05.03.2022
თმის ცვენა ადამიანისთვის ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესების გარდა, ისტორიული მემკვიდრეობითაცაა განპირობებული. როგორც ევოლუციის თეორია გვკარნახობს, ზაფხულში ჩვენს წინაპრებს ქუდი ან ქოლგა ნამდვილად არ ჰქონდათ, ამიტომ ბუნებრივი დამცველობითი ფუნქციის გათვალისწინებით თმა ეზრდებოდათ; შემოდგომას კი, ეცემოდა ტემპერატურა და მიყვებოდა მას საგულდაგულოდ გაზრდილი ვარცხნილობებიც. როგორც ადრე აღვნიშნეთ, სეზონური თმის ცვენა მითი ნამდვილად არ არის და ის რეალურად აწუხებს ყოველ მესამე ადამიანს, თუმცა გასული ორი წლის მანძილზე აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა პოსტ-კოვიდურმა მოვლენებმა. როგორც აღმოჩნდა ვირუსის გადალახვის შემდეგ შესუსტებული ორგანიზმი სხვადასხვა ჩივილით არის წარმოდგენილი, მათ შორის კანის გამოშრობით, ფრჩხილების მტვრევითა და თმის ცვენით. #ამარტაგირჩევთ
იტალიური ბრენდი „ბიონიკე“ შესაძლოა იშიფრებოდეს როგორც სიცოცხლის გამარჯვება, თუმცა თმის ცვენის დამარცხების არანაკლებ საინტერესო გამოცდილებას გთავაზობთ. მის რიგებში წარმოდგენილი მოვლის საშუალებები დერმატოლოგების მიერ არის რეკომენდებული და სრულიად უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
DEFENCE KS TRICOSAFE
INTENSIVE ANTI-HAIR LOSS TREATMENT
ამ მდიდრულ შეფუთვაში წარმოდგენილი პროდუქტი ეფექტურია მტვრევადი, თხელი, ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის. ნიკელზე ტესტირებული, უგლუტენო სპრეი KETOSYSTEM™ კომპლექსზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს ისეთ ფაქტორებზე ზემოქმედებას, რაც თმის ფოლეკულების „იდეალურ“ სასიცხოხლო ციკლს არღვევს. ასევე ფორმულაშია მცენარეული პეპტიდები, რომლებიც ასტიმულირებენ თმის ზრდას. სპრეის გამოყენება შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, რადგან ჰიდრო-ალკოჰოლის შემცველობის გამო პროდუქტი მსუბუქი, არაწებვადი, სასიამოვნოდ პარფიუმირებულია. მოხმარების წესი კიდევ უფრო ამარტივებს პროდუქტის შეყვარებას. ის შეგიძლიათ დაიტანოთ როგორც მშრალ, ასევე სველ სკალპზე მაშინაც კი, თუ მისი სენსიტიურობა გაწუხებთ. დაიმასაჟეთ ნაზად და ისიამოვნეთ შედეგით, რომელიც შესამჩნევი რამდენიმე კვირაში იქნება.
DEFENCE KS TRICOSAFE
FOOD SUPPLEMENT
საკვები დანამატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „დიფენს ტრიკოსეიფ“-ის ხაზი თავის მხრივ გვთავაზობს ბიოტინისა და სელენიუმის შემცველობის აბებს, რომლებიც არა მხოლოდ თმის გაჯანსაღების, არამედ ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებისკენაა მიდრეკილი. ოქსიდაციური სტრესისგან დასაცავად ფორმულაშია ბიოფლავინი და თუთია, ასევე შავი ბრინჯის ექსტრაქი. პროდუქტი წარმოდგენილია 30 ან 60 ცალიან ბლისტერში და მათი გამოყენება კურსის სასურველ ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
მიღების წესი: სასურველია თავდაპირველად თუნდაც სატელეფონო კონსულტაცია თქვენს ექიმ-თერაპევტთან გაიაროთ. მისი მხრიდან საკვები დანამატების დანიშვნის შემთხვევაში დიფენსი დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ. რა თქმა უნდა, საკვები დანამატი არის მხოლოდ დანამატის კატეგორიის და ვერ ანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის ეფექტურობას.
DEFENCE KS TRICOSAFE
ANTI-HAIR LOSS SHAMPOO
აქვე უნდა ვახსენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც შეიცავს ვიტამინ B5-ს. ინგრედიენტი ადვილად შეიწოვება თმაში, აღადგენს სკალპის ჰიდრატაციის დონეს და მის ნებისმიერი ტიპის დაზიანებას, მათ შორის თბილი ჰაერის მოქმედებისას მიყენებულ ტემპერატურულ ზიანს. ნიაცინი, იგივე ვიტამინი PP ბიოტინთან ერთად კომბინაციაში უნარჩუნებს თმას სიჯანსაღეს, ბაობაბის ექსტრაქტი კი კვებავს თითოეულ ღერს. შამპუნი იდეალური იქნება თმის მოვლის რუტინაში და სამუდამოდ დაგავიწყებთ სეზონურ, ლაქტაციის პერიოდის თანმდევ თუ პოსტ-კოვიდ თმის ცვენას.
იმ შემთხვევაში თუ პროცესს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებით, ამპულები არაჩვეულებრივი ვარიანტია. თითოეული მათგანი ფორმულირებულია შემდეგი ინგრედიენტებით:
წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი (Chondrus crispus)
აქვთ ფიტოაქტიურობის მაღალი კონცენტრაცია, რაც ამაგრებს თმის ღერს და აძლიერებს ფოლიკულებს.
კონდიცირების ინგრედიენტი
ამცირებს თმაში ელექტროსტატიკურ მუხტს, რაც ერთ-ერთი გავრცელებული დისკომფორტია. ასევე აადვილებს დავარცხნას და აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი.
ტრიმეთილგლიცინი
შაქრის ლერწმისგან მიღებული მცენარეული წარმოშობის მოლეკულა, რომელსაც აქვს დამატენიანებელი, დეჰიდრატაციის საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები კანსა და თმაზე მოხვედრისას.
პროვიტამინი B5 (პანთენოლი)
დამატენიანებელი და დამცავი ეფექტით როგორც სკალპზე, ასევე თმაზე. ის ავლენს აღმდგენ თვისებებს.
მათი გამოყენება ყოველ მეორე დღეს არის რეკომენდებული, მთელი კურსის სახით. ზრდის თმის მოვლის სხვა პროდუქტების ეფექტურობას და კვებავს სკალპს საჭირო ინგრედიენტებით.
თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი პრობლემაა თავის მოვლის მიმართულებით, თუმცა სწორად შერჩეული საშუალებები ამარტივებენ საკუთარ ჯანმრთლობასა და გუნება-განწყობაზე ზრუნვის პროცესს.
BionikeGeorgia
bionike_georgia/
კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი