თქვენ თმაზე პასუხისმგებელი ჭკვიანი ტექნოლოგია

08.11.2021

შეგიმჩნევიათ, რომ ყველა დიდებული, დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი და საყვარელი ბრენდის ისტორია იწყება ერთი პიროვნების სურვილით შეექმნა პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ცხოვრებას გაუმარტივებდა მას და მის გარშემო მყოფ სხვა ადამიანებს.. ზღაპრულად, მარტივად და იქნებ ნანახი ფილმის სცენარივითაც კი ჟღერს ის, რაც ზემოთ მოვყევით და სტატიაში გაგრძელდება, მაგრამ შთაგონების წყაროდ ნამდვილად გამოდგება.

წარმოიდგინეთ, რომ 1970-იანი წლების დასასრულია და აღწერილი მოვლენები დიდ ბრიტანეთში ვითარდება. ხელოვნების სამეფო კოლეჯის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ჯეიმს დაისონი ავეჯის დიზაინის განხრით აპირებს თვითგანვითარებას, თუმცა მისი მომავალი სულ სხვანაირად არის დაგეგმილი.  როგორც საკუთარ თავზე საუბრისას ყვება, ახალგაზრდა დაისონს იზიდავდა მეცნიერება და ხელოვნება, შესაბამისად ამ ორის სინთეზით სურდა შეექმნა საგნები, რომლებიც „უბრალოდ უკეთ იმუშავებდა“. სურვილი ერთია, მოქმედება კი მეორე. მიუხედავად უშრეტი ფანტაზიისა, ჯეიმსის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივ მიმდინარეობდა იქამდე, სანამ საკუთარი მტვერსასრუტით უკმაყოფილო სერიოზულად არ დაფიქრდა ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე.  ფიქრმა ადგილობრივ სახერხ საამქრომდე მიიყვანა, რომელიც ჰაერიდან ნახერხის განსაცალკევებლად ე.წ ციკლონის ტექნიკას იყენებდა. „რატომ არ შეიძლება ანალოგიური პრინციპით ამუშავდეს ჩემი მტვერსასრუტი?“ – გაჩნდა კითხვა და პასუხის მიღებაზე ზრუნვასაც თავად შეუდგა. როგორც ჯეიმსი იხსენებს, ერთ ჩვეულებრივ დღეს, უბრალოდ დახია თავისი „ჰუვერის“ დაბინძურებული, სუნიანი ჩანთა და ჩაანაცვლა ციკლონის დიზაინის უხეში მუყაოს პროტოტიპით, რომელიც მისივე დამზადებული იყო. დააჭირა მტვერსასრუტის ღილაკს ხელი და შედგა, იდეამ იმუშავა! ასე იპოვა ჯეიმს დაისონმა საკუთარი თავი, რომელსაც ხშირად უწოდებს „შემთხვევით ინჟინერს“ და შექმნა ბრენდი, რომელიც მილიონობით მომხარებელს უმარტივებს ყოველდღიურობას.

წარმატების ისტორია დღემდე გრძელდება. თმის და სახლის მოვლის სხვადასხვა ტექნიკით მდიდარი Dyson-ი მსოფლიოს 65 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1000-ზე მეტ ინჟინერს ასაქმებს.

დღევანდელ სტატიაში მის ერთ-ერთ სრულყოფილ ქმნილებაზე,  DYSON SUPERSONIC-ის თმის საშრობ ფენზე უნდა გესაუბროთ. პროდუქტის შექმნის ეტაპიდან, მის განვითარებამდე განვლილი გზა ასე ფორმულირდება „ვიფიქროთ არაორდინალურად“. სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა კლასიკურ თმის საშრობზე: უფრო მსუბუქი, უფრო მძლავრი და უფრო კომპაქტური სუპერსონიკი.

თმის სწრაფი #გაშრობა

ჩვენთვის, როგორც მომხარებლისთვის, რომელსაც დაკავებული გრაფიკი აქვს და რეალურად სულ ეჩქარება, მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა დიდი მოცულობის იყოს სამუშაო – სწრაფად შესრულდეს.

„თმის სწრაფი გაშრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჰაერის სიჩქარეზე. ინჟინერმა უნდა გათვალოს სწორი ბალანსი წნევისა და მოსალოდნელი ტურბულენტობის, რათა სასურველი შედეგი მიიღოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰაერის სტაბილიზირების კონტროლი“ – ტომ კროუფორდი, პროდუქტის განვითარების გლობალური დირექტორი.

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების ჭეშმარიტება რომ გავიაზროთ, ალბათ თავად ინჟინრები უნდა ვიყოთ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ალგორითმით შეიქმნა სხვა საშრობებზე 6-ჯერ უფრო სწრაფი ძრავი, თან 3-ჯერ უფრო მსუბუქი მექანიზმით.

ნაკლები #დაზიანება

მთავარი რისკი, რომელსაც თმის გაშრობისას ვხედავთ – თერმული დაზიანებაა. სწორედ ამიტომ, პროცედურის დაწყების წინ ვისვამთ უამრავ საშუალებას, ვამბობთ მაგიურ სიტყვებს, თითებს ვაჯვარედინებთ და მთელი გულით ვნატრობთ, რომ თმა არ დაზიანდეს.

ჭკვიანი „დაისონი“ რიტუალს მკვეთრად შეგიცვლით, რადგან გამომავალ ჰაერის ტემპერატურას წამში 20-ჯერ გაზომავს და შეატყობინებს მიკროჩიპს, რომელიც სიტუაციის კონტროლზე და თქვენს ჯანსაღ თმაზეა პასუხისმგებელი.

მეტი #ბზინვარება

აქვე, კიდევ უფრო განვავრცოთ ზემოთ თქმული და დავძინოთ, რომ სუპერსონიკის ჭკვიანი ტექნოლოგიით არსებული ტემპერატურის მუდმივობა იცავს თმას გადახურებისგან, არ გამოაშრობს და უნარჩუნებს ბუნებრივ ბზინვარებას.

ნაკლები #ხმაური

ვინც მარტო არ ცხოვრობს, მისთვის ნაცნობი უხერხულობაა თმის გაშრობისას, ფენის ხმაურს აყოლილი ოჯახის წევრების ზუზუნი და უკმაყოფილება.  Dyson Supersonic-იგაცილებით მშვიდი ხელსაწყოა. აკუსტიკური პარამეტრების განსაზღვრისას, ინჟინრები შეეცადნენ, რომ მექანიზმს მუშაობისას ერთი სიხშირე განევითარებინა და ეს წარმატებით გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, პროცესი სრულიად უხმოდ არ ჩაივლის, თუმცა ჩაძინებულ ოჯახის წევრებს სუპერსონიკი ნამდვილად არ გაგიღვიძებთ.

მოსახერხებელი #დიზაინი

და ბოლოს, ჯეიმს დაისონის პირველადი სურვილი, გაემარტივებინა ცხოვრება მომხარებლებისთვის, თავისნაირი, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებისთვის – ახდა. სუპერსონიკი მართლაც სუპერ-მოსახერხებელი დიზაინისაა, ადვილად გამოიყენებთ მაშინაც კი, თუ პროფესიონალურ საშრობთან თქვენი პირველი შეხებაა. სახლის პირობებში, ერთი სავარცხლით (ან იქნებ მის გარეშეც) ფენის სწორად შერჩეული თავითა და სულ მცირედი მონდომებით, აუცილებლად შეიქმნით სასურველ ვარცხნილობას.

საუბრისას ხშირად აღვნიშნავ, რომ „დაისონი“ ინვესტიციაა, ხანგრძლივი, დროისა და ნერვების მომგებიანი ინვესტიცია. ამიტომ, თუ საკუთარი თმისთვის საუკეთესო გემეტებათ, გსურთ გაიმარტივოთ ყოველდღიურობა და „ცუდი ვარცხნილობის დღეები“ სამუდამოდ დაივიწყოთ, სუპერსონიკი ნამდვილად ღირს ცდად!

საბედნიეროდ, ავთენტური პროდუქტის შეძენის საშუალება ქართველ მომხარებელსაც აქვს.  საქართველოში, Dyson-ის ოფიციალური წარმომადგენელი „ელიტ-ელექტრონიქს“-ის მაღაზიათა ქსელია, სადაც წარმოდგენილია როგორც წვრილი საყოფაცხოვრებო, ასევე თმის მოვლის ტექნიკა. გაიმარტივეთ ცხოვრება Dyson-თან ერთად!

კონტრიბუტორი ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top