Etat Libre d’Orange – I AM TRASH

20.07.2022

საინტერესო კონცეფცია აქვს ერთერთ ყველაზე მოთხოვნად სუნამოს ნიშური პარფიუმერიის სამყაროში. საინტერესო და უჩვეულო, სწორედ ისეთი როგორიც მისი სურნელია. გაინტერესებთ ის შეიგრძნოთ? მას დ.აღმაშენებლის 76-ში მდებარე „ლარომ ბუტიკში“ ნახავთ…

დედაჩემის წყალობით, მე დავიწყებული სანაპიროს შვილი ვარ შორეული ახალი კალედონიიდან. ნგუას პირას ბორინდიები ბინადრობენ, რომელთაც ღმერთების მიმწუხრიდან მოყოლებული სცოდნიათ დედა ბუნებასთან ჰარმონიის დიადი პრინციპი: მისგან მხოლოდ აუცილებელი აიღო, ისე, რომ ხვალისთვისაც შემოინახო. მათ ესმით კაცობრიობის მომავალი, და ნიაულის ხის ჩრდილსა და ჟაკარანდის ყვავილში, ისინი მიუძღვიან ჩვენს პირველ ნაბიჯებს ახალი მიმართულებით Etat Libre d’Orange-სთვის.

ამ ახალი ათასწლეულის დასაწყისში, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მე კი 30 წლის და იმედით აღსავსე, ისინი ანიმაციური ფილმის Titane AE, საყურებლად წავიყვანე. ფილმის შესავალი დავიზეპირე, რაღაც ამდაგვარი იყო: დროდადრო ადამიანი აღმოაჩენს იმდენად ღრმა საიდუმლოს, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია: ცეცხლი, ელექტრობა, ატომის დაშლა. ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ჩვენ შევქმენით პროგრამა ტიტანი…

არსებობს რომანტიკული და ტიტანური პოეზიისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ნაზავი, ინდუსტრიულ ციკლში გაფლანგული წყლების ნელი, საიმედო და გარდაუვალი რწევიდან რომ წამოიჭრება. გვსურს, ეს სუნამო მაცნე იყოს, არა მხოლოდ ჩვენი მოდგმის ცდუნებით გამოწვეული გადარჩენის სამსახურში, არამედ უპირველესად პლანეტისა, რომელზეც ჩვენი მიაზმები სილამაზეს უნდა გადმოსცემდნენ.

გვწამს, რომ ახალი, პოსტ-რელიგიური ჯიჰადი გვიახლოვდება, მომავალი ხშირად იმედგაცრუებული და დამაბინძურებელი დასავლეთიდან,  ის ახალ, ანიმისტურ ერას მოასწავებს. ისინი, ვისაც დანაშაული მიუძღვის გარემოს წინაშე, ინანიებს; ხოლო დემოკრატიები ბუნებას საერთო, საზიარო კერად აცხადებენ. პრიმიტიული და არქაული ტომების რწმენები ბრუნდება და ჩვენს სრულ ერთგულებას ითხოვს. ეს სუნამო უნივერსალური გზავნილის მატარებელი იქნება: იმან, რაც ბინძურია, სილამაზე უნდა ასახოს.

Les fleurs du déchet წარმოადგენს Secretions magnifiques-ის მოწიფულობას. Etat Libre d’Orange-სთვის ის კონტრ-რევოლუციაა, კვლავაც ხმაურიანი და დამანგრეველი, მაგრამ, ბოლო ანგარიშით, ფუნქციური.

Givaudan-მა, Ogilvy-მ და Etat Libre d’Orange-მა შექმნეს სამმხრივი კომპანია დედა ბუნების სამსახურში, როგორც თაიგული პატიების სათხოვნელად და როგორც ხმაურიანი და ნაჩქარევი მიმართვა ყველას, რომ მალე მეტისმეტად გვიან იქნება.

ძვირფასო მსოფლიო: ნურაფერს გადაყრით, რადგან ჩვენი ნაგვის ფსკერზე ძევს დიდი სიყვარულის დუღილის გამონახადი. სანაგვე მანქანებს უპყრიათ ყვავილები, რომლებსაც ჯერაც სისხლი სდით, ჯერაც მდიდარი კანი და ქერქი. მავნებელ გამონაყოფებს თაფლის სიტკბოება ახლავთ და მიწასთან შერწყმა შეუძლიათ. და რამდენნაირი მოტივტივე შეზრდა – ზღვაში გადაყრილი ნაგავი, და ბუნებრივი ნარჩენები, ამბრი, მისტიკური სიმბოლოები, პირველყოფილი ტომების მიმართებები – ახლა ამათი გადამუშავებაა საჭირო.

თუ ავიღებთ და გადავაკეთებთ ალან პატონის ფრაზას: „იტირე, ჩემო ძვირფასო პლანეტა“ არდაბადებული ბავშვისთვის; მეტისმეტად ნუ შეაყვარებ დედამიწას, რადგან ის ხელიდან სხლტება.

მაშ, სანამ მეტისმეტად არ დაგვიანებულა, დაე ვილოცოთ ნაგვის ღმერთისთვის, ნარჩენების მფარველისთვის.

წირვის დასასრული. ეს მესიანური სურნელია (ბუნებრივი შხეფებით, ცხადია).

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap