06.07.2021

ჩვენი კანი უნიკალური და საინტერესო „სამოსია“, რომელიც სხეულს გვიფარავს და გარემო ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებისგან გვიცავს. რიგი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, ხშირად ექმნება პრობლემები და კარგავს პირვანდელ სტრუქტურას, თუმცა ჩვენ მაინც განსაკუთრებით მომთხოვნებად ვრჩებით და მისგან უზადო, ერთგვაროვან და შთამბეჭდავ შეხედულებას ვითხოვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავზე საუბრისას აუცილებელია სიყვარულის ენის შერჩევა, მაშინაც კი,  როცა ეს განსაკუთრებით რთულად გვეჩვენება.  პრობლემური კანის მოვლისას მთავარი წინაღობა შესაძლოა სწორედ ჩვენი განწყობა იყოს.

აკნესკენ მიდრეკილი კანი უმეტესად კომბინირებული, ცხიმიანი, ფორებიანი სტრუქტურისაა და განსაკუთრებულ დისკომფორტს ზაფხულში ქმნის. მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხიმოვანი ჯირკვლები კიდევ უფრო აქტიურად ფუნქციონირებს, ფორებიც მეტად შესამჩნევი ხდება, მაკიაჟით დაფარვა კი არც თუ ისე კარგი იდეაა. ამ ყველაფერმა განწყობა არ უნდა გაგვიფუჭოს, პირიქით დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, იქნებ წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და დროა სრულიად ახალ რუტინაზე ვიფიქროთ?

#გაეცანით შემადგენლობას

გამონაყარის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს: კვებითი ალერგია, ბაქტერია, რომელიც ცხიმოვან სადინრებში თავს კომფორტულად გრძნობს და ანთებით პროცესებს იწვევს, გამოსათავისუფლებელი სებუმი ან არასწორად შერჩეული მოვლის პროდუქტები. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმის გაგება, თუ რა იწვევს აკნეს, არამედ რომელია თქვენი „სუპერგმირი“ ინგრედიენტი, რომელსაც მისი მკურნალობა შეუძლია. მაგალითად:

სალიცილის მჟავა  ერთ-ერთი საუკეთესო ექსფოლიანტია, ის ასუფთავებს ფორებს, ვიზუალურად ავიწროვებს მათ და ებრძვის შავ წერტილებს.

თუთია. მას ანტი-ანთებითი მოქმედება აქვს, რის ხარჯზეც გაღიზიანებასა და სიწითლესაც ეფექტურად ებრძვის და გამონაყარსაც აქრობს.

კაოლინის თიხა  ათავისუფლებს ფორებს ტოქსინებისგან, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, იწოვს ზედმეტ სებუმს, რის ხარჯზეც ერთგვაროვან, მატ ეფექტს სძენს კანს.

ეს რა თქმა უნდა, აქტიური ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, თუმცა რას იტყოდით პროდუქტზე ან მთლიან სერიაზე, რომელიც აკნესთან ნამდვილ ბრძოლას, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ხარჯზე აცხადებს?! 

თუ ფრანგული, პრემიუმ ხაზის ბრენდის რიგებში გსურთ ეფექტური საშუალების აღმოჩენა, მაშინ არჩევანი ესტედერმის პროპოლისის ხაზზე უნდა შეაჩეროთ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროდუქტებს შორის მოხვდა  PROPOLIS +ZINC LOTION-SÉRUM.  მისი გამოყენება ზაფხულშიც დასაშვებია (ან პირიქით, აუცილებელია),  აქვს მსუბუქი და  არაცხიმოვანი ტექსტურა, რაც დისკომფორტს არ შეგიქმნით, ვიზუალურად ავიწროებს გაფართოებულ ფორებს,  ამცირებს კანის ნაკლოვანებებს და ანიჭებს მატირების ეფექტს. გაითვალისწინეთ, პროპოლისი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში მისი ანტი-ანთებითი, ანტი-ბაქტერიული მოქმედების გამო, თუთიასთან მისი კომბინაცია კი საუკეთესო ანტი-აკნე ფორმულას ქმნის.

#არ გამოტოვოთ ნიღბები

არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ აკნესკენ-მიდრეკილ, ისედაც მგრძნობიარე კანზე მხოლოდ ყოველდღიური რუტინაა საკმარისი. ეს ასე ნამდვილად არ არის. კვირაში ორჯერ, გამწმენდი და ექსფოლიაციის თვისების მქონე ნიღბების გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. 

ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ინგრედიენტების საფუძვლიანი გაცნობა და არჩევანის სამკურნალო ხაზებზე შეჩერება. მაგალითად, იმავე ესტედერმის INTENSIVE PROPOLIS + KAOLIN PURIFYING MASK  ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ პროპოლისსა და კაოლინის თიხას შეიცავს. ის არ აშრობს კანს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აუმჯობესებს კანის მიკროფლორას, აქვს მატირების ეფექტიც. რეგულარული გამოყენების შემდეგ, უმჯობესდება კანის სტრუქტურა.

#არ ღირს დანებება

და ბოლოს, ვის არ გაუღვიძია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის დილას სახეზე „ახალი მეგობრით?“ დისკომფორტს, რომელიც გამონაყარს ახლავს თან, არ უნდა მივცეთ საშუალება გაგვიფუჭოს განწყობა. არასდროს ღირს დანებება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, შესაძლოა თქვენზე მორგებული რუტინისგან ზუსტად 1 ნაბიჯი გაშორებთ. 

#ფოტოდაბერება

ვფიქრობ, აღნიშნული სტატიისა და ზოგადად ესტედერმზე საუბრის დასრულება ამ პროდუქტის ხსენების გარეშე შეუძლებელია. ურბანული მტვერი, არახელსაყრელი გარემო პირობები და ულტრაიისფერი სხივები კანს უჯრედულ დონეზე რომ აზიანებს, ვთანხმდებით. თუმცა, რამდენად რთულია იპოვო კომპაქტური, ეფექტური, სანდო პროდუქტი დაბინძურების საწინააღმდეგო მოქმედებით – ესეც ფაქტია. ესტედერმს აქვს არაჩვეულებრივი სპრეი  UV INCELLIUM, რომელიც ჰიდროლიზებულ ცილებსა და ნუკლეოტიდებს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს კანის დაცვას არახელსაყრელი გარემო პირობებისგან. ყოველგვარი ფილტრისა და სხვა საფარის გარეშე უზრუნველყოფს უჯრედის დნმ -ის დაცვას. უმჯობესდება დამცველობითი ბარიერი, შესაბამისად ფერხდება ფოტო დაბერების პროცესი.  ვფიქრობ, თუ არსებობს უნიკალური პროდუქტი, რომელიც თითოეული ჩვენგანის (ქალისა თუ კაცის) ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, ეს არის სწორედ UV INCELLIUM

ჯანმრთელობას, ძალიან ხანგრძლივ ახალგაზრდობას და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ! 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top