თვალის პატჩები

სასიამოვნო რიტუალი და სასურველი შედეგი

02.09.2021

თანამედროვე ცხოვრება იმდენად ჩქარდება, რომ თუ არ შეჩერდი და დაიჭირე წამი, შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ თავად გკარნახობს ყოველდღიურ რეჟიმს. არსებული მოვლენები სტრესად კონვერტირდება და ნათლად აისახება ჩვენს ვიზუალზე. ამიტომ გამოვიყურებით, მუდმივად დაღლილად, გამოუძინებლად, იქნებ უკმაყოფილოდაც კი…?!

დიჯიტალიზაციის უმაღლეს საფეხურზე მყოფებს, რამდენადაც არ უნდა გვსურდეს დავიჯეროთ, რომ მაღალი გამოსხივების მქონე მოწყობილობებთან გატარებული საათები ან მუშაობაში დათენებული ღამეები ჩვენს ჯანმრთელობას არ ვნებს – თავს მოვიტყუებთ. სიმართლის პირველი „გამყიდველი“ კი – თვალებია. The eyes chico, they never lie – ეს ჩართვა არ დავივიწყოთ და აუცილებლად დავუბრუნდეთ.

ჩაშავებული უპეების, შესიების და სხვა დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა გენეტიკური ფაქტორი ან არასრულფასოვანი მოვლა იყოს. 

მაგალითად, პატარა-დიდი ტყუილი, რომელიც ჩვენს დელიკატურ თვალის ზონას აზიანებს მზის სათვალის არასწორი შერჩევა ან სრული უგულებელყოფაა. იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც არაოპტიკურ მაღაზიაში ლინზის შერჩევისას UVA-UVB სხივებისამდი დაცვას კითხულობს და ითვალისწინებს. 

საინტერესო ფაქტია, რომ თვალის გარშემო კანი ჩვენი სხეულის სხვა ზონებთან მიმართებით ყველაზე თხელი და შესაბამისად – მგრძნობიარეა. ამიტომ, სასურველია სპეციალიზირებული საცხები მარკეტინგულ ხრიკად არ განვიხილოთ, გავიაზროთ, რომ ქუთუთოებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. 

მორიგი „ტყუილი“ , რომელსაც მძაფრად განვიცდით მხედველობის სათვალის გამოყენების გადავადებაა. ვკითხულობთ ნახევრად დახუჭული თვალით, მობილურში ვადიდებთ შრიფტს, ვცდილობთ, როგორც დიდ და დამოუკიდებელ ადამიანებს შეეფერებათ, „სათვალის“ დახმარების გარეშე გავართვათ ამ გამოწვევას თავი, მაგრამ ამ დროს კიდევ უფრო მეტი ასაკობრივი, მიმიკურ  ხაზსა და ნაოჭის წარმოქმნას ვუწყობთ ხელს. 

რა თქმა უნდა, პრობლემებს შორის საპატიო ადგილს ყოველდღიურად არასწორი რეჟიმი იკავებს. გვიან დაძინება ან სულაც უძილობა, კოფეინზე დამოკიდებული ცხოვრება, ალკოჰოლი, სიგარეტი, რუჯის ზედმეტი სიყვარული – ყველაფერმა შეიძლება დააზიანოს ის ზონა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რადგან არასწორი რუტინა და რეჟიმი ვახსენეთ, შეგვიძლია გაგაცნოთ პროდუქტები, რომელსაც #ამარტაგირჩევთ:

Under Eye Collagen Patches Mizon

იცოდით, რომ კოლაგენი ის ცილაა, რომელიც ქსოვილების ერთგვაროვნებასა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს?  სწორედ ამიტომ, კოლაგენის გალევის დაწყებით, დაახლოებით 26 წლის ასაკში, ჩვენი რუტინა ანტი-ასაკობრივი ხდება. 

მიზონის კოლაგენის ჰიდროგელი, არა მხოლოდ დაბერების, არამედ შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებისაა. მისი ხანგრძლივი, რუტინული მოხმარებისას წვრილი ხაზები, ე.წ ბატის ფეხების მსგავსი ნაოჭები შეივსება, რადგან პროდუქტი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმდგენი ექსტრაქტით – ლოკოკინის მუცინით, რომლის რეგენერაციის უნარიც განსაკუთრებით წარმატებით არის ათვისებული კანის მოვლის ინდუსტრიაში. 

Mizon Premium Under Eye Patches

მორიგი საინტერესო ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პატჩების შესახებ: პროდუქტი მოიაზრება ნაჭრის ნიღბის ანალოგად თვალის ზონისთვის. შესაბამისად, მისი აქტიური ინგრედიენტი, რომელიც კანში შეიწოვება – ამპულა, შრატი ან ესენციაა, შესაბამისად, დატენიანების ფაზას განეკუთვნება და არ საჭიროებს ჩამობანას.

მიზონის პრემიუმ, 95% ნატურალური ფორმულის მქონე, მარგალიტის პატჩი საგრძნობლად ატენიანებს კანს, ამავდროულად მკვეთრად ამცირებს ქუთუთოების სიშავეს და აცოცხლებს მზერას.  

აქვე აღვნიშნოთ, რომ პატჩების ცივ მდგომარეობაში გამოყენება აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა თუ გადაწყვეტთ, ამით სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შეუწყობთ ხელს. 

Mizon Under Eye Patches with Hyaluronic Acid

პრაქტიკული რჩევების დასასრულებლად, ავღნიშნოთ, რომ პატჩი საცრემლესთან ზედმეტად ახლოს არ უნდა დაიკრათ, რადგან შესაძლოა თვალი გაგიღიზიანდეთ. ამავდროულად, ნუ გაიჩერებთ 15-20 წუთზე მეტი დროის მანძილზე. იდეალური შედეგისთვის, არც ჩამობანაა საჭირო. სარელაქსაციო პროცედურის ბოლოს დარჩენილი შრატი გადაინაწილეთ ქუთოთებზე მასაჟის მოძრაობებით. 

ნომერ მესამე რეკომენდაცია კი სრულიად ღირსეულად ეკუთვნის მიზონის თვალის პატჩებს ჰიალურონის მჟავით. ფორმულაში შეხვდებით ისეთ აღმდგენ კომპონენტებს, როგორიცაა ზღვის წყალმცენარეები და კოლაგენი. ეს კონკრეტული პროდუქტი ყოველდღიური გამოყენებისაა, საპრევენციო – მოვლის საშუალებებს მიეკუთვნება და თავისუფლად ჩაჯდება თქვენს დილის თუ ღამის რუტინაში. 

არ დაგავიწყდეთ, იმისთვის, რომ პატჩებმა ეფექტურობა დიდხანს შეინარჩუნოს, აუცილებელია გამოყენების შემდგომ კარგად დახურვა, რათა შრატი არ ამოშრეს.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პროდუქტის შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. 

დარწმუნებული ვარ, პატჩების გამოყენება ძალიან სასიამოვნო, მარტივ და სარელაქსაციო რიტუალივით იქცევა თქვენთვის, აქტიური გამოყენებისას კი, შედეგი არ დააყოვნებს. სილამაზეს და ჯანმრთელობას გისურვებთ. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top