ფოტოპროექტის ავტორი  JAMPROJECT

შთაგონებულია ილუსტრატორ საულ სტეინბერგისა და ფოტოგრაფ ინგე მორატის ფოტოპროექტით ‘მასკარადი’

კოსტიუმები – ლუკა ღვინიაშვილის პირადი კოლექციიდან

 ARCHIVED couture

 /საერთაშორისო მოდის სახლების არქივული ექსპონატები/

ნიღბები – ქ.რუსთავის ი.ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის I-VIII კლასი

ხელმძღვანელი – მერი ფხოველიშვილი

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი – ლუტეცია და ექსპერიმენტული ღვინის ბრენდი – ვისმინო

წარმოგიდგენთ

მოგვეწოდება ინსტრუქციები, ქცევისა და გარეგნობის ნიმუშები, სტანდარტები, ინფორმაციები, მათი აღქმისა და ანალიზის შაბლონები, ჩვენი პოზიციებისა და დამოკიდებულებების მკაცრად განსაზღვრული ულუფები…მოგვეწოდება კითხვები, რომლებიც უნდა დავსვათ და ოთხი სავარაუდო პასუხიც, რომ ვუპასუხოთ. ამ მიწოდებისა და მოხმარების ისტერიულ ქსელში დაკარგულები ვიკვალავთ გზებს, ვჯგუფდებით, ვწყვილდებით და არასდროს ვმარტოვდებით. საგულდაგულოდ ვიფუთებით, რომ არ დავიმსხვრეთ. უცნაურია, დღეს მრავალფეროვნების იდეის უზენაესობის ეპოქაში, ყველაზე მასშტაბური ყალიბები ისხმება, დაკარული ფიქრებისა და დავიწყებული  მიმიკების, გადაშენებული ნაკვთებისა და გატაცებული იდეების ხანდაზმული საქმეები კი თაროებზე იმტვერება.

აქ ბავშვები გაიხსენებენ იმას, რაც არასდროს უნახავთ და მოყვებიან ამბებს, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ. სულს შეუბერავენ მტვერს და გაავლებენ ხაზებს, რომლებიც აღარ განმეორდება.

ხელი ჩაგვკიდონ და ისევ დაუსრულებელ ფერხულში ჩაგვაბანSKYLINE

Scroll To Top