20.01.2022

თმა იმ უძვირფასეს სამკაულების რიგებში მოიაზრება, რომელიც ყველა ქალისთვის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. ცუდი ვარცხნილობის დღეების სამუდამოდ დასავიწყებლად აუცილებელია სწორად შეარჩიოთ დაბანისა და მოვლის საშუალებები, რაშიც ამარტა აუცილებლად დაგეხმარებათ.

1960 წლიდან იტალიური პრემიუმ ბრენდი BioNike საკუთარ მომხარებელს დერმატოლოგიურ გამოცდილებას და მეცნიერულ ინოვაციებს უზიარებს. როგორც თავად მოიაზრებენ „სიცოცხლის გამარჯვებით“  შთაგონებული გამები მიზნად ისახავს ეფექტური, მაღალი ტოლერანტული ფორმულის მქონე პროდუქტების შეთავაზებას ნებისმიერი მიმართულებით. გამონაკლისს არც თმის მოვლა წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე სპექტრითაა წარმოდგენილი.

საჭიროებების მიხედვით შერჩეული პროდუქციით სკალპისა და თმის თითქმის ყველა აქტუალურ პრობლემასთან გამკლავებას შეძლებთ, იქნება ეს თავის კანის სენსიტიურობა, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი, თმის ცვენა, ქერტლი თუ უბრალოდ სტრუქტურის შეღებვისგან დაზიანება. ლოგიკურია, რომ ასეთი მაღალი დერმატო-კოსმეტოლოგიური რეპუტაციის მქონე ბრენდის თითოეული საშუალება ტესტირებულია ნიკელზე და მძიმე მეტალებზე, რომელიც გარდა სიცოცხლისთვის რეალური საფრთხისა, კანის მგრძნობელობის მომატებითაც ხასიათდება. ასევე, პროდუქტები არ შეიცავს პრეზერვატივებს, ე.წ შემნახველ კომპონენტებს, რომელიც მავნე ინგრედიენტთა ნუსხაში მოიაზრება. 

დღეს #ამარტაგირჩევთ  საშუალებებს  DEFENCE HAIR  გამიდან

ხშირად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი, ძლიერი, მბზინავი თმის საიდუმლო – მოვლილი სკალპია. ამ მიზნით BioNike გთავაზობთ გამწმენდ, სამკურნალო სპექტრს, რომელიც იცავს ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი და კვეთს თმის ბუნებრივ სილამაზეს. 

ქერტლის საწინააღმდეგო ხაზში შეხვდებით, როგორც ცხიმიანი, ასევე მშრალი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებს. პირველ შემთხვევაში, სებო-რეგულატორული მოქმედებით საშუალება მოგიხსნით წვის და გაღიზიანების შეგრძნებას, ხოლო სკალპის დეჰიდრატაციით გამოწვეული აშრევებისას, დამატენიანებელი მოქმედების პროდუქტის გამოყენებაა სასურველი.

ულტრა ნაზი შამპუნი იდეალურია მგრძნობიარე და გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილი თავის კანისთვის. მსუბუქი და დელიკატურია ყოველდღიური გამოყენების პირობებშიც კი და ამცირებს სხვადასხვა ტიპის დისკომფორტს.

ულტრა-ნაზი, კანის დამარბილებელი შამპუნისა და კრემოვანი კონდიციონერის ფორმულა შექმნილია თავის კანის მიერ ცხიმის გამომუშავების აღდგენისთვის. ცხიმის მარეგულირებელი ეფექტური ინგრედიენტების წყალობით იდეალურად ასუფთავებს კანს, ხოლო თმას ანიჭებს უფრო მეტ მოცულობას, ხდის მას დამყოლს, ადვილად ვარცხნადსა და მბზინავს. 

მკვებავი შამპუნი და კრემის კონდიციონერი შექმნილია ნაზი წმენდისთვის. დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს ნებისმიერი დისკომფორტის მოხსნას, მათ შორის მკურნალობის პროცესში. რეკომენდებულია სპეციალურ სამკურნალო პროდუქტებთან (ქერტლის ან თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებთან) ერთად გამოყენებისთვის. შემადგენელი კომპონენტების ნუსხაში ნახავთ ისეთ საინტერესო აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა სორბიტოლი – დეჰიდრატაციის საწინააღმდეგო მოქმედების შაქარი და ტკბილი ნუშის, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთები, რომლებიც იდეალური დამატენიანებელი და თმის ღერის დამცავი მოქმედების ბუნებრივი ინგრედიენტებია.

თმის გამაძლიერებელი შამპუნი, მეტი მოცულობისთვის შექმნილია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე თავის კანისა და გამოფიტული, დასუსტებული თმის ღერების პრობლემა აწუხებს. თუ მტვრევადობა და გაყოფილი ბოლოები თქვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს, ბიონიკეს გადაწყვეტილებაა სამკურნალო ამპულის დამატება შამპუნში, რაც შეაჩერებს ისეთ შეუქცევად პროცესებსაც კი, როგორიც სეზონური ან სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული თმის ცვენაა. 

ფორმულირებულია შემდეგი ინგრედიენტებით: 

წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი (Chondrus crispus)

აქვთ ფიტოაქტიურობის მაღალი კონცენტრაცია, რაც ამაგრებს თმის ღერს და აძლიერებს ფოლიკულებს.

კონდიცირების ინგრედიენტი

ამცირებს თმაში ელექტროსტატიკურ მუხტს, რაც ერთ-ერთი გავრცელებული დისკომფორტია. ასევე აადვილებს დავარცხნას და აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი.

ტრიმეთილგლიცინი

შაქრის ლერწმისგან მიღებული მცენარეული წარმოშობის მოლეკულა, რომელსაც აქვს დამატენიანებელი, დეჰიდრატაციის საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები კანსა და თმაზე მოხვედრისას.

პროვიტამინი B5 (პანთენოლი)

დამატენიანებელი და დამცავი ეფექტით როგორც სკალპზე, ასევე თმაზე, ასევე ავლენს აღმდგენ თვისებებს.

სავარაუდოდ, უსასრულოდ შევძლებთ გავაგრძელოთ საუბარი იტალიურ ხარისხზე, რომელიც პროდუქტის მაღალ ეფექტურობაში ვლინდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ბიონიკეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და პლანეტაზე ზრუნვის იდეა. თმის მოვლის საშუალებების შეფუთვა დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასასგან, რისი აღმნიშვნელი სიმბოლოც ბოთლზევე მოიძებნება. მაშინ, როცა ბრენდი უმეტესად ნატურალური შემადგენლობისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკო-მეგობრული პოლიტიკის მრავალწახნაგოვანი გამოვლინება. ასეთ დროს, განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ შენი, როგორც მომხარებლის მიერ გაკეთებული არჩევანის ადეკვატურობასა და გადახდილი თანხის სწორ მიზნობრიობას. სილამაზე მსხვერპლს არ უნდა მოითხოვდეს. 

მომავალ სტატიებში კიდევ უფრო ვრცლად გაგაცნობთ ბიონიკეს თმის მოვლის ხაზებს და გესაუბრებით სკალპის სხვადასხვა ტიპის დისკომფორტის დაძლევის ეფექტურ პროდუქტებზე. 

PHARM HOUSE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top