლექციაა, რომლის თითოეული   სამაჯური თქვენი ყოველდღიური თანხმლები გახდება.

FORMS არის საიუველირო სახლი, რომელიც დაფუძნებულია ქვების განლაგების და ჩასმის უნიკალურ ტექნიკაზე, რასაც კრეატიული დიზაინი და დახვეწილი კომპოზიცია ასრულებს.  მისი სიძვირფასე მის სიმარტივეშია – Forms-ის Muse კოლექციის დევიზია. ამ სახლის იუველირები უიშვიათესი ქვებით მუშაობენ, აქ სამკაულები მხოლოდ ხელით იქმნება. Forms-ი უპირატესობას ხარისხს ანიჭებს და არა რაოდენობას, სწორედ ამ მიდგომის ბრალია, რომ ის წელიწადში 100-ზე მეტ სამკაულს არ აწარმოებს, ამიტომ მის სერიულ ვრცელ კოლექციებს ვერსად ნახავთ. სამაგიეროდ, მისი თითოეული ნამუშევარი უსაზღვრო სინატიფის მაგალითია.

„ამ კოლექციის სამაჯურების  ნამდვილი ხიბლი მცირე დეტალებშია. ისინი ასეთივე დახვეწილმა, გემოვნებიანმა და შინაგანი მაღალი კულტურის მქონე ქალბატონებმა უნდა ატარონ“, ასე ხედავს სახლის თანადამფუძნებელი და მისი კრეატიული დირექტორი Tzvika Janover-ი ქალს, რომლისთვისაც ის ამ სამაჯურებს ქმნის.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top