მშრალი კანი

14.11.2021

ნოემბრის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტად იგრძნობა ხანგრძლივი, სუსხიანი, მაგრამ მაინც დღესასწაულებით დატვირთული ზამთრის მოახლოება. დღე მოკლდება, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ჩვენს ორგანიზმსაც დაახლოებით 25%-ით უქვეითდება ტენიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა.

ამ სეზონზე განსაკუთრებული საფიქრალი მშრალი კანის მქონე ადამიანებს ეძლევათ, როგორ უნდა დააკომპლექტოთ რუტინა ისე, რომ ზედმეტად მსუყე კონსისტენციის საცხებმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ, მეორეს მხრივ კი, დააკმაყოფილონ თქვენი მოთხოვნები? #ამარტაგირჩევთ

გამოიყენეთ ნაზი დასაბანი საშუალება საპნის გარეშე

Bioderma

Atoderm

ფრანგულ ბრენდ ბიოდერმას ატოდერმის დასაბანი ზეთი, ისევე როგორც მთლიანი ხაზი მგრძნობიარე, მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვისაც იდეალური გადაწყვეტილებაა. კონკრეტულად ეს საშუალება იოლად დაადნობს წყალგამძლე მაკიაჟს, მზისგან დამცავს, მოგაშორებთ სახის და სხეულის კანიდან ზედმეტ ჭუჭყს. გამოიყენება მთელი ოჯახისთვის.

არ გამოტოვოთ ტონერი/ესენცია

Missha

Super Aqua Ultra Hyalron Skin Essence Toner

მშრალი კანი განსაკუთრებით თხელია, ეტყობა კაპილარები და მიდრეკილია „მსხვრევადობისკენ“, ანუ კანის დამცავი ბარიერი გაცილებით მარტივად ირღვევა, ვიდრე ცხიმიანი კანის შემთხვევაში. შესაბამისად, ხისტი წყალი ერთ-ერთი ცნობილი გამაღიზიანებელი ფაქტორია. მისშას სუპერ აქუას ჰიალურონის მჟავით მდიდარი ფორმულა აღადგენს კანის დაკარგულ ელასტიურობას, მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას და მოგამზადებთ რუტინის შემდეგი საფეხურისთვის.

კვირაში რამდენჯერმე ჩართეთ რუტინაში ნაჭრის ნიღაბი

Mizon

Sheet mask with Hyaluronic Acid

ნაჭრის ნიღბის გამოყენება ერთგვარი განსატვირთი რიტუალია, ამავდროულად ბევრი ბენეფიტებით თქვენი მშრალი კანისთვის. პროდუქტი იმდენად მჭიდროდ ეკვრის სახის კანს, რომ არ ტოვებს ადგილს დამატენიანებელი კომპონენტების აორთქლებისთვის, შესაბამისად, იწვევს სასარგებლო ინგრედიენტების მაქსიმალურ შეწოვას. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდისა და ტიპის ნიღაბი კანის დატენიანებისა და დამშვიდების ეფექტით, დაუთმეთ საკუთარ თავს 20 წუთი, ნაჭრის ნიღბის მოხსნის შემდეგ დაიმასაჟეთ დარჩენილი პროდუქტი და ისიამოვნეთ მაქსიმალური შედეგით.

იზრუნეთ ტუჩებზე

SVR

Cicavit+

აქვე, ნუ დაივიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ – ტუჩების ზონას. შიდა სივრცეებში ჩართული გამათბობელი საშუალებები აშრობს ჰაერს, გარეთ სეირნობისას კი დაბალი ტემპერატურული სტრესია, რაც საბოლოოდ აზიანებს იმ ადგილებს, სადაც კანი განსაკუთრებით თხელია და ლორწოვან გარსთან აქვს შეხება. ფრანგულ ბრენდ ესვიერის ტუჩის პაჩები ჟელესებრი სტრუქტურისაა, გამოიყენება გამომშრალ, აქერცვლად, გაღიზიანებულ ტუჩებზე და სულ რაღაც 10 წუთში აღადგენს მის რბილ სტრუქტურას.

შეარჩიეთ მსუყე ფორმულები

SVR

Topialyse

აქვე უნდა ვახსენოთ პროდუქტი მთელი სხეულის და მთელი ოჯახისთვის. SVR-ის Topialyse ხაზი მაქსიმალურად დაცლილია ალერგენებისგან, მისი ინტენსიური დამატენიანებელი ბალმი შეიცავს დაპატენტებულ ფორმულას Ceramides AD(1

 – რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას გარე აგრესორებისგან (ტკიპები, დაბინძურება, სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები)  საშუალება მყისიერად ამშვიდებს ქავილის შეგრძნებას, ხსნის წვის და აქერცვლის დისკომფორტს, აღადგენს კანის დამცავ ბარიერს მაშინაც კი, თუ ის დერმატიტმა ან სხვა მდგომარეობამ დააზიანა. მკვებავი ლიპიდების ტექსტურა დნება და ტოვებს დამცავ ფენას კანის ზედაპირზე. არ ახასიათებს წებვადობა.

გაუფრთხილდით ხელებს

La Roche-Posay

CICAPLAST hand cream

სპირტის მაღალი შემცველობის მქონე ხელის სანიტაიზერები უკვე ორი წელია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც კიდევ უფრო ართულებს ხელის მშრალი კანის მოვლას ზამთრის პერიოდში. ლა როშ პოზეს ციკაპლასტი აღმდგენი საცხია, პარაბენებისა და პარფიუმის გარეშე. იდეალურია მშრალი, ძალიან მშრალი და დაზიანებული ხელის კანისთვისაც, რადგან ტოლერანტულია მგრძნობიარე მდგომარეობების შემთხვევაშიც. შეიცავს როგორც ჰუმექტანტენებს, ასევე ემოლიენტებს, დატენიანებისთვის აუცილებელ კომპონენტებს, კერძოდ შიის კარქს და გლიცერინს, ასევე ძლიერ აღმდგენ ინგრედიენტს – ნიაცინამიდს. გამოიყენეთ დღეში რამდენჯერმე, სურვილის და საჭიროების მიხედვით.

გააკეთეთ არჩევანი დერმატო-კოსმეტოლოგიურ

ISISPHARMA

Secalia Ultra

მშრალი კანი ერთ-ერთი უპრობლემო ტიპის კანად ითვლება, რადგან იშვიათად ეტყობა ფორები და კიდევ უფრო იშვიათად აწუხებს გამონაყარი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს – ნაოჭებია. სიმშრალე ბუნებრივად განაპირობებს მიდრეკილებას ტენიანობის გაცემის, ჰიალურონის მჟავის განლევისა და ასაკობრივი ნიშნების წარმოშობისკენ. ამავდროულად, სტრუქტურული სითხელიდან გამომდინარე მეტია მგრძნობელობა, შესაბამისად სასურველია სახისა და სხეულისთვის არჩევანი დერმატო-კოსმეტოლოგიურ ბრენდებზე შეაჩეროთ. მაგალითად ფრანგულ ბრენდ „ისისფარმას“ სეკალია და სეკალია ულტრა კონკრეტულად თქვენი ტიპის კანისთვის ფორმულირდა. ორივე ხაზი დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, აღმდგენი მოქმედებისაა და მოკლე დროში აუმჯობესებს კანის სიმტკიცებს. ცნობილია, რომ დერმატოლოგები უწევენ რეკომენდაციას ატოპიური დერმატიტისა და ეგზემისას. 

  წინ ხანგრძლივი, ცივი, მაგრამ მაინც სადღესასწაულო განწყობის მქონე დღეები გველის. ზამთრის მაქსიმალურად თბილად გასატარებლად  #ამარტაგირჩევთ შემოიკრიბოთ გარშემო საყვარელი ადამიანები, გაუმასპინძლდეთ ჭიქა გლინტვეინით და დარიჩინის ორცხობილებით, იზრუნოთ, გასცეთ და მიიღოთ სიყვარული, თუმცა ნუ დაივიწყებთ საკუთარი თავს და მასზე ზრუნვის პატარა რიტუალებს.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top